თბილისში, თოიძის ქუჩაზე სავარაუდოდ ხელყუმბარა იპოვეს

  •  

 თბილისში, თოიძის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენში ხელყუმბარა იპოვეს და განაღმვითი სამუშაო მიმდინარეობდა. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ქუთაისის მეცამეტე საჯარო სკოლაში

  •  

 ქუთაისის მეცამეტე საჯარო სკოლაში პედაგოგს „კოვიდ-19“დაუდასტურდა, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყდა და სწავლება ონლაინრეჟიმზე გადავიდა. ინფორმაციას ადასტურებს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. მისი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

მეტი...

რუსთავში, მოზარდი მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს

  •  

 რუსთავში, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. საძიებო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი და მყვინთავები იყვნენ ჩართული. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ჯებირიდან გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

“დაველოდოთ გამოძიებას, ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ” – კახა კალაძე დავით გარეჯის საქმეზე

  •  

 “დაველოდოთ გამოძიებას, ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ და ყველაფერი იქნება გარკვეული. რა შუაშია ივანიშვილი? არასწორი ლოგიკაა“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ არსებული რუკების საქართველოში ჩამოტანასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. კარტოგრაფების საქმეზე…

მეტი...

სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

  •  

 “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ხუთდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სოფელ სქურის მიმართულებით წავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში შეტყობინების მიღებისთანავე ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაზე, მიტოვებულ ქოხში იპოვეს და საძიებო ოპერაცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. 11 ოქტომბრიდან, პროცესში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. სამაშველო-საძიებო ოპერაციაში მონაწილეობდა 15-კაციანი ჯგუფი და…

მეტი...

“ძალიან სასიხარულოა, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა” – მეუფე შიო

  •  

 “ძალიან სასიხარულოა, რომ დავით გარეჯის საქმე ახალ ეტაპზე გადავიდა”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ დავით გარეჯის ორი მონასტერი – უდაბნო და ჩიჩხიტური საქართველოს საზღვრებში მოექცევა. „მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი, ძალიან სასიხარულოა, რომ ახალ ეტაპზე გადავიდა ეს საქმე. მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავით გარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიით“,- განაცხადა მეუფე შიომ.

მეტი...

” სრული მზადყოფნაა, რომ თბილისში ბავშვები ბაღებში მივიდნენ, ხვალ მხოლოდ რამდენიმე ბაღი არ გაიხსნება” – კახა კალაძე

  •  

 თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის უმეტეს საბავშვო ბაღში ხვალ სასწავლო პროცესი განახლდება. კალაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების რისკიდან გამომდინარე, გამონაკლისს მხოლოდ რამდენიმე ბაღი წარმოადგენს. ამასთან, კალაძე ამბობს, რომ არსებობს სრული მზადყოფნა, რათა ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდეს. „თბილისის ბაღებს რაც შეეხება, სრული მზადყოფნა არის იმისთვის, რომ დაიწყონ ფუნქციონირება. ჩვენ მაქსიმალურად შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომლებიც მოდიოდა დარგის სპეციალისტების მხრიდან. ყველანაირი მზადყოფნა არის, რათა ბავშვები მივიდნენ საბავშვო ბაღებში. რამდენიმე, 3-4 ბაღია, სადაც მასწავლებელს დაუდასტურდა ვირუსი. შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნება, მშობლები უკვე გაფრთხილებულნი არიან, რომ დავიცვათ იქ მომუშავე ადამიანების, ბავშვების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.…

მეტი...

ბაღები, სადაც 12 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება

  •  

 თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში ხვალ, 12 ოქტომბერს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება. 34-ე საბავშვო ბაგა-ბაღი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მათი თანამშრომელი არის ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი და საკარანტინო პერიოდის გასვლამდე, ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამასთან, მე-100 საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია წერს, რომ მათი ერთ-ერთი თანამშრომლის შვილს დაუდასტურდა კორონავირუსი, მეორე თანამშრომლის შვილს კი კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან. მათივე ცნობით, აღნიშნული თანამშრომლები იმყოფებიან თვითიზოლაციაში დაკვირვების ქვეშ და ვიდრე არ ჩაუტარდებათ ტესტი, არ დარწმუნდებიან, რომ ინფიცირებული არ არიან, ბაღი ვერ გაიხსნება. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს არ დაიწყება თბილისის 23-ე, 171-ე და 111-ე…

მეტი...

მეხანძრე-მაშველები სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგულ მამაკაცს ეძებენ

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ დაკარგული მამაკაცის საძიებო სამუშაოებს. უწყების ცნობით, სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართულია 15-კაციანი ჯგუფი და დრონი. „დღეს, საძიებო სამუშაოებში ჩართო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მაშველებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მთის ფერდის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში 6 ოქტომბერს შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში დაუყოვნებლივ ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში დაფიქსირდა

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი. სამწუხაროდ, რეგიონების მიხედვითახალიო შემთხვევებით პირველ ადგილზე თბილისია, რისიც გვეშინოდა. თბილისში არის 194 ახალი შემთხვევა, აჭარაში იკლებს, მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, იქ არის 172 ახალი შემთხვევა, იმერეთში – 117, სამეგრელო- ზემო სვანეთში -16, გურიასა და შიდა ქართლში -7-7, ქვემო ქართლში -ოთხი, კახეთში- სამი, სამცხე ჯავახეთში – ორი, მცხეთა მთიანეთში – ერთი“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს

  •  

 სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, 1989 წელს დაბადებული ბ.ჭ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „რიკო კრედიტის“ შენობაში, დღეს, გამთენიისას შეიჭრა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა. სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 85-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 11 794 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 327​-ს შეადგენს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 523 ადამიანს დაუდასტურდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსი კიდევ 523 ადამიანს დაუდასტურდა, 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11794 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6327 ადამიანი, გარდაიცვალა 85 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

აზერბაიჯანი სომხეთს ქალაქ განჯის დაბომბვაში ადანაშაულებს

  •  

 აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ქალაქი განჯა კიდევ ერთხელ დაბომბა. ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. ერევანში განჯის დაბომბვის ფაქტს უარყოფენ და ბაქოს საპასუხო ბრალდებას უყენებენ. სომხეთი აზერბაიჯანს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციული ცენტრის, სტეპანაკეტრის დაბომბვაში სდებს ბრალს. აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე 9 ოქტომბერს შეთანხმდნენ.

მეტი...

პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ბრალდებულმა დუშეთის რაიონის სოფელ პავლეურში, 1961 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...