დარწმუნებული ვარ, ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის განცხადებით, პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოში რეფორმების გატარებაში პროგრესის გამო. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

„ფინეთი ევროკავშირის გაფართოების მხარდამჭერია. ეს პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან და პოზიტიურად ვართ განწყობილი ბევრი რეფორმის გატარებაში პროგრესის ნიშნების მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით კარგ პასუხს საქართველოსთვის“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.

მსგავსი თემები