ილია მეორემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა.

მან სადღესასწაულო წირვის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დალოცა.

„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ შობის დღესასწაულს. ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო“, – განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი თემები