დონალდ ტრამპის „სოციალური აგარიშები“ დაბლოკეს

სოციალურმა ქსელებმა, „ტვიტერმა“ და „ფეისბუქმა“ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშები დროებით დაბლოკა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პრეზიდენტის განცხადებებისა და ქვეყანაში მომხდარი არეულობა გახდა.

დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ბოლო განცხადება „ტვიტერში“ შემდეგი შინაარსის იყო, რომ კაპიტოლიუმის შენობის შტურმი „ბუნებრივი რეაქცია“ იყო. მან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას გამბედაობა არ ეყო, გაეკეთებინა ის, აშშ-სა და კონსტიტუციის დასაცავად იყო საჭირო.

„მოვითხოვეთ დონალდ ტრამპის სამი „ტვიტის“ წაშლა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული “ტვიტები” არ წაიშლება, ტრამპის ანგარიში დაბლოკილი დარჩება“, – ასეთია „ტვიტერის“ ადმინისტრაციის განცხადება. მსგავსი გადაწყვეტილება კი „ფეისბუქმაც“ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებულ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა. შენობაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ და არეულობა მოხდა. დაკავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

მსგავსი თემები