ვირუსი კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა

  •  

 „დღეს, დღის პირველ ნახევარში, სსიპ ქალაქ თბილისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა COVID19,“ – ეს შეტყობინება მშობლებს დღეს 32 – ე სკოლის ადმინისტრაციისგან გაეგზავნათ. როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადის: „მოსწავლე სკოლაში არ დადიოდა ერთი კვირის განმავლობაში. COVID19, დღის მეორე ნახევარში, დაუდასტურდა სკოლის თანამშრომელსაც. იგი სკოლაში არ გამოცხადებულა ერთი კვირაა.აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწავლა გაგრძელდეს დისტანციურ რეჟიმში,“ – ნათქვამია 32 – ე სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

სასამართლო საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

  •  

 თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ​საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ადანაშაულებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის დაყენებას აპირებს. “ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მათ ეს ჩაიდინეს განზრახ შეგნებულად,” – აცხადებს საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. საქმის მასალების დიდ მოცულობაზე საუბრობს დაცვის მხარე და აცხადებს, რომ დღეს პროკურატურამ დაცვის მხარეს საქმის შვიდი ტომი გადასცა. საღამოს კი პროცესი ჩაინიშნა, რაც ამ მასალების გასაცნობად არასაკმარისი დრო იყო. რაც შეეხება ივერი მელაშვილის პოზიციას ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და გირაოს მოთხოვნას…

მეტი...

“დავით გარეჯის თემის პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფარვა მიმდინარეობს” – გია ვოლსკი

  •  

 პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის თემის პოლიტიკური სპეკულაციებით გადაფარვა მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა იჩქარონ დასკვნების გაკეთება და გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდონ. „ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს დავით გარეჯის თემის გადაფარვა პოლიტიკური სპეკულაციებით, თითქოს არჩევნების წინა პერიოდში არის გაკეთებული. თითქოს ასეთ დანაშაულს როცა აღმოაჩენ, უნდა დამალო და ვიდრე არჩევნები არ ჩატარდება, ვინმემ რამე რომ არ იფიქროს, არ უნდა გამოამზეურო. ძალიან კარგი განმარტებები ჰქონდა მამა კირილეს. ვფიქრობ, ყველამ უნდა მოუსმინოს, რაოდენ პროფესიონალურად და სიღრმისეულად იციან საკითხები, მათ შორის ჩვენმა საეკლესიო პირებმა და გამომძიებლებმაც. აქ ორი აზრი არ არსებობს ჩემთვის,…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

  •  

 ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 82 წლის კაცი, 73 და 67 წლის ქალები გარდაიცვალნენ. ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 288 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 95-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 137 პაციენტი გადის, მათგან 112-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 22 პირი, საშუალო სიმძიმისაა 55. ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2071-ია. გამოჯანმრთელდა 811, გარდაცვლილია 19.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

  •  

 პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე. ივანიშვილის თქმით, გმობს ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს. მისივე განმარტებით, რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, პროვოკაციებს ნუ აყვებიან. „2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც…

მეტი...

გულშემატკივრები ფეხბურთელებს, სტადიონის შესასვლელთან დახვდნენ

  •  

 ქართველმა გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრები მარტო არ დატოვა. ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სტადიონზე შესვლისას ქართული სპორტის ქომაგები დახვდნენ და ფოიერვერკებითა და შეძახილებით გაამხნევეს. საქართველოს ნაკრები ბელარუსს თბილისში, 8 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შეხვდება – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

დინამო არენაზე საქართველო-ბელორუსის ეროვნული ნაკრებებს შორის ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა იწყება

  •  

 რამდენიმე წუთში დინამო არენაზე საქართველო – ბელორუსის ეროვნული ნაკრებებს შორის ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა დაიწყება.  მატჩი ეპიდემიის გამო ცარიელ ტრიბუნებთან ჩატარდება. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელების გასამხნევებლად გულშემატკივრები მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. ისინი ქართველი ფეხბურთელების გამხნევებას დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიიდან აპირებენ. იმ შემთხვევაში, თუკი დღეს ბელარუსის ნაკრები დამარცხდება, საქართველოს ნარებს ფინალში თამაშის მიეცემა, ხოლო ფინალის მოგების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

მეტი...

აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოდის

  •  

 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოდის, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. “თბილისო, ჩამოვდივარ შენს სანახავად. ხვალ 17:50 ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიქნები. საქართველოს პროკურატურაში დაბარებული ვარ დასაკითხად. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არ შემექმნება რაიმე სახის დაბრკოლება,”- წერს აფგან მუხთარლი. შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი ილჰამ ალიევის ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებდა და ამის გამო ის გარკვეული პერიოდი თბილისში ცხოვრობდა.  2017 წელს ის თბილისიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. აფგან მუხთარლი მისი გატაცების ხელშეწყობაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდა. მას 6 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლეს.

მეტი...

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი თვითიზოლაციაშია

  •  

 ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აღნიშნავს, მას კონტაქტი ჰქონდა თავის თანამშრომელთან, რომელსაც დღეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. „ცოტა ხნის წინ კონტაქტი მქონდა ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირადად მე კარგად ვარ და სიმპტომები არ მაქვს. წესების შესაბამისად, შემოწმებების ჩასატარებლად საჭირო პერიოდით თვითიზოლაციაში გადასვლაა აუცილებელი“, – წერს დევიდ სასოლი.

მეტი...

“ოცნების” წევრზე ძალადობისთვის დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

  •  

 მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველზე ძალადობისთვის დაკავებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, საუბარია თემურ შუბითიძის თავდასხმაზე, რომელშიც გამოძიების ინფორმაციით 4 პირი მონაწილეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები არიან დაკავებული. ინციდენტის შემდეგ საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. როგორც დაცვის მხარემ განმარტა,  ბრალდებულები ოპოზიციური მხარის წარმომადგენლები არ არიან.  ერთ-ერთი ბრალდებული ლაშა გურგულიანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს არ იყო დაორგანიზებული ავტოსაგზაო შემთხვევა, მისი თქმით, ეს იყო უბედური შემთხვევა. “ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში არის უდანაშაულო, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. დაზარალებულმა…

მეტი...

რუსეთში სვეტლანა ციხანოვსკაიაზე სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოცხადდა

  •  

 ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაიაზე რუსეთში სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოცხადდა. ინფორმაციას რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ძებნის გამოცხადება სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის თანახმად, ციხანოვსკაიას სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ბელარუსში სვეტლანა ციხანოვსკაიას წინააღმდეგ ძებნა, ძალაუფლების ხელში ჩაგდების საქმეზეა გამოცხადებული.

მეტი...

კახეთში “მოტოციკლეტი” სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, არის მსხვერპლი

  •  

 ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოსთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.ა არსებული ინფორმაიციით, საპირისპიროდ მოძრავი მოპედი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, იგი მოპედს მართავდა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი...

“ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით” – აშშ – ს საელჩო განცხადებას ავრცელებს

  •  

 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ერთი მონაწილის არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, ამერიკული დელეგაცია სრულად იყო მზად დასწრებოდა ამ კვირის მოლაპარაკებებს ჟენევაში. „აშშ-ის საელჩო იზიარებს საქართველოს შეშფოთებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 6-7 ოქტომბრის რაუნდის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც ერთი მონაწილის არდასწრების გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამერიკული დელეგაცია სრულად იყო მზად დასწრებოდა ამ კვირის მოლაპარაკებებს ჟენევაში, ისევე, როგორც სექტემბერში ჩანიშნულ მოლაპარაკებებს, რომელიც იმავე მონაწილის მიერ გაუქმდა. მადლობას ვუხდით მასპინძლობაში ჩართულ ყველა მონაწილეს, ვინც COVID-19 პანდემიის პირობებში ჟენევის…

მეტი...

“ირმა ინაშვილი ბევრ განცხადებას აკეთებს, ზოგს მართალს და ზოგს არამართალს” – მამუკა მდინარაძე

  •  

 შეუძლებელია, რუსული კვალი იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარძემ განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, რომ 2019 წელს ირმა ინაშვილი ითხოვდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მუშაობის გარშემო გამოძიების დაწყებას, ხოლო პარალელურად ბრალდებულები საუბრობენ, რომ დოკუმენტები, რომლის გამოც არიან დაკავებულები, რუსეთიდან არის მოპოვებული, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ირმა ინაშვილის განცხადების საფუძველზე გამოძიება არავის დაუწყია. „ირმა ინაშვილმა რომ გააკეთოს განცხადება და აკეთებს კიდევაც, რომ „ნაცმოძრაობამ“ უღალატა ქვეყანას, როდესაც მხარი დაუჭირა იმას, თითქოს ქართველებმა დაიწყეს ომი, დავკომპლექსდეთ და ეს აღარ გავიმეოროთ? ასე გავაკეთოთ? ირმა ინაშვილი ბევრ განცხადებას აკეთებს, ზოგს მართალს და…

მეტი...

მომსახურების საგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

  •  

 შსს-ს მომსახურების საგენტოს გორის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, – ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ინიფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი. „თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი, გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 ოქტომბერს გორის სამსახური, დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სამი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ მისი მხრიდან ფაქტები უნდა იყოს გადამოწმებული” – ირაკლი კობახიძე გიგი გიგიაძის განცხადებაზე

  •  

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საკითხზე დაკავებულ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები, როცა განცხადება ფაქტების გადამოწმებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის გარეშე გაკეთდა. დანიაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო – აზერბაიჯანის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. „როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ მისი მხრიდან ფაქტები უნდა იყოს გადამოწმებული და მეორე – კომუნიკაცია უნდა შედგეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ეს ყველაფერი, როგორც ვიცით, არ გაკეთებულა. აქედან…

მეტი...

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს, ნაყოფი მუცლადყოფნისას დაეღუპა

  •  

 კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ნაყოფი მუცლადყოფნისას დაეღუპა. შემთხვევა ბათუმის სამშობიარო სახლში მოხდა, პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. “დილით, როდესაც გაისინჯა პაციენტი, ახალშობილის გულისცემა კარგი იყო. შემდეგ, გეგმიური გასინჯვის დროს, როდესაც ეჭვი მიიტანეს გულისცემაზე, გამოძახებული იყო ექოსკოპიური კვლევა, ექოსკოპიამაც დაადასტურა, რომ გულისცემა შეჩერებეული იყო,”-განმარტავს  სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა. ამ წუთებში სამშობიარო სახლში სამედიცინო ექსპერტები იმყოფებიან. კვლევებით უნდა დადგინდეს რა გახდა ნაყოფის დაღუპვის მიზეზი.

მეტი...

“ამ თემით პოლიტიკური სპეკულაციის შემთხვევაში, ცალსახად მოხდებოდა პოლიტიკური ლუსტრაცია, რაც უკვე დადასტურდა” – ირაკლი კობახიძე

  •  

 აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომლის წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი განცხადებები გაკეთდა და დარწმუნებულები ვართ, საზღვართან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარის ინტერესების, კეთილმეზობლური ურთიერთობისა და საქმიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით იქნება მიღებული, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გვინდა გამოვეხმაუროთ დავით გარეჯთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე რადიკალური ოპოზიციის გუშინდელ ისტერიულ რეაქციას. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევისას, განსაკუთრებით აქტიურობდნენ წინა ხელისუფლების საგარეო ბლოკის წარმომადგენლები, რომელთა განცხადებები ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოებს გასცდა. დღეს, როდესაც რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, დელიმიტაციის ჩიხში შესული პროცესი სამართლიანად, ქართული და აზერბაიჯანული…

მეტი...

თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს covid-19 დაუდასტურდა

  •  

 თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში covid-19 გამოვლინდა. ვირუსი მე6-კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერების საშიშროება არ არსებობს. “ჩვენ მე-6 კლასელს დაუდასტურდა ვირუსი, ბავშვი ხუთშაბათს და პარასკევს იყო სკოლაში, მაგრამ მის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კვირას, ამიტომ ბავშვი ორშაბათიდან სკოლაში არ ყოფილა. მაშინვე შევატყობინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტს, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასწავლო პროცესი რომ შეგვეწყვიტა, ამის საშიშროება ნამდვილად არ არის. მშობლებს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ თუ გადაწყვეტენ, დისტანციურ რეჟიმში გავაგრძელოთ ამ ბავშვებთან სწავლება,”- განაცხადა 52-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნანი გიორგაძემ.

მეტი...

“საქართველოს აზერბაიჯანთან პრეტენზია არ გააჩნია, კომისიამ მუშაობა განაახლოს“ – მინისტრი

  •  

 საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული  და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესები პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა გადავიდეს და კომისიამ მუშაობა უნდა გააგრძელოს. როგორც მინისტრი განმარტავს, ოპონენტების მხრიდან, ხდება აღნიშნული საკითხის პოლიტიზაცია და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბმა აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის მიმდინარე ესკალაციასთან: „გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი არ მიადგება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან. გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას არ მიადგება. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს აზერბაიჯანელი კოლეგების გამოხმაურებები, მათ შორის პრეზიდენტის მრჩევლის. ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ ეცდებიან…

მეტი...

აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, უაღრესად ახლო მეზობელ და მეგობარ ქვეყნად“ – მინისტრი

  •  

 საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მეზობელ აზერბაიჯანთან დაკავშირებით განცხადებას და ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ვერ აისახება.   „აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, უაღრესად ახლო მეზობელ და მეგობარ ქვეყნად, ვერანაირი საგამოძიებო პროცესი და ახლად აღმოჩენილი გარემოებები დემარკაცია-დემილიტაციის კომისიის პროცესის ფარგლებში გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე”  – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას შედგა საგნობრივი, შინაარსობრივი საუბარი დემარკაცია-დემილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ, დავით გარეჯთან მიმართებაში, რადგან აღნიშნული…

მეტი...

რუსეთის პატრიარქი თვითიზოლაციაში გადავიდა

  •  

 მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კარანტინში იმყოფება. მას კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი ჰქონდა. პატრიარქი ჯანმრთელად არის და დისტანციურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხში სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდამ განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 73 წლის რუსეთის პატრიარქმა გადადო ტრადიციული ვიზიტი სამების ლავრაში სერგი რადონოჟელის ხსენების დღესთან დაკავშირებით. „დარწმუნებული ვარ, რომ უწმინდესის თვითიზოლაცია მაგალითია პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების და ზრუნვისა გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის“ , – განაცხადა ლეგოიდან.

მეტი...

“ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო და ყველა ვწუხვართ” – საგარეო მინისტრი გმობს დიპლომატის ქმედებას

  •  

 საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძეს განცხადებასთან დაკავშირებით პირველ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ დიპლომატს მისთვის უნდა დაერეკა და განცხადება მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა. როგორც მინისტრი აცხადებს, დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის პოზიცია მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.  საუბარია, დიპლომატის მხრიდან სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გიგიაძე დაკავებულ კოლეგა ივერი მელაშვილს თანადგომასა და მხარდაჭერაც უცხადებს და ამბობს, რომ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია. „ჩვენ ერთად ვიხილეთ გენერალური პროკურატურის განცხადება, რომელშიც საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოკვეთილ მძიმე დანაშაულის ნიშნებზე. დაკავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი. ეს რა თქმა უნდა, ნამდვილად ჩემთვისაც პირადად…

მეტი...

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გორში ნაწლავური ინფექცია ნოროვირუსი იყო გავრცელებული

  •  

 გორში გავრცელებულ დაავადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კვლევები დაასრულა. კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ ქალაქში გავრცელებული იყო ნაწლავური ინფექცია ნოროვირუსი.  როგორც კლინიკა “იავნანას” ექიმი ლია ლაზარაძე აცხადებს, ამ დროისთვის ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ისინი უკვე გაეწერნენ ბინაზე. ექიმი აკონკრეტებს, რომ აღნიშნული ინფექცია ცივ სეზონზე იჩენს თავს და ადვილად გადამდებია. შეგახსენებთ, გორში ინფექციის ლოკალური აფეთქება დაფიქსირდა. ინტოქსიკაციის ნიშნებით ბავშვთა საავადმყოფოს 48საათის განმავლობაში 100-ზე მეტმა პაციენტმა მიმართა.

მეტი...

“ჩვენებებით დასტურდება, რომ გიორგი შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს” – პროკურორი

  •  

 გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვის პირველი სხდომა მიმდინარეობს. პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე შესავალ სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ მტკიცებულებებზე. მისივე თქმით, მოწმეთა ჩვენებით დასტურდება, რომ შაქარაშვილი მოკლეს. „დღეს არსებითი განხილვა იწყება. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე გამოიკვლევს მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დასტურდება, რომ შაქარაშვილი ნამდვილად მოკლეს. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ბრალდებულები მისდევდნენ გიორგის და სხვა პირებს, „ქამრი“ 13 წუთი იყო იქ და საკმარისი დრო ჰქონდათ, განეხორციელებინათ მკვლელობა. არიან მოწმეები და დასტურდება, რომ ის მოკლეს. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა მრავლობით დაზიანებებზე, შემდეგ წყალში დახრჩობით არის გარდაცვლილი. მივდივართ იქამდე,…

მეტი...

სიღნაღში, სოფელ ერისიმედში შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს

  •  

 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსი დაფიქსირდა. ინფიცირებულია შუახნის კაცი, რომელსაც კონტაქტი სავარაუდოდ სოფლის მაცხოვრებლების უმეტესობასთან ჰქონდა, რის გამოც სოფელში, შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს. ინფორმაციას ადასტურებს კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის თქმით, შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, როცა ადგილობრივების ბიოლოგიური ნიმუშების პასუხი გახდება ცნობილი. მანამდე კი პაციენტს თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანენ.  ამასთა,ნ კორონავირუსი დაუდასტურდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრებ კაცს, რომელიც სამარშრუტო ტაქსის მძღოლია.

მეტი...

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კახეთში ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატები ქართულ მხარეს არ ეკუთვნის

  •  

 ამ დრომდე უცნობია, რა წარმომავლობისაა უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც კახეთში ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და ყვარლის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე, 2 ობიექტი გუშინ 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა. გამოძიება გუშინვე დაიწყო. რას უკავშირდება ინციდენტები, ოფიციალური უწყებები ამ საკითხზე არ საუბრობენ, თუმცა ვერსიები აქვთ ექსპერტებს. ადგილობრივების ყვებიან, რომ აფეთქების ძლიერი ხმა გაიგეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის არსებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ქართულ მხარეს არ ეკუთვნოდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სოფელი – უდაბნო, სადაც უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან არის ახლოს. აღნიშნული სოფელი, ამ საზღვართან…

მეტი...

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ

  •  

 საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. როგორც საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. „დასრულდა ბრალდებულებისთვის ბრალდების ოფიციალური გაცნობა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.ეს დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ბრალდების მხარე სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე მიმართავს. ბრალდებულები ბრალს არ ეთანხებიან, თუმცა, ეს მათი, როგორც ბრალდებულების უფლებაა. ეს არის ბრალდებულების მიერ ჩადენილი განზრახი ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიებიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და მათი…

მეტი...

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

  •  

 ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილ სამ პაციენტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, სამივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. „62 წლის ქალს აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფარქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა. გადატანილი დაავადება: მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტი 52 წლის მამაკაცი იყო. მას აღენიშნებოდა: „კოვიდ-19“, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავდებები: თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში…

მეტი...

“მსხვერპლშეწირვა, სადაც ძირითადად სასულიერო პირების ჩვენებებია“ – დაკავებული ივერი მელაშვილის ადავოკატი

  •  

 სახელმწიფო ტერიტორიების მეზობელი სახელმწიფოსთვის მიკუთვნების მცდელობისთვის დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს ამ წუთებში აცნობენ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელის, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრის – ივერი მელაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. როგორც ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აღნიშნავს, ს.ს. საქმეში ძირითადად სასულიერო პირების ჩვენებებია. „სახეზეა პოლიტიკურ ბატალიები. ბრალად უყენებენ სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა, ან დაკარგვა. მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, რადგან ამ სფეროს მეცნიერები და პროფესიონალები მათი შეხედულებისამებრ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც ოფიციალური შეთანხმების ნაწილი…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი თეა წულუკიანს მთავრობაში 8 წლიანი მუშაობისთვის მადლობას უხდის

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თეა წულუკიანს საქართველოს მთავრობაში 8 წლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ის მიმართულებები ჩამოთვალა, რაზეც თეა წულუკიანი მუშაობდა. “მოგეხსნებათ, დღეს პირველი მთავრობის სხდომაა, როდესაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჩვენთან ერთად აღარ არის, მან დატოვა მთავრობის შემადგენლობა. მინდა, მას მადლობა გადავუხადო უაღრესად ნაყოფიერი 8 წლიანი შრომისთვის საქართველოს მთავრობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მისი პერსონალური წვლილი საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში. ასევე მინდა, ჩამოვთვალო ის მიმართულებები, სადაც თეა წულუკიანმა მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში. ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმების დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა…

მეტი...

საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ

  •  

 საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღება. პრემიერი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული. “საგადასახდო შეღავათებზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ 2019 წლიდან. მაშინ ჩვენ საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიტანეთ, შესაძლებლობა, მექანიზმი, რომელიც ჩვენ გვაძლევს დღეს შესაძლებლობას კომპანიებს, რომელსაც მივანიჭებთ საერთაშორისო კომპანიების სტატუსს დაუწესდეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები. ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის შეღავათები, დაახლოებით ეს 5 პროცენტამდე მცირდება. რატომ არის დღეს ასე მნიშვნელოვანი. ეს არის…

მეტი...

კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა

  •  

 კორონავირუსით სამი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე პაციენტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. „გარდაცვლილია სულ 66 პაციენტი, გუშინ გარდაიცვალა სამი. ვიცი, რომ სამივე არის აჭარიდან, თუმცა ინფორმაცია ცოტა გვიან მოვიდა და პაციენტების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – აღნიშნა ენდელაძემ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 553​-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 66-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 574 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 338-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 66-ს შეადგენს. ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 10 225 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 5 553 პაციენტი.

მეტი...

გერმანიამ საქართველო კორონავირუსის მქონე რისკჯგუფის ქვეყნების სიაში შეიყვანა

  •  

 გერმანიამ საქართველო კორონავირუსის მქონე რისკჯგუფის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სავალდებულო ტესტირება უნდა ჩაიტარონ იმ პირებმა, რომლებიც გერმანიაში ჩასვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში რისკჯგუფის ქვეყანაში იქნებიან ნამყოფი.  გერმანიის მთავრობამ საქართველოს გარდა კორონავირუსის რისკის ზონაში რუმინეთის, იორდანიისა და ტუნისის მთლიანი ტერიტორია და ბულგარეთის, ხორვატიის, უნგრეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, რუმინეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის ზოგიერთი რეგიონი შეიყვანა.

მეტი...