ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დადგენილება მას წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.
როგორც საპროცესო მოქმედების შემდეგ ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ განაცხადა, მიშო ახლოურის მკვლელობისთვის დაკავებული მისივე ოჯახის წევრი ბრალს არ აღიარებს.
“დღეს წარედგინა ბრალი გიორგი ახლოურს, სისხლის სამართლის 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გიორგი ახლოური წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ეს იყო შემთხვევითობა, ყოველგვარი განზრახვა მკვლელობისა არის გამორიცხული,”- აღნიშნა თამარ გაჩეჩილაძემ.