„ნოემბერ-დეკემბერში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მზარდი იქნება“ – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ზამთრის პერიოდში ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა, მიშვნელოვანია, რომ სიტუაცია კონტროლირებადია და ასე იქნება.

„საქართველოს მასშტაბით, ვგეგმავთ 1000 საწოლის დამატებას. ამის შემდეგ მოხდება გადახედვა და ინფექციის კლების შესაბამისად, საწოლ-ფონდი შემცირდება ან პირიქით, მაჩვენებლის მიხედვით. ამ მოცემულობას ზაფხულის თვეებშიც ველოდით. მეორე ტალღა იცით, რომ დაანონსებული იყო. შესაბამისად, ვმოქმედებთ ამ სცენარით და ვვარაუდობთ, რომ ნოემბერ-დეკემბრის თვეში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მზარდი იქნება, თუმცა, ეს რიცხვი არ უნდა გახდეს არაკონტროლირებადი. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენ შეგვიძლია დღესაც მოვიძიოთ პირველადი და მეორადი კონტაქტები“ – განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძის განმარტებით,  ქვეყანაში ეკონომიკა და ბიზნესი არ უნდა შეიზღუდოს: „ეკონომიკა არ უნდა შევზღუდოთ და ქვეყანაში სრული კარანტინი არ უნდა მოხდეს. ამისათვის საჭიროა ინფიცირებული ადამიანების დროული აღმოჩენა და შესაბამის დაწესებულებაში მოთავსება.“    

მსგავსი თემები