„პროცესი დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს”, – ევროკავშირის ელჩი დავით გარეჯზე

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ საკითხი სენსატიურია და საინტერესოა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკურ მიმართულებით.

“საკითხთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და ამას ისეთივე სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მესმის, რომ ეს ბევრი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენთვის, როგორც ყველასთვის, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ეს საქმე ძალიან სენსიტიურია, ერთი მხრივ, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელსაც ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ საკითხს. თუმცა, საკითხი სენსიტიურია ასევე იმ კუთხით, რომ ამას აქვს საშინაო, შიდა სენსიტიურობის განზომილება და როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ასევე ოპოზიციისგან ისმის კითხვები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. ეს ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ პროცესი დიდი სიფრთხილით, გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა წარიმართოს”, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა ჰარცელმა.

მსგავსი თემები