“არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში” – ჯორჯ ბუში

არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა – ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშ უმცროსმა კაპიტოლიუმში შეჭრასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, ის შეძრულია ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური ქცევითა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობით.

„ეს ამაზრზენი და გულდასაწყვეტი სანახავია. არჩევნების შედეგებს ამ ფორმით ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ და არა – ჩვენს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. შეძრული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უგუნური ქცევით, რაც არჩევნების შემდეგ ხდება და იმ უაპტივცემლობით, რომელიც ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცავების მიმართაა გამოხატული. ძალადობირვი თავდასხმა კაპიტოლიუმზე და კონგრესის სხდომის ჩაშლა განახორციელეს, რომელთა ვნებებს ცეცხლი შეუნთო ტყუილებმა და ცრუ იმედებმა. აშშ-ში ყველა პარტიოტი მოქალაქისთვის ფუნდამენტურია კანონის უზენაესობის პატივისცემა. ჩვენი ქვეყანა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკაა“, – აცხადებს ჯორჯ ბუშ უმცროსი.

მსგავსი თემები