აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კაპიტოლიუმში დემონსტრანტების შეჭრას „ტვიტერში“ ეხმაურება და მომხდარს „მიუღებელს“ უწოდებს.
„დღეს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმი მიუღებელია. უკანონობა და არეულობის მოწყობა აქ ან მთელ მსოფლიოში ყოველთვის მიუღებელია. მე ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და ყოველთვის მხარს ვუჭერ თითოეული ადამიანის უფლებას პროტესტი გამოთქვან მათი შეხედულებებისა და მიზეზების გამო. მაგრამ ძალადობა, სხვების უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენება, მათ შორის მათი, ვისაც ევალება ყველა ჩვენგანისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აუტანელია როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოდით, სწრაფად მივაღწიოთ სამართლიანობას დამნაშავეების მიმართ, რომლებიც ამ არეულობაში მონაწილეობდნენ. ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე ის, რაც დღეს ვნახეთ იმ ადგილას, სადაც მე კონგრესის წევრად ვმსახურობდი და ვხედავდი საუკეთესო დემოკრატიას“, – აცხადებს მაიკ პომპეო.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.