კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. პოლიტიკოსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც კახა კუკავა აღნიშნავს, კოვიდინფექციის გამო, ის საარჩევნო კამპანიას წყვეტს. „თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში“, – წერს კახა კუკავა.

მეტი...

“17 ათასი საწოლფონდი გვაქვს, მაგრამ ყველას კოვიდისთვის ვერ გამოვიყენებთ” – თამარ გაბუნია

“ქვეყანაში 17 ათასი საწოლფონდი გვაქვს, მაგრამ ყველას კოვიდისთვის ვერ გამოვიყენებთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, საავადმყოფოში უნდა მოხვდნენ მხოლოდ მძიმე პაციენტები. „ჩვენ ვვარაუდობთ რომ კოვიდის მიზნებისთვის დღეს მობილიზებულ 4 ათასამდე საწოლს შესაძლოა დაემატოს ათასი, ორი ათასი, იმისდა მიხედვით, თუ რისი საჭიროება იქნება. აქ მთავარია გამოვიყენოთ მიზნობრივად ჰოსპიტალური სექტორი და მივმართოთ სხვა საშუალებებს. საავადმყოფოში უნდა მოხვდნენ მხოლოდ მძიმე პაციენტები. მძიმე პაციენტი არ არის 10 პროცენტზე მეტი იმ შემთხვევებისა, რომელიც ჩვენ გვექნება ყოველდღიურად და კრიტიკული პაციენტი არ იქნება ერთ პროცენტზე მეტი. ამ გათვლებიდან გამომდინარე ის რესურსი, რომელიც ჩვენ ჰოსპიტალში გვაქვს, მისი მიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში…

მეტი...

“ტყუილია, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა” – ვლადიმერ ბორცვაძე

“ტყუილია, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა” – მის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართულად, უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება. “ეს არის მიზანმიმართულად, უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. გპირდებით, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, დაუყოვნებლივ, პირველი გაიგებთ ჩვენგან“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მეტი...

„ტერორისტულ აქტი“, „მძევლად ხელში ჩაგდება“, „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარება“ – ესებუას წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით აღიძრა

ბადრი ესებუას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, რომ პირის იდენთიფიცირება დანაშაულის ჩადენის დღესვე მოხდა. საქმე ტერორიზმის ბრალდებით აღიძრა: „პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს,“ – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის…

მეტი...

“ცალკეული კვლევების მიხედვით, კორონავირუსი ორგანიზმში გართულებებს ტოვებს, თუმცა საკმარისი მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა შემთხვევაში აღარ საჭიროებს კოვიდდადასტურებული პაციენტი ტესტირებას და როდიდან აღარ არის ვირუსი გადამდები. ამასთან, როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ცალკეული კვლევების მიხედვით, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ვირუსი უკვალოდ არ ქრება, არამედ ის გარკვეულ დაზიანებებს ტოვებს ორგანიზმში. „იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის დადასტურებუდან გასულია ათი დღე და პაციენტს სიმპტომები არ აქვს, ან ათი დღის განმავლობაში ჰქონდა სიმპტომები, მაგრამ შემდეგ სამი დღე არა, მაშინ, გაწერისას პაციენტს ტესტი განმეორებით აღარ უკეთდება. ასეთია საერთაშორისო სტანდარტი, რამეთუ ითვლება, რომ პაციენტი ამ 13 დღის შემდეგ გადამდები არ არის. ამიტომ მას ტესტი არ უკეთდება.…

მეტი...

“მესამე შემთხვევაა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ვერ იმუშავა” – ნიკოლ ფაშინიანი

“დღის მეორე ნახევარში დაზუსტებით შეიძლებოდა თქმა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ შედგა”, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „არცახის არმია დილიდან თავშეკავებულად მოქმედებდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში დაზუსტებით შეიძლებოდა თქმა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ შედგა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ვერ იმუშავა“, – განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთს პრემიერ მინისტრის თქმით, ის გვიან ღამით ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ესაუბრა. „მაიკ პომპეოს ვუთხარი, რომ ეს მათთვის იყო პირველი შეთანხმება,ჩვენთვის კი უკვე მესამე, ასე, რომ ზუსტად ვიცოდით, რა მოხდებოდა, რომ შეთანხმება დაირღვეოდა, აზერბაიჯანული მხარე კი იტყოდა, რომ ეს შეთანხმება…

მეტი...

500 000 დოლარის გამტაცებელი ჯერ არ დაუკავებიათ

შსს ადასტურებს, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ბადრი ესებუაა.   როგორც მინისტრს მოადგილემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, თავდამსხმელი იდენთიფიცირებულია და ის არის ბადრი ესებუაა. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ის დაკავებული არ არის და მიმდინარეობს აყვანის ოპერაცია. შეიარაღებული მძარცველი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარით გაუჩინარდა, ამ დრომდე დაკავებული არ არის.  აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ წუთებში საგანგებო განცხადება კეთდება.     

მეტი...

ბადრი ესებუას ნათესავის სახლში, სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება

ამ წუთებში, ზუგდიდში, ბადრი ესებუას ნათესავის სახლში სამართალდამცავები იმყოფებიან. სახლის ჩხრეკა დაახლებით 15 წუთის წინ დაიწყო. აღნიშნულ მისამართზე ესებუას ოჯახის წევრები და ნათესავები იმყოფებიან, უცნობია იმყოფებოდა თუ არა სახლში ბადრი ესებუა. სამართალდამცველები თავად ბადრი ესებუას სახლშიც არიან მობილიზებულები და ჩხრეკის ოპერაციას ატარებენ. სპეცოპერაცია ჩატარდა “ლაზიკა კაპიტალშიც,” სადაც ეჭვმიტანილის ბიძა და კიდევ ერთი ნათესავი მუშაობს. შეგახსენებთ, რომ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი, სენაკის ბატალიონის ჯარისკაცი, ბადრი ესებუაა. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

მეტი...

21 წლის კაცის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

“ის იყო გამოჯანმრთელებული. მან რამდენჯერმე მიმართა ექიმს, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე, ვინაიდან ის თავს კარგად გრძნობდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი არ დაიკრძალება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლის შესაბამისად, რადგან ის იყო გამოჯანმრთელებული. „აღნიშნული პირი იყო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული. კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, იგი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინე სივრცეში. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ, ჩაუტარდა PCR-ტესტი და კოვიდინფექცია დაუდგინდა. ამის შემდეგ გაგრძელდა მასზე მეთვალყურეობა საკარანტინე სასტუმროში. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ის გაეწერა. ის არ დაიკრძალება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლის შესაბამისად, რადგან, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის იყო გამოჯანმრთელებული. გაწერისას, მისი მდგომაროება ექიმმა შეაფასა. თავს გრძნობდა კარგად, არანაირი სიმპტომი და…

მეტი...

“საველე ჰოსპიტლების გაშლის საჭიროება ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს კლინიკებში საწოლების საკმარისი რაოდენობაა მობილიზებული. მისივე თქმით, ოჯახის ექიმები კოვიდპაციენტების მართვის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ამასთან, როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ჯერჯერობით ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების განთავსების საჭიროება არ არსებობს, შესაბამისად აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას. „ამჟამად, მობილიზებულია 4 300 საწოლი. სულ ქვეყანაში არსებული საწოლების რეზერვის გათვალისწინებით, შესაძლებელია კიდევ ერთი 4 000-ის მობილიზება. საქართველოს შეუძლია გამოყოს 8 000-მდე საწოლი ისე, რომ სერიოზული ზიანი არ მიაყენოს მედიცინის სხვა მიმართულებებს. 2 500 ოჯახის ექიმია საქართველოში, მათგან 1000 უკვე ჩართულია კოვიდის მართვაში და მათი რიცხვი თანდათან იზრდება. ასევე,…

მეტი...

მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, მიტროპოლიტს ერთ-ერთ ჟურნალისტთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. „დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონავირუსით დაინფიცირების გამო. როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის შემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად თვითიზოლაციაში. მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდირებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება. მეუფეს მსახურება…

მეტი...

“ბაქომ მსოფლიოს განუმარტა და დაუსაბუთა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა” – ილჰამ ალიევი

“დღეს აზერბაიჯანი ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ოფიციალურმა ბაქომ დიდი სამუშაო გასწია საერთაშორისო საზოგადოების სამხრეთ კავკასიაში არსებული რეალობის შესახებ ინფორმირებაში. „ბაქომ მსოფლიოს განუმარტა და დაუსაბუთა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა და ეს ფაქტი ისტორიულ მტკიცებულებებს ეფუძნება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არც კი შეეცადნენ ოკუპანტ სახწელმწიფოზე, სომხეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ“. „არაერთხელ მოვუწოდე საფრანგეთს, რუსეთსა და აშშ-ს, სანქციები დაეწესებინათ სომხეთისთვის. მთიანი ყარაბაღი ერთადერთი საკითხია, რომელზეც ამ ქვეყნების პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა“, – დასძინა ალიევმა.

მეტი...

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის, გადაწყვეტილებით თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა გახანგრძლივდა. „თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაგვიკავშირდნენ 27 ოქტომბრის დღის 14:00 საათამდე ნაცვლად 26 ოქტომბრის 22:00 საათისა და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება“ – აცხადებენ ცესკო-ში. უკვე მესამე დღეა, სრული დატვირთვით მუშაობს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი და 25 ოპერატორი აფიქსირებს მოქალაქეების მოთხოვნებს. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში. მოცემული დროისთვის, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 4000-ზე მეტმა ამომრჩეველმა და ამ წუთებშიც გრძელდება ზარების მიღება. „საარჩევნო ადმინისტრაცია თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს როგორც სოციალური…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოს ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნება – დავით ზალკანიანი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო საქართველოს ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის საგარეო პოლიტიკის მიმართულების წარდგენისას განაცხადა. ზალკალიანის თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდს ხელისუფლებაში მოსვლისას დახვდა ქვეყანა, რომლის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობა იყო შელახული, ტერიტორიების 20% იყო ოკუპირებული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ვითარების დეესკალაციისა და ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრები თანამემამულეების შერიგების მიმართულებით. „ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, ისე ვართ წარმოდგენილი ყველა უმაღლესი დონის ფორმატში, ჩვენ ამას მივაღწიეთ თანმიმდევრული ნაბიჯებით და სწორი საგარეო პოლიტიკით. დღეს მაქსიმალურად არის გამოყენებული ყველა საერთაშორისო…

მეტი...

“სუს- მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია” – დავით ჭიჭინაძე

“სუს- მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია და პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა” – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ ლიდერმა განაცხადა. მისივე თქმით, „ოცნებას“ არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლებაც კი არ აქვს, რადგან რეალურად რამის გაკეთება კი არა, ადამიანებისთვის დაპირბებიც არ გააჩნიათ. “სუს- მა დიდი ხანია დაკარგა რეალური ფუნქცია და პოლიტიკურ პოლიციად გადაკეთდა. და იმის მაგივრად, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნონ, პოლიტიკოსებს დასდევენ და ოპოზიციურ პარტიებს ებრძვიან. პოლიტიკურ პოლიციაზე დაყრდნობილი ყველა ხელისუფლება კი როგორ ასრულებს, ზუსტად ვიცით, ასე რომ, ზუსტად მასევე დაასრულებს „ოცნების“ ხელისუფლება. ისე, „ოცნებას“ არჩევნებში მონაწილეობის მორალური უფლებაც კი…

მეტი...

21 წლის ახალგაზრდა, რომელიც კოვიდკლინიკიდან გამოწერეს გარდაიცვალა

რუსთავში 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალაგაზრდა “კოვიდ-19-ის” მატარებელი იყო. მას ვირუსი უსიმპტომოდ განუვითარდა და კოვიდკლინიკიდან გუშინ გამოწერეს. უცნობია, გახდა თუ არა სიკვდილის მიზეზი მსოფლიოში გავრცელებული ინფექცია.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადაეცა

,,დღეს, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გორელებს და არა მხოლოდ გორელებს მივაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გორის ცენტრში მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა მოხდა”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადყოფს ,,ქართუ“ ჯგუფის და ბიძინა ივანიშვილის ხელწერას. ,,წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ტერიტორია, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში, ხელიდან ხელში გადადიოდა ისე, რომ ინვესტიცია არ განხორციელებულა. დღეს, ჩვენ გვაქვს საშუალება…

მეტი...

2019 წელთან შედარებით, ვაშლის ექსპორტი თითქმის 8-ჯერ გაიზარდა

1-ლი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, 3 005 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში, განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 2 894 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

მეტი...

თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა 27 ოქტომბრის 14:00 საათამდე შეეძლებათ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, 45-ე დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილებების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს დამატებით ერთი დღე ეძლევათ, რათა დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში და გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურება მოითხოვონ. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა 27 ოქტომბრის  დილის 10:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე შეეძლებათ. აღნიშნული ინიციატივა სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით გურგენიძემ დააყენა. მისი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა იზრდება და ვადის გადაწევით, უფრო მეტ მოქალაქეს მიეცემა შანსი, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.ცვლილებები სხდომაზე ათი ხმით დაამტკიცეს. თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 22:00 საათზე ეწურებოდათ.…

მეტი...

„ჩემი ძმა ხვალ თვითონ გააკეთებს კომენტარს“ – ბადრი ესაბუას ძმა

„ბადრისა და იმ დამნაშავეს შორის არანაირი მსგავსება არ არის,“ – ამის შესახებ ბადრი ესაბუას ძმამ, ბიძინა ესაბუამ განაცხადა. ბიძინა ესებუას განცხადებით, მის ძმას, ბადრი ესებუასა და „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს შორის არანაირი მსგავსება არ არის. როგორც მან ჟუნალისტებს სამეგრელოში, სოფელ გრიგოლიშში განუცხადა, მისი ძმა, ბადრი ესებუა ამ დროისთვის თბილისში იმყოფება და მის მიმართ ცილისწამებას აქვს ადგილი. „ჩემი ძმა სავარაუდოდ, ხვალ უნდა მოვიდეს. დანარჩენ კომენტარს თვითონ გააკეთებს. მე ცალკე ვცხოვრობ, ზუსტად არ ვიცი, სად იმყოფებოდა 21 ოქტომბერს. ბადრისა და იმ დამნაშავეს შორის არანაირი მსგავსება არ არის. ნიკა გვარამია რომ ბრძანებს, ასე არ შეიძლება,…

მეტი...

ყოფილ მძევლების სავარაუდო ეჭვმიტანილის ამოცნობა უჭირთ – ბანკზე თავდასხმის საქმე

მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდა და მიმართა, რომ დამნაშავის იდენთიფიცირების შემთხვევაში მათი არც ვინაობა გაემხილათ და არც ფოტოსურათი, ტელევიზიებში მთელი დღეა „საქართველოს ბანკზე“ სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.    ბადრი ესებუა – ეს სახელი და გვარი, ამ ეტაპისთვის ერთადერთია, რომელიც, არაოფიციალურად, „საქართველოს ბანკში“ შეჭრასთან და მძევლების აყვანასთან არის დაკავშირებული. ესებუას ოჯახის წევრები აცხადებენ რომ ბადრი სახლში არ იმყოფება და ბოლოს 2 დღის უკან ნახეს.   ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდო ეჭვმიტანილი 2008 წლის აგვისტოს ომის სამხედრო დაპირისპირებაშიც მონაწილეობდა. როგორც მისი ნათესავები აცხადებენ, გავრცელებულ ფოტოსურათზე ბადრი არ არის ასახული. ასევე ამბობენ, რომ…

მეტი...

“პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას გვექნება” – ამირან გამყრელიძე

ამ ეტაპზე მზარდია სტატისტიკა, გვექნება პიკი ნოემბრის მეორე, მესამე კვირას და ამიტომ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, მაგრამ ეს პროცესი დღემდე მართვადია და უნდა იყოს მართვადი, – ამის შესახებ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთლიანად ქვეყანაში ჩატარებულია 851 ათასი PCR ტესტი და 441 ათასი სწრაფი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი. „მილიონ მოსახლეზე ტესტირების მაჩვენებელი არაგვიშავს – გვაქვს 29 ათასი. ახლა ძირითადი დარტყმა გადადის პირველად ჯანდაცვაზე და ჰოსპიტალურ სექტორზე და სლოგანი „დარჩით სახლში“, გთხოვთ რაც შეიძლება ხშირად გაახმოვანეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე ექიმები იმყოფებიან დიდ სტრესში ” – ეკატერინე ტიკარაძე

“იქნებ, როგორმე დამშვიდდეს საზოგადოება და ექიმებს მისცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება, ვინაიდან ისინი 9 თვეა თავს არ ზოგავენ. ჩვენ კიდევ გვაქვს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც ჩვენს ექიმებს არათუ ამბავი უნდა ავუტეხოთ, არამედ პირიქით, გავუფრთხილდეთ მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგრადობას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ტიკარაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რა ვითარებაა ცხელების ცენტრში, ვინაიდან ადამიანი წერდა, რომ „ვიდრე ამბავი არ ატეხა“, მანამდე არ შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ „ამბის ატეხვა“ ჩვენი საზოგადოების ყველაზე დიდი ნაკლია. „ახსენეთ ძალიან კარგი ფრაზა,…

მეტი...

“მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე რუსეთთან” – დავით ზალკანიანი

რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება. მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გორში, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, არაღიარების პოლიტიკას, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ხელშესახები შედეგები მოაქვს. „ორმა ქვეყანამ ჩვენი აქტიური ჩართულობით უკან წაიღო აღიარება, ეს პროცესი არ გაჩერდება. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, რომ რუსეთი დარჩეს მარტო, მაგრამ რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება. ურთიერთობის მოწესრიგების სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა იმ წითელ ხაზზე გადის, რაც დაკავშირებულია…

მეტი...

ახალქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროიუსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 30 303-ს შეადგენს.

მეტი...

“ტაშფანდური არ უნდა მოგეწყოთ და არ უნდა განგეცხადებინათ, ყველაფერს მაგრად ვმართავო” – ლევან გოგიჩაიშვილი მმართველ გუნდს

“ისე დაგემართათ, ფეხბურთში გამარჯვებას ნაადრევად რომ ზეიმობენ და მერე მოწინააღმდეგე გუნდს გოლი გააქვს – აღიარეთ ეს და უცხოპლანეტელებს ნურაფერს აბრალებთ!”- ამ განცხადებით დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა. ლევან გოგიჩაიშვლის ინფორმაციით, ეპიდემიის გამო ათეულობით ათასი ადამიანი საარჩევნო ხმის უფლების გარეშე რჩება, ამ პირობებში ხმების გაყალბების საფრთხე დიდია და შესაძლოა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს. „კოჯორში პარტიის პრეზენტაციაზე განაცხადეთ, რომ კოვიდი დაამარცხეთ. ეს პარტიის თავმჯდომარისგან ძალიან სამარცხვინო განცხადება იყო. მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები მოადუნეთ და დღეს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – გადატვირთულობა, ყველა მიმართულებით დეფიციტი და ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა. ერთად წავიდეთ რესპუბლიკურ…

მეტი...

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე არ ვმსჯელობთ, არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროა” – ეკატერინე ტიკარაძე

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არ ვმსჯელობთ, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ეს საჭიროა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პაციენტების მართვის კომპონენტში ოჯახის ექიმების ჩართულობა გაიზარდა. „ჩვენ ვმუშაობთ და ვმსჯელობთ პროტოკოლებზე, რაშიც ვგულისხმობთ როგორც სტაციონალიზაციის პროტოკოლს, ასევე გაწერის პროტოკოლს, რათა ნაკადების მართვა საავადმყოფოფების და კოვიდსასტუმროების დონეზე იყოს მეტად უფრო აქტიური და ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ არა ერთი პროტოკოლი ოჯახის ექიმებისთვის და ბოლო დღეებში ალბათ, ყველა ჩვენი მოქალაქე გრძნობს, თუ რამდენად გააქტიურდა ოჯახის ექიმების ჩართულობა მათი მართვის კომპონენტში და…

მეტი...

“დღეს ჩვენ ომში ვართ – პანდემია ომზე ნაკლები არაა” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, COVID19-ის პრევენციის მიზნით მობილიზებას მოახდენენ სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტების, რეზიდენტებისა და იმ მედპერსონალის, რომლებიც დღეისთვის დასაქმებულები არ არიან. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შედგენილია კონცეფცია იმის თაობაზე, თუ რა ძირითადი პრონციპები უნდა იცოდნენ სტუდენტებმა კორონავირუსთან მიმართებით. „რეკომენდაცია იყო იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ სამედიცინო ქსელის მობილიზება. აქ შედიან ჩემი ის კოლეგები, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან, ასევე მაღალი კურსის, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტები და რეზიდენტები. (ანუ ლაპარაკია ელემენტარული სამედიცნო განათლების მქონე ადამიანებზე) დღეს ჩვენ ომში…

მეტი...

“გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ ყალბ ვიდეომასალებს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სთხოვს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია მასალებს ამზადებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლითაც ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბება არის შესაძლებელი. მისივე განმარტებით, ამგვარი ვიდეომასალები სოციალურ ქსელში შესაძლოა არჩევნების წინა ან არჩევნების დღეს გამოქვეყნდეს.  “ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითიდღე იზრდება. გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს…

მეტი...

“ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, შუქნიშანზე საქართველო გაწითლდა. გამყრელიძემ განმარტებაც გააკეთა, თუ რას ნიშნავს „წითელი ზონა“ და აღნიშნა, რომ მას მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები მოჰყვება. „შიდა მუშაობისთვის ე.წ. ოთხფერიან შუქნიშანს ვიყენებთ. ვანგარიშობთ ბოლო ორი კვირის საშუალო მაჩვენებელს, თუ, 100 000 მოქალაქეზე რამდენი ახალი შემთხვევაა. ახლა უკვე გადავაბიჯეთ „წითელ ზონაში“. ამ ფერების მიხედვით ვუყურებთ რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგი უნდა გვქონდეს და ა.შ. როდესაც „ყვითელ“ და „ნარინჯისფერ ზონაში“ გადავედით, იცით, აჭარაში დავაწესეთ შეზღუდვები, რამდენიმე ქალაქში რესტორნების 22:00 საათიდან მუშაობა…

მეტი...

„მკვლელმა ცხრა ტყვია ესროლა და 6 თავის არეში მოარტყა“ – ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„იარაღი, რომც ჰქონოდა ვაცხადებ, რომ მისი არ იქნებოდა“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ადვოკატმა, ნიკოლოზ წულეისკირმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით გარდაცვლილს იარაღი არ ჰქონია, როგორც წულეისკირი ამბობს, მას ტყვია თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი: „მკვლელმა ცხრა ტყვია ესროლა და 6 თავის არეში მოარტყა. ვოვა ნესმიწვერიძის ხელში იარაღი არ ჭერია, ეს 100% – ით შემიძლია დაგიდასტუროთ, ადგილზეც, რომ ყოფილიყო მისი არ იქნებოდა. ერთ კვირაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, გამომძიებლები ინტენსიურად მუშაობენ 24 საათის განმავლობაში, გამოძიებასთან არანაირი კითხვის ნიშნები არ მაქვს,“ – განაცხადა ნიკოლოზ წულეისკირმა „მედიაცენტრ მთავარში.“ “მედიაცენტრ მთავარის” მასალია…

მეტი...

სამედიცინო პერსონალის დეფიციტის გამო, „კოვიდის“ მართვაში სტუდენტები ჩაერთვებიან

„კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყ”ვეტილებით, ადამიანური რესურსის შევსება სამედიცინო პროფილის სტუდენტებით უნდა მოხდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს იმისთვის, რომ შეიქმნას ერთგვარი სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში, ისინი ჩაერთვებიან “კოვიდის” სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს. მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე გვექნება ეს ბაზა სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების…

მეტი...

„პირობას გაძლევთ უახლოეს ერთ კვირაში ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმე იქნება გახსნილი“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„საქმის გახსნაში ვგულისხმობ აბსოლიტურად ყველაფერს, საქმე გაიხსნება ერთ კვირაში“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატმა, ნიკოლოზ წულეისკირმა განაცხადა. წულეისკირი, ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეში შურისძიების მოტივს გამორიცხავს, მისი მოსაზრებით ვერსიები, რაც ამ ეტაპზე გაჟღერდა აბსურდულია. წულეისკირი ამბობს, რომ საქმე ერთ კვირაში გაიხსნება: „როდესად უკავშირდება ეს ვერსია დეპუტატის თავდასხმას, „ნაციონალების“ დროს ვინმეს თუ აზრად მოუვა, რომ ადამიანი მონაწილეობდა ციხის ბუნტში და საქმე ვერ აღუძრეს, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში წერია, რომ „საქმე იქნას გადახედილი“, რომ მოწმეების ჩვენებებმა პირდაპირ ზეგავლენა იქონია განაჩენზე და აღნიშნული განაჩენის გადახედვა უნდა მომხდარიყო, მსჯავრდებული თუ მოინდომებდა…

მეტი...

“თუ წესების 90%-იანი შესრულება გვექნება, შევძლებთ, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი 70%-ით შევანელოთ” – ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია, ხელისუფლება მაინც არ აპირებს სისტემური შეზღუდვების დაწესებას. მისივე თქმით, გაგრძელდება იმ სტრატეგიის განხორციელება, რომელიც ვირუსთან ადაპტაციას გულისხმობს. ამასთანავე, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის მხრიდან რაც უფრო მეტად მოხდება წესების დაცა, მით ნაკლებად მოუწევს მთავრობას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვების დაწესება. „ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ იმ სტგრატეგიის მიხედვით სვლას, რომლი სტრატეგიის მიხედვითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მივდივართ, კერძოდ, ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციასა და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.…

მეტი...

კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში, 337 იმერეთში, 296 კი აჭარაში გამოვლინდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1872 ახალი შემთხვევიდან თბილისში ინფექცია 913 პაციენტს დაუდასტურდა, იმერეთში 337-ს, ხოლო აჭარაში 296-ს. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათში, 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შიდა ქართლში 54, გურიაში 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში 90, კახეთში 13, მცხეთა- მთიანეთში 30, სამცხე -ჯავახეთში 11, რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი -7. “ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეინიშნება გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის დინამიკა და მომდევნო დღეების განმავლობაში ამ კუთხით…

მეტი...