“საშობაო ეპისტოლე ნამდვილად არსებობს, ჩემი ინფორმაციით, დღეს აუცილებლად გამოქვეყნდება” – საპატრიარქოს წარმომადგენელი

  •  

პირველად ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში, საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავთ. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ დაანონსებული იყო, რომ მრევლი პატრიარქის წერილს მსახურების დროს გაეცნობოდა, ეს ასე არ მომხდარა.

მოგვიანებით ითქვა, რომ საშობაო ეპისტოლე საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდება. რა გახდა გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, უცნობია.

საპატრიარქოს პრეს-ცენტრის წარმომადგენელი, მამა გურამი “კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ საშობაო ეპისტოლე ნამდვილად არსებობს და, მისი ინფორმაციით, დღეს უნდა გამოქვეყნდეს. 

“მე როგორც მაქვს ინფორმაცია, დღეს იქნება ეპისტოლე, აუცილებლად. რაც შეეხება იმას, გუშინ რატომ არ იყო, მე როგორც ვიცი, იოანე ოქროპირის წერილი წაიკითხეს და მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩემი ინფორმაციით, ეპისტოლე არსებობს და დღეს გამოქვეყნდება.

იცით როგორი რაღაცაა? მე როგორც ვფიქრობ, ჩემი აზრით, ვინაიდან ხალხის ნაწილი დილით მიდის, რეალურად, გაიყო წირვა, დილით იქნებაო, ასე თქვეს. ეს ჩეულებრივი მოვლენაა, ისეთი არაფერი მომხდარა. ჩემი ინფორმაციით, დღეს აუცილებლად იქნება ეპისტოლე. ყველაზე ნაკლებად არის ის თემა, რომ უთანხმოება იყოს ტექსტთან დაკავშირებით,”-განაცხადა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები