„ლელო საქართველოსთვის“ პრემიერობის კანდიდატად პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე დასახელდა.
ამის შესახებ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, სადაც პარტია „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერებსაც წარადგენს.
„ევროპული სტილის ქართველი პატრიოტი“, – ასე წარადგინა პარტიის წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა მამუკა ხაზარაძე პრემიერობის კანდიდატად.