„კოვიდ 19“-ს 3020 ახალი შემთხვევა 24 საათში

დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 387 პირი.

 პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 79 678-ს.

„გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით  დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე“ – ვკითხულობთ  ინფორმაციაში, რომელსაც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბიდან აცნობეს.  

მსგავსი თემები