დონალდ ტრამპი წაგებას არ აღიარებს და საკუთარი ინაუგურაციისთვის ემზადება

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკის  საპრეზიდენტო არჩევნებზე თაღლითობასა და დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რის წინააღმდეგაც პრეზიდენტობის კანდიდატი ბრძოლას აპირებს.

როგორც „თეთრ სახლში“ აცხადებენ, დონალდ ტრამპი მხოლოდ საკუთარ ინაუგურაციას დაესწრება.     

„პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს და მეორე საპრეზიდენტო ვადა ექნება. სასამართლოში სარჩელების შეტანა პირველი ნაბიჯია და შემდეგ მას ბევრი სხვა ნაბიჯიც მოჰყვება სიმართლის დასამტკიცებლად“ – აცხადებენ „თეთრ სახლში“.

კითხვაზე, აპირებს თუ არა დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცოს და ინაუგურაციას დაესწროს, „თეთრი სახლის“ პასუხი შემდეგია: „ტრამპი მხოლოდ საკუტარ ინაუგურაციას დაესწრება“.

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციაც კი გამართეს. დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. ისინი გაყალბებულ არჩევნებსა და ხმების მოპარვას აპროტესტებენ და  შედეგებს არ აღიარებენ.

მსგავსი თემები