დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მართლმადიდებლებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მან მრევლს ჯანმრთელობა, ბედნიერება და მშვიდობა უსურვა.
“გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღეს. ჯანმრთელობას გისურვებთ, სიხარული, სიყვარული, დღეგრძელობა და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად,“ – ამბობს კახა კალაძე.