რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერეს და არჩევნების ჩატარება, შესაძლოა, ხელახლა გახდეს საჭირო.
აბუსერიძე ერთი კვირის წინ 30 დეკემბერს იქნა არჩეული, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად თვლიდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა რათა არჩევნები არ დაკანონებულიყო.
აბუსერიძის მიერ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია კონკრეტულად რა დოკუმენტაციაზე საუბარი.