თვითიზოლაციაში 47 548 ადამიანი იმყოფება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ით  აქტიური ინფიცირებული შემთხვევათა მაჩვენებელი 16 888 შემთხვევაა, აქედა, 5 592 ადამიანი  საავადმყოფოში მკურნალობს.

რაც შეეხება ინფიცირებულთა რეგიონების მიხედვით გადანაწილებას, მონაცემები შემდეგია:  თბილისის საავადმყოფოებში მკურნალობს  2 629 ინფიცირებული, აჭარაში – 926, იმერეთში – 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 118, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31. 3 280 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 264 – იმერეთში. 8 016 ადამიანი  მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში კი 2 326 პირი იმყოფება.

სულ  6 ოქტომბრიდან – 14 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 267 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში – 17 972, იმერეთში – 4 964.

მსგავსი თემები