„მელაშვილი მეუბნებოდა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანის არისო“ – მამა კირიონი

  •  

გარეჯის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირი მამა კირიონი აცხადებს, რომ ივერი მელაშვილი მას ეუბნებოდა, რომ მონასტერი აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდა.

„ეს საკითხი ჩემთვის ემოციურია. 24 წელია იქ ვცხოვრობ, 10 წელი დავდიოდი მონასტრებში, ვლოცულობდით, სანთლებს ვანთებდით და უცებ აგვიკრძალეს, გვითხრეს, რომ ეს ტერიტორია არის აზერბაიჯანის. ივერი მელაშვილიც მეუბნებოდა, ეს ტერიტორია აზერბაიჯანის არისო. ეს ტერიტორია, ეს მონასტერი იქით ხვდებაო“ – აცხადებს მამა კირიონი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი წევრი. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.    

მსგავსი თემები