„ნეტავ, რა უხარიათ?!“ – თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქში“ პოსტს ავრცელებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში “პოსტს” ავრცელებს – „ნეტავ, რა უხარიათ?!“. ინფექციონისტი საუბრობს, კორონავირუსზე და ასევე განიხილავს პრეპარატს “რემდესივირს”. “მედიაცენტრი მთავარი” თენგიზ ცერცვაძის “პოსტს” უცვლელად გთავაზობთ: „ბატონი გიორგი კანდელაკი ა.წ. 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტში წარუმატებლად შეეცადა ნეგატიურად შეეფასებინა ქვეყანაში სახელისუფლებო ვერტიკალისა და ექიმების მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო პოლიტიკა და ღონისძიებები (მაშინ მან თავი აარიდა ჩვენთან ამ საკითხზე ტელედებატებს). ა.წ. 17 და 18 ოქტომბერს ბ-ნმა გიორგიმ და ბ-ნმა რევაზ ბოჭორიშვილმა (რომელიც საფრანგეთში საქმიანობს) გამოაქვეყნეს პოსტები, სადაც დაუფარავი კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ჯანმო-ს საერთაშორისო კვლევა Solidarity-ის შუალედური შედეგების მიხედვით, არ დადასტურდა მედიკამენტ რემდესივირის (ისევე, როგორც ამ კვლევაში ჩართული სხვა მედიკამენტების)…

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრი და იმერეთის გუბერნატორი, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რეგიონში კოვიდკლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მინისტრმა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების დაცვასა და ინფიცირებულების სწორად მართვის პროცესზე იმსჯელა. ასევე, ყურადღება გაამახვილა არსებულ ხარვეზებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის თითოეულ საკითხის გადაჭრაში მყისიერად ჩაერთოს. მინისტრის განცხადებით რეგიონულ ჭრილში კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრა და უწყვეტი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რადგან სამინისტროს გააჩნია კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული რეგიონის გაძლიერება იმ საჭიროებების მიხედვით რაც შეხვედრებზე იკვეთება. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით იმერეთის რეგიონში კოვიდინფიცირებულების მართვაში ამ ეტაპზე 12 კლინიკაა ჩართული.

მეტი...

ხმა მივეცი კაცს, სახელად „ტრამპი“ – დონალდ ტრამპმა ხმის მიცემის წინასწარი უფლებით ისარგებლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა. მან ხმა ფლორიდაში, პალმ ბიჩის ბიბლიოთეკაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ „ხმა მისცა კაცს, სახელად „ტრამპი“. მან ასევე გააკრიტიკა ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ საკუთარი არჩევანი საარჩევნო უბნებზე დააფიქსირონ. „ეს იყო ხმის მიცემის ძალიან უსაფრთხო პროცედურა, გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ბიულეტინის ფოსტით გაგზავნაა“ , – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 18:47 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი დმანისის სოფელ ვაკეში დაფიქსირდა.

მეტი...

“რა პრობლემა აქვს მაკრონს მუსლიმებთან? მას ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს . „რა პრობლემა აქვს პიროვნებას, სახელად მაკრონს მუსლიმებთან და ისლამთან? მაკრონს ფსიქიკურ დონეზე მკურნალობა სჭირდება“, – განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, სხვა რამის თქმა შეუძლებელია სახელმწიფოს მეთაურზე, რომელმაც არ იცის, რა არის რწმენის თავისუფლება. „კიდევ რა შეიძლება ითქვას სახელმწიფოს მეთაურზე, რომელსაც არ ესმის რწმენის თავისუფლება და რომელიც ასე ექცევა მის ქვეყანაში მცხოვრებ განსხვავებული რწმენის მქონე მილიონობით ადამიანს?”- აღნიშნა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „ისლამისტური სეპარატიზმის“ წინააღმდეგ იბრძოლებს. მისივე თქმით, “ისლამისტური სეპარატიზმი” საფრთხეს…

მეტი...

“მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა, არა სასუნთქი აპარატები, არამედ ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია” – ეკატერინე ტიკარაძე

“მნიშვნელოვანია არა საწოლების რაოდენობა, არა სასუნთქი აპარატები, არამედ ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია. აქედან გამომდინარე, ამის ძალიან მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მომზადებულია, თუმცა ვირუსის მართვის პროცესი ასევე დამოკიდებულია მოქალაქეების ქცევაზე. „ჩვენ ეპიდსიტუაციის მსგავს განვითარებას ველოდით, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, რა არის ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ წინა 14 დღის განმავლობაში დაფიქსირებული ინფექციის რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ მომდევნო ორი კვირის პროგნოზი. აქედან გამომდინარე, ვდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს, რითაც ჯანდაცვის სისტემა მომზადებულია, მიიღოს პაციენტები სამ სხვადასხვა დონეზე. ამაში ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის…

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Рес-ი ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს. კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსზე ტესტი 198 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 114-ის პასუხი დადებითი იყო. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალში ეპიდსიტუაცია რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაუარესდა. მათი მონაცემებით, 15 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 391 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი – გარდაიცვალა.

მეტი...

ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, “საქართველოს ბანკის” სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს “დაირექტ დებიტ ჯორჯიას” ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986…

მეტი...

“სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები” – გიორგი გახარია

“სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიოდში, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების დროს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა მიზნობრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის,…

მეტი...

„ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ოთარ კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც დეპუტატი წერს, მას სიცხე, ხველა, ყელისა და სახსრების ტკივილი აღენიშნება. „მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. ვირუსის კვალობაზე თავს ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში. ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით, ხანდაზმულებსa და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს. ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს. ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს“, – წერს კახიძე.

მეტი...

ქუთაისში 274 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ბინები გადაეცა

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ახალი ბინების გასაღები, ჯანდაცვის მინისტრმა, იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გადასცა. ჯანდაცვის მინისტრმა დევნილთა სააგენტოს პირობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ იმერეთში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა. „მადლობა დევნილთა სააგენტოს, მიუხედავათ მსოფლიოში მიმდინარე კორონავირუსული პანდემიისა, საკუთარი პირობის შესრულებისთვის. 274 ბინა გადაეცა დევნილ ოჯახებს და ამ გადაცემული ბინებით ჯამში 1,000-მდე ადამიანი დაკმაყოფილდა, ეს წელს ბოლო პროექტი არ არის იმერეთში, ჩვენ კიდევ 111 ოჯახს გადავცემთ ბინას, რითაც წლევანდელი პროექტი შეგვეძლება დახურულად ჩავთვალოთ. ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით და 2021 წლისთვის დაპირებული 800 ბინა, რომელიც იმერეთში შენდება ყველა იმ დევნილს გადაეცემა, რომელსაც დღეს…

მეტი...

“თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება” – პაატა იმნაძე

“თუ ჩვენი თანამოქალაქეების 90 პროცენტზე მეტი პირბადით იქნება იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70 პროცენტით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, რამდენი ახალი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. „თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. პირბადე რჩება დაცვის საუკეთესო საშუალებად. პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში, ის პროგნოზები, რაც გვაქვს და არ არის დამამშვიდებელი პროგნოზები, შემცირდება. თუ ჩვენი თანამოქალაქეების 90 პროცენტზე მეტი პირბადით იქნება იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70 პროცენტით. ასევე, ძალიან…

მეტი...

” სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დარჩით სახლში, იყავით იზოლირებულად, დაურეკეთ ოჯახის ექიმს” – ამირან გამყრელიძე

“სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, დარჩით სახლში და იყავით რაც შეიძლება იზოლირებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ არ იცის, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი, ის რეკავს 112-ზე, რომელიც გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან. „ინფიცირებულებიდან ძირითადი ნაწილი გახლავთ სიმპტომური ავადმყოფები. ეს სიმპტომები გახლავთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება. თითოეული ამ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდაცია გახლავთ მარტივი – თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ოჯახის…

მეტი...

“მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც” – ნათია მეზვრიშვილი

“გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები. „საქართველოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა, ისევე, როგორც მსოფლიოში და ეს ზრდა გაგრძელდება. ხაზი გაესვა მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფიცირების შემთხვევების მატების შენელებაში. გუშინ მკაცრი რეკომენდაცია გავეცით…

მეტი...

გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. აღინიშნა, რომ ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინფექციის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობას, რამდენადაც პირბადე, მსოფლიოში დღემდე დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც…

მეტი...

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს

დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე მოქალაქეებმა შუახნის ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს გახდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში 1034, აჭარაში კი 320 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ისაუბრა კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით. „დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ -19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  26 503-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს – 10 163-ს. სამწუხაროდ, 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს შეადგენს. დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 412 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 941 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კოვიდინფიცირების 1 941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 412 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163, გარდაიცვალა 193 პაციენტი.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის “ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

მეტი...

პოლიციამ ზუგდიდში, ავტოგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ორი პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ. „დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე,…

მეტი...