ვაშინგტონში დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით, ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის „დემოკრატი“ წევრის ილჰან ომარის განცხადებით, მზადდება მუხლები შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დასაწყებად.
„ვიწყებ მუხლების მომზადებას იმპიჩმენტის გამოცხადებასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპი უნდა გადააყენოს წარმომადგენელთა პალატამ და ამერიკის სენატმა გააძევოს ოფისიდან. ჩვენ ვერ მივცემთ მას საშუალებას, დარჩეს თანამდებობაზე. ეს არის ჩვენი რესპუბლიკის შენარჩუნების საკითხი და ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ფიცი“, – წერს „ტვიტერში“ ილჰამ ომარი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ.