ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს

  •  

 ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც დავით გარეჯის საქმეზე კარტოგრაფიული რუკების დედნები ქართულ მხარეს მიაწოდა, განცხადებას ავრცელებს. “მედიაცენტრი მთავარი” სრულად გთავაზობთ ამ განცხადებას: „თქვენ იცით, რომ მსურდა მომეწვია პრესკონფერენცია, რათა ქართული მედიასაშუალებების სრულ სპექტრს შევხვედროდი და დამეკმაყოფილებინა მათი ინტერესი. მეტიც, ერთ-ერთ აქტიურ ჟურნალისტს დავპირდი კიდეც, რომ პირველი კითხვის დასმის უფლება, ჩემს პრესკონფერენციაზე, პირადად მას ექნებოდა. თუმცა, მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა – ჯერ საქართველოში არყოფნამ, ხოლო შემდეგ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულმა პროტოკოლმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩემს გეგმებში, მაგრამ ესეც არ არის მთავარი. უკანასკნელი დღეების განმავლობაში რა არ მოვისმინე საკუთარ თავზე სხვადასხვა ტელევიზიებიდან: რომ თურმე ვარ…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა

  •  

 გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ​ტესტირება 238 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 87 პირს. ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 147 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 21-ის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 2 430 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 23 ადამიანი.

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს ბიზნეს-პარტნიორს სად ნახავს კაცი“  – ზურაბ ნოღაიდელი

  •  

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ადასტურებს, რომ ის პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა. პრემიერმა ბიძინა ივანიშვილთან პარტნიორობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამას ისურვებდა თუმცა, ასე არ არის.   „სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნეს-პარტნიორი არ არის, თუმცა, ვისურვებდი. ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს ბიზნეს-პარტნიორს სად ნახავ კაცი საქართველოში, გინდა მსოფლიოში. მასთან ბიზნეს- პარტნიორობა არანაირ უხერხულობას არ შემიქმნიდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ის არ არის ჩემი პარტნიორი“ – განაცხადა ნოღაიდელმა რუსთავი 2-ის ეთერში. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, პროკურატურაში კიდევ დაიბარონ. ასევე აღნიშნა, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ადამიანებს ის არ…

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე ჩვენება ბრალდებულმა ზ.ხ.-მ მისცა

  •  

 მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე ჩვენება ბრალდებულმა ზ.ხ.-მ მისცა. პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა ზ.ხ.-მ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ხუთ სხვა პიროვნებასთან ერთად „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში. „დღეს დაკითხულმა ზ.ხ.-მ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ხუთ სხვა პიროვნებასთან ერთად „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილში. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ წამოსვლის ერთ-ერთი მიზანი იყო, კონფლიქტის თავიდან არიდება. როდესაც აგარაკის ტერიტორიაზე დაბრუნდებოდნენ, იქ მყოფ მის ნახალოვკელ მეგობრებთან ერთად, შესაძლოა, ყოფილიყვნენ საბორთალოელებიც და კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო, ჩარევის მიზნით, მასზე უფროსი პირებიც წამოვიდნენ. ასევე, ზ.ხ.-მ…

მეტი...

ევროკავშირის ქვეყნები მოგზაურობის ახალ წესებზე შეთანხმდნენ

  •  

 ევროკავშირის ქვეყნები, პანდემიის პირობებში, მოგზაურობის ახალი წესებითა და ე.წ. „გაიდლაინით“ იხელმძღვანელებენ, – ამის შესახებ France 24 წერს. ახალი სახელმძღვანელო პრინციპები მიზნად ისახავს კავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობასა და კორონავირუსის პანდემიის შემდგომი ზიანის თავიდან აცილებას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, ისინი არ შეუზღუდავენ მოქალაქეების მწვანე ზონებში გადაადგილებას, თუმცა ადგილობრივ მთავრობებს აქვთ უფლება, ქვეყნის ფარგლებში, დააწესონ განსხვავებული შეზღუდვები. ახალი სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, რეგიონს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ 14-დღიანი მაჩვენებლების მიხედვით, 100 ათას მოსახლეზე, ინფიცირების მაჩვენებელი 25-ზე ნაკლები, ხოლო ტესტირებულ ადამიანთა ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება. „კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა მრავალი თვალსაზრისით დააზიანა. სამოგზაურო შეზღუდვებმა ჩვენს ზოგიერთ…

მეტი...

„პროცესი დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს”, – ევროკავშირის ელჩი დავით გარეჯზე

  •  

 ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხი სენსატიურია და საინტერესოა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკურ მიმართულებით. “საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამას ისეთივე სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მესმის, რომ ეს ბევრი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთვის, როგორც ყველასთვის, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს საქმე ძალიან სენსიტიურია, ერთი მხრივ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ საკითხს. თუმცა, საკითხი სენსიტიურია ასევე იმ კუთხით, რომ ამას აქვს საშინაო, შიდა სენსიტიურობის განზომილება და როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ასევე ოპოზიციისგან ისმის კითხვები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინასაარჩევნო…

მეტი...

„გარდაცვლილ პაციენტებს თანმხლები დავადებები აქვთ, „კოვიდით“ მხოლოდ 2-3 ადამიანი გარდაიცვალა“ – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 „დამიჯერეთ, ვიცნობ მსოფლიოს სტატისტიკას. რეკორდული მაჩვენებელი სიტყვა „ცხრისთვის“ არ არის რელევანტური“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე და ამბობს, რომ საქართველოში გარდაცვლილთა ერთეული მატებაა. „ვიცნობ მსოფლიოს სტატისტიკას. რეკორდული მაჩვენებელი სიტყვა „ცხრისთვის“ არ არის რელევანტური, იმიტომ რომ, ერთეული მატებაა. იყო რვა და გახდა ცხრა. გასაგებია, რომ ეს ისეთი დაავადებაა, სიკვდილიანობას თავიდან ვერ აიცილებ. სომხეთს, ჩვენზე ორჯერ პატარა ქვეყანას ჰყავს 1100 გარდაცვლილი, ჩვენ სომხეთზე მოსახლეობით 2-ჯერ დიდ ქვეყანას 102 გარდაცვლილი. დინამიკა ერთი პაციენტით იზრდება, ერთით მეტი და ერთით ნაკლები სტატისტიკურად სარწმუნო არ არის. გამოჩნდა შედარებით ახალგაზრდა ასაკიც, ყველაზე ახალგაზრდა 43…

მეტი...

პანდემიიდან გამომდინარე, COVID19-ის მობილური ჯგუფები რეგიონებში გადანაწილდებიან

  •  

 კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით  5 მობილური ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც თბილისსა და მუნიციპალიტეტებში გადანაწილდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო. როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული გაიდლაინები ხელახლა გაიარეს და ის რეალობის შესაბამისად გადაიხედა. „გადაწყდა 5 მობილური ჯგუფის ბრიგადის შექმნა, რომლის შემადგენლობაში შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, ოფიციალური პირი. გარდა ამისა ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, ვისაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს კოვიდის კუთხით. ახლა, ამ ხუთი ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში. ეს ჯგუფი იქნება გაფართოებული. ინფექციონისტის, რეანიმატოლოგის და სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, იქ იქნება სამი…

მეტი...

„ნოემბერ-დეკემბერში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მზარდი იქნება“ – ჯანდაცვის მინისტრი

  •  

 ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა, მიშვნელოვანია, რომ სიტუაცია კონტროლირებადია და ასე იქნება. „საქართველოს მასშტაბით, ვგეგმავთ 1000 საწოლის დამატებას. ამის შემდეგ მოხდება გადახედვა და ინფექციის კლების შესაბამისად, საწოლ-ფონდი შემცირდება ან პირიქით, მაჩვენებლის მიხედვით. ამ მოცემულობას ზაფხულის თვეებშიც ველოდით. მეორე ტალღა იცით, რომ დაანონსებული იყო. შესაბამისად, ვმოქმედებთ ამ სცენარით და ვვარაუდობთ, რომ ნოემბერ-დეკემბრის თვეში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მზარდი იქნება, თუმცა, ეს რიცხვი არ უნდა გახდეს არაკონტროლირებადი. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენ შეგვიძლია დღესაც მოვიძიოთ პირველადი და მეორადი კონტაქტები“ – განაცხადა მინისტრმა. ტიკარაძის განმარტებით,  ქვეყანაში ეკონომიკა და ბიზნესი…

მეტი...

„საჭიროების შემთხვევაში, აჭარაში დამატებით ზომებს მივიღებთ“ – მინისტრი

  •  

 ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე არსებული საწოლ-ფონდი, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის სრულიად საკმარისია და დანაკლისი არ არსებობს. როგორც მინისტრი აცხადებს, აჭარაში ვითარება შედარებით რთულია, თუმცა, მძიმე პაციენტებისთვის საჭირო სამედიცინო რესურსი მობილიზებულია. „აჭარაში ვზრდით საწოლ ფონდს. დღევანდელი მდგომარეობით მოხდება 50 საწოლის დამატება, ასევე დაემატება 30-მდე რეანიმაციული საწოლი სხვა კლინიკების მხრიდან აჭარაში. ამ ეტაპისთვის, ეს სრულად ფარავს არსებულ საჭიროებას. კოვიდ ვირუსის წინააღმდეგ ჩვენ უკვე ჩავრთეთ ურეკის „ემერჯენს ცენტრი“ და ამ ბაზაზე გვაქვს  21 პაციენტის მიღების შესაძლებლობა. ასევე, შეგვიძლია, ურეკში 4 რთული პაციენტის მართვა“ – აცხადებს მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე,…

მეტი...

“ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა” – გიორგი გახარია

  •  

 “ჩვენი ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს სიძლიერეა, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მშვიდად, მშვიდობიანად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის. ამას ერთად ვაკეთებთ და შემდგომი 4 წელიც ერთად უნდა გავაკეთოთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენისას, ნინოწმინდაში განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს შემდგომი 4 წლის კონკრეტული გეგმა, თუ სად რომელი პროექტი უნდა განახორციელოს. „დიდი პატივია ჩემთვის დღეს, თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და ნინოწმინდის ხვალინდელ დღეზე, გეგმებსა და მომავალზე საუბარი. საერთოდ, ჩვენ დიდი ხანია…

მეტი...

“საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება” – ნათია თურნავა

  •  

 “საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შემცირდა და ეს ნიშნავს საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას”, – ასეთი კომენტარი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ 2020 წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემების კომენტირებისას. მინისტრის განცხადებით, ექსპორტის ზრდაში განსაკუთრებული წვლილი სასოფლო-სამეურნეო და საფეიქრო ნაწარმს მიუძღვის. „საქსტატის“ თანახმად, სექტემბერში ექსპორტი გაიზარდა და მისმა მოცულობამ 332 მლნ ლარი შეადგინა. ამავე დროს, გაუმჯობესდა სავაჭრო დეფიციტი 98,5 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება 2020 წლის იანვარი –…

მეტი...

საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

  •  

 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა. „აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია. 13 ოქტომბერს, ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა 10:00 საათზე“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მეტი...

თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო

  •  

 “დედაქალაქის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო. პროექტირების პირველი ეტაპი მოიცავს საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოს თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. თბილისის მერის მოადგილის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყეს. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ – მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკის პროექტირება. ეს იყო კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება და იმედი გვაქვს, ძალიან კარგი პარკი გამოგვივა. აღდგება ის წყობა, რაც თავის დროზე, ამ პარკის დაგეგმარებისას…

მეტი...

„ქართული ოცნებისთვის” რეგიონების განვითარებას გადამწყვეტი და საკვანძო მნიშვნელობა აქვს” – კახა კალაძე

  •  

 “ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, კაცთმოძულე რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ და დავიწყეთ ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მისი უფლებების დაცვა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძის ახალქალაქში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული და სახელმწიფო რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევდა. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალქალაქის ციხესთან, ისტორიით სავსე ადგილთან და ძალიან მშრომელი, მაგარი ადამიანების წინაშე. ახალქალაქში ჩვენი მოძმე ერის…

მეტი...

“2013 წელს ახალქალაქის საბიუჯეტო შემოსავლები იყო 390 ათასი ლარი, წელს უკვე საბიუჯეტო შემოსავლებმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა” – გიორგი გახარია

  •  

 “ჩვენი ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, ჩვენი სიძლიერეა. ჩვენი რეგიონის – კავკასიის ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სიძლიერეა, ჩვენ საქართველოში ყოველთვის ვახერხებდით და მომავალშიც მოვახერხებთ, რომ მშვიდ გარემოში, მშვიდობიანად ყველამ ერთად ვიშრომოთ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ და იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენაზე, ახალქალაქში განაცხადა. მისი თქმით, 2013 წელს ახალქალაქის საბიუჯეტო შემოსავლები იყო 390 ათასი ლარი, წელს უკვე საბიუჯეტო შემოსავლებმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა. „რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხდება იმის გამო,…

მეტი...

კახეთის პოლიციამ კარდენახში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 ადამიანი

  •  

 გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა. დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილი და თავდამსხმელი ტაქსის მძღოლები არიან. არსებული ინფორმაციით, მათ კონფლიქტი მგზავრის გამო მოუვიდათ. კახეთის პოლიციამ კარდენახში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი – 1959 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. აღნიშნული…

მეტი...

ადვოკატები დაკავებულ ნატალია ილიჩოვასთან დღეს შედიან

  •  

 ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვასთან საპატიმრო დაწესებულებაში დღეს ადვოკატები შედიან. დაცვას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძეც განახორციელებს. როგორც ლონდარიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ეტაპითვის სამის მასალებს არ გაცნობია და შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებს. „ახლა ჩავერთე ამ საქმეში. დღეს შევდივარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, გავესაუბრები, საქმის მასალებსაც გამოვითხოვ და საქმეში როცა გავერკვევი, ამის შემდეგ შემეძლება დეტალებსა და მასალებზე საუბარი. ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ საქმეში ნატალია ილიჩოვას ბრალი არ მიუძღვის და შესაბამისი მტკიცებულებებც არ არსებობს“ – განუცხადა ნესტან ლონდარიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედების…

მეტი...

“2013 წელს, ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი, დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი” – გიორგი გახარია

  •  

 “გვაქვს კონკრეტული გეგმა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, რა უნდა გავაკეთოთ ყოველდღიურად და როგორ უნდა მოხმარდეს თითოეული დღე, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და თითოეულ მუნიციპალიტეტ”ს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ასპინძაში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2013 წელს, ასპინძის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავალი იყო დაახლოებით 180 000 ლარი და დღეს ეს არის 10 მლნ ლარზე მეტი. „მოგესალმებით ასპინძელებო, საოცარი ისტორიის, ციხესიმაგრეების და ღვთაებრივი ვარძიის კუთხის შვილებო. თქვენთან ერთად საუბარი საქართველოს მომავალზე და ასპინძის მომავალზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია და…

მეტი...

„მელაშვილი მეუბნებოდა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანის არისო“ – მამა კირიონი

  •  

 გარეჯის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირი მამა კირიონი აცხადებს, რომ ივერი მელაშვილი მას ეუბნებოდა, რომ მონასტერი აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდა. „ეს საკითხი ჩემთვის ემოციურია. 24 წელია იქ ვცხოვრობ, 10 წელი დავდიოდი მონასტრებში, ვლოცულობდით, სანთლებს ვანთებდით და უცებ აგვიკრძალეს, გვითხრეს, რომ ეს ტერიტორია არის აზერბაიჯანის. ივერი მელაშვილიც მეუბნებოდა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანის არისო. ეს ტერიტორია, ეს მონასტერი იქით ხვდებაო“ – აცხადებს მამა კირიონი. შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი წევრი. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.    

მეტი...

„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

  •  

 ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წარუდგინა. დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოხდა. ღონისძიებას, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. გიორგი გახარიამ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით 20 მილიონი ლარი სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. რაც შეეხება ასპინძას, ამ ადგილს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალი აქვს. პრემიერმა ბიზნესის ხელშეწყობასა და სერვისების მიღების გამარტივებაზეც ისაუბრა და არჩევნების მნიშვნელობასაც შეეხო. „პროვოკაციების მოწყობის უფლებას არავის მივცემთ, მოთმენა დაგვჭირდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წყნარ…

მეტი...

„საწოლების მარაგი არის“ – მარინა ენდელაძე

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს, ინფიცირებული პაციენტების ყველაზე მეტი რაოდენობა აჭარაში დაფიქსირდა. „ყველაზე მეტი აჭარაა, თბილისში დღეს ზრდა არ გვაქვს, იმერეთში კი 117 შემთხვევაა, შიდა ქართლში –  25, ქვემო ქართლში – 7, სამეგრელოში – 24, გურიაში –  8, კახეთში – 5, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 3“ – აღნიშნა ენდელაძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში საწოლების პრობლემა არ არსებობს. „საწოლების მარაგი არის. პაციენტები რომ ეწერებიან, ადგილებიც თავისუფლდება. გუშინ 329 პაციენტი რომ გამოჯანმრთელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის საწოლები გათავისუფლდა და გარდა ამისა, იყო მარაგიც“ –…

მეტი...

“ივერი მელაშვილი მეცნიერი არ არის, ის უმდაბლესი დონეა” – მამა კირიონი

  •  

 დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირი მამა კირიონი ე.წ. კარტოგრაფების სამისთვის დაკავებულ ივერი მელაშვილს დაბალ დონეს უწოდებს და ამბობს, რომ ამნაირი ადამიანები რუკას არ უნდა ეკარებოდნენ.   „ივერი მელაშვილი მეცნიერი არ არის, ის არის მიწათმომწყობი, რომელიც არის უმდაბლესი რანგი. საერთოდ, ასეთი ადამიანები რუკას არ ეკარებიან. ეს სახელმწიფოს პრობლემაა. პრობლემაა, რომ ამნაირი კადრები მუშაობენ ასეთ რაღაცეებში“ – აცხადებს მამა კირიონი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით  საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი  ივერი მელაშვილი  და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის…

მეტი...

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1996 წელს დაბადებულ ო.ც.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ავტომატი, „ეკოლ არას მაგნუმის“ მოდელის პისტოლეტი, 2 მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების…

მეტი...

პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დედა-შვილი დააკავა

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 2 პირი: 1965 წელს დაბადებული მ.კ. და 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც დედა-შვილი არიან, მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები. დაკავებულები 30-ზე მეტ მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე, ჰპირდებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და ბინებით უზრუნველყოფას, რის სანაცვლოდაც…

მეტი...

პრემიერობის კანდიდატად „ლელომ“ მამუკა ხაზარაძე დაასახელა

  •  

 „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე დასახელდა. ამის შესახებ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, სადაც პარტია „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერებსაც წარადგენს. „ევროპული სტილის ქართველი პატრიოტი“, – ასე წარადგინა პარტიის წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა მამუკა ხაზარაძე პრემიერობის კანდიდატად.

მეტი...

24 საათში 9 გარდაცვლილი – კორონავირუსის შედეგი

  •  

 ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 9 ინფიცირებული გარდაიცვალა. ჯამში კი, გარდაცვალებულთა რაოდენობა  102-მდე გაიზარდა როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, ყველას მდგომარეობა კრიტიკული იყო და გადაცვლილებიდან ხუთი აჭარაში მკურნალობდა. „ცხრა ახალი გარდაცვლილი გვყავს, ყველა კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ხუთი არის აჭარიდან სხვა მონაცემები ჯერ არ მაქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  •  

 დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში კი ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12841-ს შეადგენს.  ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე 11:00 საათზე განთავსდა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი მზადაა, პროკურატურას ჩვენება მისცეს

  •  

 საქართველოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პროკურორს შეხვდეს და ჩვენება მისცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს.   „ბოლო პერიოდში შექმნილი აჟიოტაჟი აშკარად არის კიდევ ერთხელ მიმართული პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისკენ. ამ შემთხვევაში საქმე ეხება დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე ამომწურავად ვისაუბრე, ხელოვნურად კვლავ იქმნება ფონი თითქოსდა ამ თემის ირგვლივ ჩემს მიმართ კითხვები კიდევ არსებობს.  ამ დროს ყველასთვის ნათელია, რომ  გამოძიება 2006-2007 წლებში კომისიის მიერ მიღწეულ შეთანხმებას ეხება,  და არა ჩემს საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს (18 მარტი 2004 – 19…

მეტი...

ამერიკულმა კომპანიამ კორონავირუსის ვაქცინაზე ექსპერიმენტი შეწყვიტა

  •  

 კორონავირუსის ვაქცინაზე ცდა კიდევ ერთმა ფარმაცევტულმა კომპანია  „Johnson & Johnson“-მა შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ერთ-ერთი კვლევის ობიექტი გახდა, რომელსაც „აუხსნელი დაავადება“ გამოიწვია. ექსპერიმენტის შეჩერებასთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენი გაიდლაინების შესაბამისად, მონაწილის დაავადება განიხილება და ფასდება მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელი საბჭოს (DSMB), გარდა აღნიშნულისა, შიდა კლინიკური და უსაფრთხოების ექიმების მიერ. მოულოდნელი, სერიოზული გვერდითი მოვლენის (SAE) დაფიქსირებისას, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვაქცინასთან ან საკვლევ პრეპარატთან, ჩვენი კვლევები ჩერდება. სანამ კვლევის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველა სამედიცინო ინფორმაციას სიფრთხილით გადავხედავთ.” ფარმაცევტულ კომპანიას ცდა 60 000 ადამიანისთვის უნდა ჩაეტარებინა.

მეტი...

„ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და მშვენიერ ქალბატონებსაც“ – დონალდ ტრამპი გააქტიურდა

  •  

 „დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიას უბრუნდება“ – ამ სათაურით აქვეყნებს ინფორმაციას BBC, სადაც საუბარია ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, „კოვიდსა“ და გზავნილებზე.      „მათ მითხრეს, რომ იმუნური ვარ, თავს ძლიერად ვგრძნობ. ყველას ვაკოცებ, ბიჭებსაც და მშვენიერ ქალბატონებსაც, ყველას დიდ და მსუყე კოცნას გაჩუქებთ,“ – ასე მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა ათასობით მხარდამჭერს ფლორიდას შტატში. რაც შეეხება მოქმედი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის რეიტინგს, „Real Clear Politics“-ის კვლევით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს დაახლოებოთ  10%-ით უსწრებს. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს იმართება. პანდემიის გამო, დონალდ ტრამპი ინიციატივით გამოვიდა, არჩევნები გადადებულიყო, თუმცა, ამ ინიციატივას მხარდაჭერა არ მოჰყვა.  

მეტი...