“სომხურმა დიპლომატიამ დიდ გამარჯვებას მიაღწია” – ნიკოლ ფაშინიანი

  •  

 სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხურმა დიპლომატიამ დიდ გამარჯვებას მიაღწია. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ოფიციალურმა ერევანმა საერთაშორისო თანამეგობრობას დაუმტკიცა ის, რომ თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გადასროლა ხდება. „საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის ტანდემი დაქირავებული ტერორისტების დახმარებით არცახისა და სომხეთის წინააღმდეგ იბრძვიან. შესაბამისად, არცახის წინა ხაზი ცივილიზებული მსოფლიოს წინა ხაზი ხდება. არცახი საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთმა მთიან ყარაბაღში საომრად სირიელი ჯიჰადისტები გაგზავნა. „მთიან ყარაბაღში რთული მდგომარეობაა. ჩვენ მოვიპოვეთ სანდო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯიჰადისტური დაჯგუფებების არაერთმა წევრმა სირია დატოვა…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში, დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია ორი ადამიანი

  •  

 მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორის შესასვლელთან. თხევადი აირით დატვირთულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი უკნიდან დაეჯახა. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაშავებული ოთხი წლის გოგონა და მისი ბებია ტრავმული მოტეხილობებით სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. ამასთან, გამოძახებულია კატასტროფის ბრიგადა და ბავშვს თბილისში გადაიყვანენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი...

“წინა ხელისუფლებამ 9 წელიწადში 68 კმ ავტომაგისტრალი დააგო, ჩვენ კი 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს ვაკეთებთ” – ბიძინა ივანიშვილი

  •  

 “„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ასეულობით მილიონი ლარი გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდა, რამაც ჯამში 3 300 კილომეტრზე მეტი შეადგინა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა. პარტიის ლიდერმა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების თავმოწონებისა და ტრაბახის ერთ-ერთი მთავარი საგანი ინფრასტრუქტურის, გზებისა და მაგისტრალების მშენებლობა იყო, თუმცა რეალური სურათის დასანახად უკეთესი იქნება სტატისტიკურ მაჩვენებლებს თუ დავეყრდნობით. „საუკეთესო შედეგები გვაქვს ჩვენი მოსახლეობის წყალმომარაგებისა თუ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის მიმართულებით. 2021 წელს, ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რაც…

მეტი...

“2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა” – ბიძინა ივანიშვილი

  •  

 ბიძინა ივანიშვილის თქმით, 2012 წლიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემაში ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა და დავიწყებას მიეცა 99%-იანი გამამტყუნებელი განაჩენების ყოვლად სამარცხვინო პრაქტიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თითქმის განახევრდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი; 160 %-ით გაიზარდა არასაპატიმრო სასჯელის – ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი; 70 %-ით შემცირდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რიცხვი; 35-ჯერ გაიზარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სასჯელის ზომად გამოყენების მაჩვენებელი; 25 ათასით შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც საერთო სასამართლოების მიერ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა; სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის…

მეტი...

ცესკო-ში პარტიული სია 52-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა

  •  

 “ცესკო-ს თავმჯდომარისთვის რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა”, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიული სიების წარდგენის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი. წარმოდგენილ დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახური შეამოწმებს და ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკო-ს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხევაში, საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი სამდღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ბოლო მონაცემებით 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია ცესკო-ს…

მეტი...

„ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს” – ბიძინა ივანიშვილი

  •  

 “მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც, მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი, აბსოლუტურად უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს კვლავაც მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალაუფლება, რათა ახლა უკვე გაორმაგებული ძალისხმევით, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში, თავისი წვლილი შეიტანა მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. „გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის სამარცხვინო მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ჩვენი ხალხის, მისი კულტირის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა. „ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა, ცხოვრების ჩვეულებრივი, ნორმად ქცეული მოვლენა იყო. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდან გადაწერის ავადმყოფური წყურვილი, ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები. ჩვენ ყველას გვახსოვს, ბედის ანაბარად მიტოვებული ქართული სოფელი. დავიწყებას ვერ მიეცემა დრო, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნდა არანაირი თანაგრძნობა და სოციალური სოლიდარობა საკუთარი ხალხისადმი, დრო, როდესაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი იძულებული იყო, უკანასკნელი საოჯახო ნივთებიც კი გაეყიდა მკურნალობისთვის, როდესაც მეტ-ნაკლებად მძიმე სამედიცინო დიაგნოზი, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება ხელისუფლების ბოროტი ნების უსიტყვოდ შემსრულებელი, ნოტარიუსად ქცეული, და დაჩოქებული სასამართლო, ნამდვილი სამართლებრივი წყვდიადი, გაუქმებული მართლმსაჯულება, და გაუქმებული ადვოკატის პროფესია, ტერორში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია, უხეშად გაყალბებული არჩევნები, დემოკრატიული კონტროლისა და სახელისუფლებო ბალანსის არმქონე, დამახინჯებული კონსტიტუცია, ერთი კაცის ვნებებისა და სურვილების შესაბამისად განაწილებული საბიუჯეტო სახსრები; მიტაცებული, უსიცოცხლო და გარინდებული მედია, პირადი ცხოვრების გამჟღავნების უწყვეტი მუქარები და შანტაჟი, უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტები, შეურაცხყოფილი მწერლები, მსახიობები, მეცნიერები, სპორტსმენები, და ჩვენი საზოგადოების სხვა სასიქადულო და თვალსაჩინო წარმომადგენლები. გვახსოვს ის ხელისუფლება, რომელმაც მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ახლომხედველობის გამოისობით, თავიდან ვერ აიცილა სამხედრო ავანტიურა, და გაუაზრებელი მოქმედებებით, ქვეყანას ტერიტორიის ოცი პროცენტი დააკარგვინა, რამაც გაართულა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მეხსიერებიდან ვერასდროს ამოიშლება, ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გაქცეული მთავარსარდალი და უპატრონოდ მიტოვებული ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები, საკუთარი სახლ-კარიდან გამოყრილი მოსახლეობა. მსურს, ასევე შეგახსენოთ, იმდროინდელი სამართალდამცავი სისტემის უკიდურესი თვითნებობა, სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში მათი არაპროპორციული და მავნებლური გავლენა, რამაც ბევრი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია განაპირობა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მეტი...

„მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვათ” – ამირან გამყრელიძე

  •  

 „მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვათ. თუ სიციანი იქნება ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის კონსულტაცია“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები იყვნენ მაქსიმალურად მოტივირებულნი, რომ არ დავუშვათ სკოლებში ინფექციის გავრცელება. „თუ რომელიმე სკოლაში დაფიქსირდება ინფექცია, ამის გამო პანიკას არ უნდა მივეცეთ და უნდა ვიმოქმედოთ ეპიდემიოლოგების და ექიმების რეკომენდაციების მიხედვით. ეს რეკომენდაციები დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი იქნება ინფიცირებული და ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდემილოგები და ექიმები სკოლის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში. ასე რომ, სწავლის დაწყება სერიოზული მობილობის ზრდაა, ამას დაემატება უმაღლეს სასწავლებლებსა…

მეტი...

მთავრობა ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობების სახით მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს

  •  

 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს. ძირითადად, საუბარია დამატებული ღირებულების გადასახადზე. „2021 წელს აქტიურად გაგრძელდება წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადების (ძირითადად, დღგ) დაბრუნების პროცესი და მოსალოდნელია, რომ 2021 წელს დაბრუნდება მილიარდ ლარამდე. 2020 წლის მიმდინარე პერიოდში უკვე დაბრუნებულია 600 მილიონ ლარზე მეტი და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე მილიარდ ლარზე მეტი დაბრუნდება“, – წერია დოკუმენტში.

მეტი...

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა

  •  

 კომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება. „კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 14…

მეტი...

თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე

  •  

 “ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე, აგრძელებს თავის მოვალეობასა და ცხელების ცენტრებისა და კლინკების მართვას” – ამის შესახებ კლინიკის პიარმენეჯერმა, გოგა ბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძეს დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, სადაც ყველაზე ბევრი კოვიდინფიცირებულია. „გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერას“, – განაცხადა გოგა ბერიძემ.

მეტი...

კომუნალური სუბსიდირებისთვის მთავრობამ 60 მილიონი ლარი გამოყო

  •  

 ბიუჯეტის პროექტში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60 მილიონი ლარია გათვალისწინებული. „ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის ასიგნებაში გათვალისწინებულია მხოლოდ მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის 60.0 მლნ ლარი, რომელიც მიმდინარე წელს გაცხადებული ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილია, რომლის ანაზღაურებაც მომდევნო წელს გადადის (შეღავათი 200 კვ-მდე მოხმარებულ ელექტროენერგიაზე 4 თვის მანძილზე 2020 წლის ნოემბრიდან)“, – აღნიშნულია ფინანსურ დოკუმენტში.

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა

  •  

 პარტიული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა. ყველაზე ბოლოს ცესკოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი მივიდა და “ძალა ერთობაშიას” სია მიიტანა. “ძალა ერთობაშიას” პარტიული სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. “ეს არის გამარჯვების სია, იმიტომ რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამ არჩევნებში იბრძოლებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. მე მინდა გაგაცნოთ ამ სიის პირველი ათეული. სიის პირველი ნომერი არის ბუბა კიკაბიძე,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.  სია კი ასე გამოიყურება: ბუბა კიკაბიძეგრიგოლ ვაშაძენიკა მელიახატია დეკანოიძეკობა ნაყოფიადევი ჭანკოტაძელევან ვარშალომიძესალომე სამადაშვილიზალიკო უდუმაშვილიხათუნა სამნიძე

მეტი...

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიამ ყველა გამოწვევასთან გამკლავება უნდა უზრუნველყოს” – ანრი ოხანაშვილი

  •  

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” სია პროფესიონალი და წარმატებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული. როგორც ოხანაშვილი აცხადებს, აღნიშნულმა საარჩევნო სიამ ყველა გამოწვევის გამკლავება უნდა უზრუნველყოს. “სია დაკომპლექტებულია პროფესიონალი ხალხით, საკუთარ საქმეში წარმატებული და პატრიოტი ადამიანებით, რომლებსაც შესწევთ უნარი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ჩადგნენ, გადადონ საკუთარი პირადი და წინ წამოწიონ ქვეყნის ინტერესი. ეს არის ის კომპონენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შემუშავდა და დაკომპლექტდა “ქართული ოცნების” საარჩევნო სია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა გამოწვევასთან გამკლავება” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.  ცნობისთვის, პარტია “ქართულმა ოცნებამ” პარტიული 150 კაციანი სია ცოტა ხნის წინ დაარეგისტრირა.

მეტი...

“ქართული ოცნების” საარჩევნო სია ცნობილია

  •  

 პარტია “ქართულმა ოცნებამ” პარტიული, 150 კაციანი სია ცოტა ხნის წინ დაარეგისტრირა . “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ახალ სიაში დღეს მოქმედი 93 დეპუტატიდან, დაახლოებით, 40 დეპუტატი მოხვდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პარტიული სიის პირველ ოცეულს გააგრძელებენ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები და, ასევე, იქნებიან ახალი სახეებიც.  ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარტიული სიით “ქართული ოცნებიდან” პარლამენტში 100 ადამიანი მოხვდება. მისივე თქმით, კოალიცია “ქართულ ოცნებას” არ დასჭირდება, რადგან მათ ყვცელა კვლევებით ამომრჩეველთა 60%-ის მხარდაჭერა აქვთ.  “ქართული ოცნების” პარტიული სია ასე გამოიყურება: 1. გიორგი გახარია2. არჩილ თალაკვაძე3. ირაკლი კობახიძე4. თეა წულუკიანი5. მამუკა მდინარაძე6. კახაბერ…

მეტი...

პატიმრობა და 50 000 ლარიანი გირაო – ექიმების საქმე

  •  

 საქალაქო სასამართლოში ექიმების საქმეზე გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ვახტანგ ყიფიანის ადვოკატის მოთხოვნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე, დააკმაყოფილა. შესაბამისად, ვახტანგ ყიფიანს გირაოს სახით 50 000 ლარი შეეფარდა.  რაც შეეხება კიდევ ერთ ექიმს მაგდა ხოჭოლავას, მას წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.  დღეს საქალაქო სასამართლოში ექიმების საქმეზე სხდომა გაიმართა. საქმე ეხება 25 წლის ნათია ცირეკიძეს, რომელიც, ბოლო 2 წელია, სწორედ ყიფიანის მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კომაში იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით, “თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში” პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. მათივე განცხადებით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა…

მეტი...

კორონავირუსისგან გარდაცვლილი 41-ე პაციენტი 82 წლის კაცი იყო და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

  •  

 კორონავირუსისგან გარდაცვლილი 41-ე პაციენტი ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებულ 82 წლის კაცს თანმდევი დაავადება, გულის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. „გარდაცვლილია 82 წლის კაცი, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მკურნალობდა 29 სექტემბრიდან. დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს”,- აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

“ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას” – გედევან ფოფხაძე

  •  

 მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანმა, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გედევან ფოფხაძემ რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში“ განაცხადა. ფოფხაძის თქმით, მისი პარტიის ამომრჩევლები არიან ადამიანები, რომელთაც მობეზრდათ წლების განმავლობაში უსამართლო ჩაგვრა და თავიანთ ქვეყანაში არიან მდგმურების როლში. „ჩვენი მხარდამჭერები არიან ადამიანები, რომლებსაც მობეზრდათ, რომ მათ უსამართლოდ ჩაგრავდნენ და თავის ქვეყანაში არიან მდგმურების როლში. ეს ადამიანები დღეს უყურებენ მამუკა ხაზარაძეს, უყურებენ „გირჩს“, უყურებენ ირაკლი ოქრუაშვილს, ივანიშვილს, სააკაშვილს, ბოკერიას, ყველას უყურებენ და ფიქრობენ, რომ ჩემი ადგილი აქ სად არის, ამათ მე რაში ვჭირდები საერთოდ? წლების მანძილზე მღლიტავდნენ,…

მეტი...

ცენტრალური საარჩევნო კომისია 2021 წელს 70 მილიონი ლარით დაფინანსდება

  •  

 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს 70.2 მილიონი ლარით დაფინანსდება. მომავალ წელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება, შესაბამისად, არჩევნების ჩასატარებლად 30.5 მლნ ლარის, ხოლო პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის დასაფინანსებლად 14.3 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. 2019 წელს ცესკო-ს ბიუჯეტი 72.5 ლარი იყო.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 41-ე პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-ს შეადგენს. საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3419-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1100-ს შეადგენს.

მეტი...

გალში უკანონოდ დაკავებული ნიკა ბებუას ოჯახი ამ წუთებში სახალხო დამცველის მოადგილეს ხვდება

  •  

 გალში უკანონოდ დაკავებული ნიკა ბებუას ოჯახი ამ წუთებში სახალხო დამცველის მოადგილეს ხვდება. შეხვედრა ომბუდსმენის ოფისში მიმდინარეობს. 27 წლის მამაკაცის ახლობლები ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.  “დაკავების შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ გვქონია. ეს ფიზიკურად შეუძლებლია. სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, ჩვენც გამოგვიგზავნეს ახლობლებმა, სადაც ჰყვება მიზეზს. ამბობს, რომ მას აფხაზებთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და მიაჩნია, რომ ჩვენ ვართ ძმები, თუმცა სოციალურ ქსელში, მუქარის კომენტარებიც გავრცელდა, რაც ძალიან გვაშინებს, ჩვენც და ოჯახსაც, რადგან არ ვიცით, რა შედეგი დადგება,”- აცხადებს ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამარ თამარ ბებუა. შეგახსენებთ, დე ფაქტო მთავრობამ აფხაზური დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის მცხოვრები დააკავა.…

მეტი...

ISFED-მა სოცმედიაში ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37, ხოლო ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 32 გვერდი გამოავლინა

  •  

 ოქტომბერს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მონიტორინგის ფარგლებში ISFED-მა გამოავლინა: ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 გვერდი;მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 32 გვერდი;ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 10 გვერდი;ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის 2 გვერდი;ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 16 გვერდი;ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი.დაკვირვების ქვეშ იყო “პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც. ამ კატეგორიის გვერდებზე, ISFED-მა 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოქვეყნებული 14 290 საჯარო პოსტი გააანალიზა. საანგარიშო პერიოდში, Facebook-ზე ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი 69 გვერდი გამოვლინდა, რომელთა მიზანია ამომრჩევლებში კონკრეტული პარტიებისა თუ კანდიდატების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება ან/და გაღვივება.…

მეტი...

ჯანდაცვის სამინისტროში თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

  •  

 ჯანდაცვის სამინისტროში თენგიზ ცერცვაძის სავარაუდო გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფექციონისტთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ცერცვაძეს აჭარაში ელოდებიან, რათა ვირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაეცნოს.  მედიაში გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. 

მეტი...

მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ სკოლები სათანადოდ არიან მომზადებული, რათა ინფექცია არ გავრცელდეს

  •  

 თბილისში შემთხვევათა რაოდენობა რეგიონებთან შედარებით ნაკლებია, ვინაიდან ვფიქრობ, დედაქალაქში რეგულაციების დაცვა მეტად ხდება და ხალხმა დაიჯერა, რომ კოვიდინფექცია ნამდვილად არსებობს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ზამთარში მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვას. ამასთან, როგორც ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სკოლები სათანადოდ არიან მომზადებული, რათა ინფექცია არ გავრცელდეს. „ტემპერატურაზე ვირუსი მაინცდამაინც არ რეაგირებს. ზამთარი უფრო გასაფრთხილებელია, რადგან უფრო მეტად დახურულ სივრცეებში მოგვიწევს ყოფნა. ამიტომ, სერიოზული სიფრთხილე გვჭირდება. აუცილებელია რეგულაციების დაცვა. როგორც ვიცი, სკოლები მომზადებულია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ…

მეტი...

დღეს ცესკოში პარტიული სიების წარდგენის ბოლო დღეა

  •  

 დღეს არჩევნებში მონაწილე პარტიებს ბოლო დღე აქვთ იმისთვის, რომ ცესკოში პარტიული სიები წარადგინონ. ვადა ზუსტად 18:00 საათზე იწურება. სიები პოლიტიკური სუბიექტების ერთ ნაწილს უკვე გასაჯაროებული აქვს, მეორეს მხოლოდ ნაწილობრივ. პარტიული სიის პრეზენტაციები ჯერ არ ჰქონია რამდენიმე პარტიას, მათ შორის “სტრატეგია აღმაშენებელს”, “ერთიან საქართველოს” და “ნაციონალურ მოძრაობას”. ვრცელდება ვერსია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სიის სათავეში გრიგოლ ვაშაძეს წარადგენს, მეორე ნომრად წარმოადგენს ნიკა მელიას, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილებს კი დევი ჭანკოტაძე და ხატია დეკანოიძე დაიკავებენ. რაც შეეხება “სტრატეგია აღმაშენებელს”, სიას სათავეში, სავარაუდოდ, ჩაუდგება გიორგი ვაშაძე, ხოლო მეორე ადგილზე კი თაკო ჩარკვიანი იქნება.…

მეტი...

“საქართველო ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია” – კახა კალაძე

  •  

 “ის, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან – საქართველო ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს, რომელსაც ევროპა ჰქვია და მთავარი მიზანია, რომ ძალიან სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 8-წლიანი საქმიანობის შეფასებისას განაცხადა. „ბევრი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი არის, შეგვიძლია ჩვენ ყველა დარგი, ყველა მიმართულება ავიღოთ და ვნახავთ, რამდენი რამე არის გაკეთებული, დავიწყოთ განათლებით, ჯანდაცით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით, სასამართლო რეფორმით, თუმცა ის ჯერ დასრულებული არაა. აუცილებელი არის მეოთხე ტალღა და ის…

მეტი...

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პირს 13 წლით პატიმრობა განესაზღვრა

  •  

 გენერალური პროკურატურის განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა.  უწყების ცნობით, პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა საქმეზე მოპოვებული ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში  58 წლის ა.ა.-მ 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. “აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ა.ა. წარდგენილ ბრალდებაში 13 მაისის გადაწყვეტილებით გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად…

მეტი...

გორში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 არასრულწლოვანია

  •  

 შიდა ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, კორონავირუსი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 არასრულწლოვანია. 2 შემთხვევა ნადარბაზევის კლასტერს უკავშირდება, სადაც მთლიანობაში ვირუსი ერთი ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა, 2 შემთხვევა კი ტირძნისის კლასტერიდანაა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. კიდევ 1 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია. ის GPC-აფთიაქის თანამშრომელია. უკვე გამოვლენილია მისი 16 კონტაქტი. ახალი 5 შემთხვევა 29 სექტემბერს გაგზავნილი 185 ნიმუშიდანაა, მათი პასუხი გვიან ღამით გახდა ცნობილი, ხოლო გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 231 ნიმუში გაიგზავნა, მათი პასუხები ჯერ უცნობია. სულ რეგიონში თვითიზოლაციაში 213 პირი იმყოფება.

მეტი...

“დავიცადოთ მომდევნო 10 დღე – დავაკვირდებით და შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე” – თამარ გაბუნია აჭარის სკოლებზე

  •  

 “აჭარაში საკლასო სივრცეში სკოლის დაწყების საკითხში დამოკიდებული ვართ ეპიდემიურ სურათზე და უნდა დავიცადოთ მომდევნო 10 დღე – დავაკვირდებით შემთხვევების რაოდენობის ზრდას და შემდეგ შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „I-VI კლასის მოსწავლეს განსაკუთრებით სჭირდება საკლასო ოთახში განათლება და სწორედ ამიტომ ბავშვის ყველაზე ინტერესებიდან გამომდინარე ეპიდემიური რისკების შეფასებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში დავუშვათ საკლასო სწავლება. სკოლების მზაობა ზოგადად მაღალია, შრომის ინსპექტირების სამსახურმა შეამოწმა ადგილზე 3000-მდე სკოლა და პირველივე შემოწმებისას მათი 99% მზად იყო სასწავლო პროცესის განახლებისთვის. გარკვეულ შემთხვევაში მათ…

მეტი...

აჭარაში 194 პაციენტი გამოჯანმრთელდა

  •  

 აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია. „სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია, კლინიკაში კიდევ გვაქვს 70-მდე თავისუფალი ადგილი, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებას 20 საწოლი დაემატა და ინტენსიური თერაპიის კუთხით, შეგვიძლია, ერთდროულად 45 პაციენტს ვუმკურნალოთ“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. რაც შეეხება აჭარაში ბოლო 24 საათის სტატისტიკას, გარდაიცვალა ერთი, გამოჯანმრთელდა 194, ხოლო დაინფიცირდა 241 ადამიანი.

მეტი...

“აჭარაში გუშინდელთან შედარებით, მხოლოდ 20-ით მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც სტაბილიზაციაზე მიუთითებს” – თამარ გაბუნია

  •  

 აჭარაში გუშინდელთან შედარებით, მხოლოდ 20-ით მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ამის შესახებ ეპიდვითარებაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, აჭარაში კორონავირუსის 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მცირედით ზრდაა. მინისტრის მოადგილის თქმით, შეზმღუდავი ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციას ახერხებს, თუმცა გარკვეული დროა საჭირო, რომ სრული სურათი დავინახოთ. „შეზღუდვები გასულ კვირას დავიწყეთ, ჯერ ცოტა დროა გასული. აჭარაში შემთხვევების მატება არის მცირედი, წინა დღეებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტაბილიზაციის ნიშნები არის. ზოგადად, ამ ინფექციას ახასიათებს გეომეტრიული სიმეტრიით ზრდა. გუშინდელთან შედარებით, 20 შემთხვევა დაემატა. ეტაპობრივად, მცირე ზრდა აღინიშნება, რაც არის კონტაქტების ხარჯზე…

მეტი...

“ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს” – სუსი

  •  

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნა, ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. „უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა; ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით, უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე…

მეტი...

” 3 155 აქტიური შემთხვევიდან 35 პაციენტია კრიტიკულად მძიმე” – მარინა ენდელაძე

  •  

 “ამჟამად ქვეყანაში გვყავს 3155 აქტიური პაციენტი, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისივი თქმით, რეგიონებს შორის კვლავ აჭარა ლიდერობს 241 შემთხვევით. „ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია 6640 ინფიცირებული აქედან 52% უკვე გამოჯანმრთელდა. დღეს დაემატა 448 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვყავს 3155 აქტიური პაციენტი, აქედან 35 არის კრიტიკულად მძიმე. მათ შორის 33 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან 9 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. რეგიონებს შორის კვლავ აჭარა ლიდერობს 241 შემთხვევით, მოიმატა იმერეთშიც – 98 შემთხვევა, თბილისში – 62,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-40, 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს დიაგნოზით: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება. „კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

მეტი...

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი დღეს გაიმართება

  •  

 დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება. მოლაპარაკებების თემებს შორის იქნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაცია. ევროპელი ლიდერები ასევე იმსჯელებენ ბელარუსის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე. ამას გარდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები განიხილავენ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში შექმნილ მდგომარეობას, სადაც თურქეთი ენერგორესურების სამძებრო სეისმურ კვლევებს ატარეს, რასაც საბერძნეთი და კვიპროსი აპროტესტებენ. ევროპელი ლიდერები ასევე იმსჯელებენ ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებზე. ევროკავშირის სამიტი 1-2 ოქტომბერს იმართება.

მეტი...

კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, სხვისი ქონების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებული ვ.ზ. 1996 წელს დაბადებული ნ.ხ. 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ. „სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი…

მეტი...