ადვოკატები დაკავებულ ნატალია ილიჩოვასთან დღეს შედიან

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვასთან საპატიმრო დაწესებულებაში დღეს ადვოკატები შედიან. დაცვას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ნესტან ლონდარიძეც განახორციელებს.

როგორც ლონდარიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ამ ეტაპითვის სამის მასალებს არ გაცნობია და შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„ახლა ჩავერთე ამ საქმეში. დღეს შევდივარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, გავესაუბრები, საქმის მასალებსაც გამოვითხოვ და საქმეში როცა გავერკვევი, ამის შემდეგ შემეძლება დეტალებსა და მასალებზე საუბარი. ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ საქმეში ნატალია ილიჩოვას ბრალი არ მიუძღვის და შესაბამისი მტკიცებულებებც არ არსებობს“ – განუცხადა ნესტან ლონდარიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულია ორი ადამიანი, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრები.   

მსგავსი თემები