თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ორ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სამართალდამცველებმა რ.მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას,…

მეტი...

ავარია წინანდალში, დაღუპულია ერთი ადამიანი

  •  

 თელავის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ წინანდალში, ცოტა ხნის წინ მოხდა.  ფეხით მოსიარულე მამაკაცს, რომელიც გზაზე გადასვლას ცდილობდა, „მერსერდერსის“ მარკის მანქანა დაეჯახა. ფეხით მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა. დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საზოგადოებების – „ბაღის კიდე“, „ქუთაისელი“, „ძველი ქუთაისელი“ წარმომადგენლებს შეხვდა

  •  

 ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრის ეზოში განთავსებულ ამფითეატრში საზოგადოებების – „ბაღის კიდე“, „ქუთაისელი“, „ძველი ქუთაისელი“ წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი მოსაზრება მოისმინა. „ამ ადამიანებმა კარგად იციან ჩვენი ქალაქის ისტორია, ურთიერთობების ფასი და ღირსეული ქუთაისელობის მნიშვნელობა. მათგან ბევრი საინტერესო და გასათვალისწინებელი მოსაზრება მოვისმინე. ვისაუბრეთ არამარტო ქალაქის სასიკეთოდ უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე, არამედ იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და რისი მოგვარებაც აუცილებელია ქუთაისის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ამ ქალაქის წარმატებებზე“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი

  •  

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 209 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი 69 პირს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ამ დროისთვის 139 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, 18 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება გარდაცვლილ 60 წლის ქალს, ის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს.

მეტი...

ხელვაჩაურში სტიქიას გადარჩენილ გოგონას, სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს

  •  

 “გოგონას, რომელიც სოფელ ჯოჭოში სტიქიას გადაურჩა, სახელმწიფო სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს” – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. „ყველაფერს გავაკეთებთ, მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან და თითოეული ჩვენგანის მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა. არასწულწლოვნის სამი წევრი სტიქიის შედეგად დაიღუპა. გოგონას მშობლები მაშველებმა გარდაცვლილები მეწყრული მასიდან გუშინ ამოიყვანეს, მისი ასევე მოზარდი ძმის ცხედარი კი, დღეს იპოვეს. სტიქიის დროს მეექვსეკლასელი გოგონა შუახევში ნათესავთან იმყოფებოდა.

მეტი...

ორი ადამიანი სავარაუდოდ, CO-თი გარდაიცვალა

  •  

 თბილისში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის ნამწვი სახელდება. გარცელებული ინფორმაციით, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის მოწყობილობა იპოვეს, რასაც „თბილისი ენერჯიშიც“ ადასტურებენ.

მეტი...

ავტოავარია ზუგდიდში, დაშავებული მოპედის მძღოლი მართვით სუნთქვაზეა

  •  

 ზუგდიდში, მსუბუქი ავტომობილი მოპედს შეეჯახა. ავარიის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, რეფერალურ საავადმყოფოშია გადაიყვანა. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტი მძიმედაა დაშავებული და მართვით სუნთქვაზეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

გიორგი ვაშაძემ პარტიული სიის ოცეული წარადგინა

  •  

 „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიული სიის ოცეული წარადგინა. პარტიის ოცეული ასეთია: 1. გიორგი ვაშაძე; 2. თაკო ჩარკვიანი; 3. პაატა მანჯგალაძე; 4. თეონა აქუბარდია; 5. ბესო ბარქაია; 6. სერგო ჩიხლაძე; 7. დავით ცეკვავა; 8. თეონა ჭალიძე; 9. ლევან ჭიჭინაძე; 10. გიორგი თევდორაძე; 11. გიორგი ცობეხია; 12. ნანა ტოხვაძე; 13. თამთა შამათავა; 14.დავით თოფურია; 15. მანანა ჯებაშვილი; 16. ანა კობახიძე; 17. ლაშა დიაროვი; 18. თამილა ჯაფარიძე; 19. გიორგი ხაბურზანია; 20. ედნარ მგელაძე.

მეტი...

მაშველებმა ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს

  •  

 მაშველებმა ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილი მეათეკლასელი, 16 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდის სამძებრო სამუშაოები თითქმის ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერმა  2 დღის წინ საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომანქანა მოიყოლა. შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი ოჯახის სამი წევრი. 

მეტი...

” ჩვენ ვდგავართ ჩაგრულთა გვერდით ყველგან” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

  •  

 თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მსოფლიოში ყველგან, მათ შორის კავკასიაში ჩაგრულთა მხარეს დგას. თურქეთის ლიდერის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. „ჩვენ დღე და ღამ მივისწრაფით იმისკენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს გლობალურ დღის წესრიგში. ჩვენ ვდგავართ ჩაგრულთა გვერდით ყველგან, სირიიდან ლიბიამდე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან კავკასიამდე“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მეტი...

„ქართული ოცნების” ერთ-ერთი აგიტატორი პარტიიდან გარიცხეს

  •  

 “პარტია „ქართული ოცნების” ღირებულებებთან შეუთავსებელი დამოკიდებულების და ზოგადად, წინასაარჩევნო პროცესისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, კასპის რაიონში, „ქართული ოცნების” აგიტატორი – ნინო კორაშვილი გარიცხულია პარტიიდან”, – ამის შესახებ კასპში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. „საზოგადოებამ, ჩვენმა ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ პოლიტიკური ასპექტების გარდა, „ქართულ ოცნებაში” მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანური ფასეულობებია. ამ ღირებულებებთან შეუთავსებელი არცერთი ადამიანის ადგილი ჩვენს პარტიაში არ არის“ – წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

მეტი...

კორონავირუსის 32 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

  •  

 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ახალი კორონავირუსის 32 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 28 ზუგდიდს უკავშირდება. 17 კოვიდინფიცირებული გუშინ დადასტურებული დარაჯის კონტაქტები, რომელიც არის „გორგია“-ს ზუგდიდის ფილიალის საწყობის თანამშრომელი. 3 კოვიდინფიცირებული თბილისში მგზავრობის ისტორიის მქონე მოქალაქის კონტაქტია. 2 არის ზუგდიდის მცხოვრები დედა-შვილი. ისინი წალენჯიხაში მცხოვრები ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან. 2 პირი ოქროს ბირჟის კლასტერის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 1 ახალი შემთხვევა ბენდელიანის ქუჩის კლასტერის კონტაქტია, 1 არის ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქე, რომელიც საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. 4 ინფიცირებულის შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. 2 შემთხვევა არის ფოთში, რომელიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

მეტი...

გეოლოგთა ჯგუფი ხელვაჩაურში, ტრაგედიის ადგილას იმყოფება

  •  

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში, სადაც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, გეოლოგთა ჯგუფი იმყოფება. საინჟინრო-გეოლოგიური აკადემიის წევრი ტარიელ ტუსკია აცხადებს, რომ ჯოჭოში ტრაგედიის ადგილი შესწავლილი არ ყოფილა. მისივე თქმით, მეწყერი სოფელ ჯოჭოში უეცრად მოსულმა უხვმა ნალექმა გამოწვია. „ტერიტორია დავათვალიერეთ. წყლის დინებისგან ფაქტობრივად, ღრმულებია გაჩენილი. ზოგადად, აჭარა არის ეროზიულად აქტიური ზონა და საქართველოს ყველა რეგიონთან შედარებით, ყველაზე რთული რელიეფი აქვს. ეს რელიეფი იმდენად რთულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, წინასწარ განსაზღვრო ეროზიული პროცესების აქტიურობა და მით უმეტეს, სტიქიური მოვლენები. ანალოგიური შემთხვევა ჩვენ 2008 წელს გვქონდა, როცა ორთაბათუმში მეწყერმა შვიდი ადამიანი ჩაიყოლა”, -განაცხადა ტარიელ…

მეტი...

“ომი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როცა სომხეთი ჩვენს ტერიტორიებს დატოვებს” – ილჰამ ალიევი

  •  

 აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ომი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიებს დატოვებს. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩემი მოთხოვნები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“. ჩემი სიტყვები, შეიძლება ითქვას, არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ტექსტი. მათ უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორიები და ომი მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდება, კონფლიქტი დასრუდლება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი აჭარიდანაა

  •  

 კორონავირუსით გარდაცვლილი ორივე პაციენტი აჭარიდანაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე კი 66 წლის კაცია, რომელიც ქობულეთის საავადმყოფოში მკურნალობდა. ორივე მათგანს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. „61 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი. 66 წლის კაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზით 2 ოქტომბერს შეიყვანეს. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ფილტვის შეშუპება, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. პაციენტის…

მეტი...

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ მსხვერპლის გამო, რაც მოჰყვა ამ კონფლიქტს ჩვენ ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის” – სალომე ზურაბიშვილი

  •  

 აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, რომ თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი მოლაპარაკების გამართვა. „მინდა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა და ამავდროულად, ქართული საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ მსხვერპლის გამო, რაც მოყვა ამ კონფლიქტს ჩვენ ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის. მინდა მივმართო ამ ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებსა და ხელისუფლებას, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი. დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ…

მეტი...

სამხედრო დაპირისპირება უარყოფითად იმოქმედებს რეგიონს უსაფრთხოებაზე – უსაფრთხოების საბჭოს განცხადება

  •  

 საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო საერთაშორისო აქტორებს მიმართავს, აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირებაში აქტიურად ჩაერთონ და ყველა ძალა იხმარონ კონფლიქტის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ. როგორც უშიშროების საბჭოში აცხადებენ შექმნილი საომარი მოქმედებები რეგიონის უსაფრთხოებაზე ნეგატიურად იმოქმედებს. „აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად,სამწუხაროდ, უკვე მოყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სომხეთთანჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები.  საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება“ – აცხადებენ საბჭოში. განცხადებაში საქართველოზეც არის საუბარი, სადაც არსებობს მზაობა, მოლაპარაკებებს საქართველომ უმასპინძლოს. „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში. ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის.  დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება. ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო…

მეტი...

“ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ ვართ” – მარინა ენდელაძე

  •  

 “ჯერჯერობით, „მწვანე ზონაში“ ვართ. ვერ გეტყვით, რომ გადასარევი ეპიდსიტუაცია გვაქვს. ჩვენ არ ვიყავით მიჩვეულნი ასეთი რაოდენობით ახალი პაციენტების გამოვლენას, მაგრამ არაა პრობლემები დატესტვაზე, ყველა კონტაქტი მოწმდება და ვლინდება ინფიცირებული. გაივლის გარკვეული პერიოდი და, მიღებული ზომების გათვალისწინებით და იმით, რომ ყველა პაციენტი გატესტილია, ვფიქრობ, რომ რაოდენობა შემცირდება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. „შემთხვევათა მატებასთან ერთად, გვყავს გამოჯანმრთელებულებიც. ეს ნიშნავს იმას, რომ საწოლები თავისუფლდება, თუმცა, გარდა ამ საწოლებისა, როგორც ვიცი, არის სერიოზული მარაგიც. ვფიქრობ, რომ ის პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, მათთვის პრობლემა არ იქნება სტაციონარში მოთავსება“ – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

ქედის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობისბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1987 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღისგამოყენებით სხეულზე ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტი...

უსაფრთხოების საბჭო საგანგებო რეჟიმში შეიკრიბა

  •  

 ამ წუთებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საგანგებო შეკრების მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განახლებული კონფლიქტია. სხდომაზე სწორედ რეგიონში საომარი მოქმედებები, საქართველოს პოზიცია და უსაფრთხოების საკითხები განიხილება. შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თითქმის 30 წლიანი „მიძინებული კონფლიქტი“ განახლდა. მხარეებმა საქართველოსაც მოუწოდეს, საკუთარი სიტყვა ეთქვა. საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა დიასპორამ კი საქართველოს მთავრობას მიმართა და სთხოვა, კონფლიქტის დარეგულირებაში ჩართულიყო.     

მეტი...

კორონავირუსი ტელეკომპანია “იმედშიც” დაფიქსირდა

  •  

 კორონავირუსი ტელეკომპანია “იმედშიც” დაფიქსირდა, დაინფიცირებულია გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანი ზურაბ ბალანჩივაძე.  იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ამჟამად ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ტელეკომპანიის შენობაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და არხი მუშაობას განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით.

მეტი...

მთიან ყარაბაღში ჟურნალისტები დაშავდნენ და სომხეთი დატოვეს

  •  

 მთიან ყარაბაღში დაშავებულმა ჟურნალისტებმა სომხეთი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ხელისუფლება ავრცელებს. ერევნის საავადმყოფოს ექიმის ცნობით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოცემა „ლე მონდეს“ ორი ჟურნალისტი, თანმხელბ ორ სომეხ ჟურნალისტთან ერთად, მთიანი ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებისას პირველ ოქტომბერს დაშავდა. 2 ოქტომბერს ისინი სტეპანაკერტიდან ერევანში გადაიყვანეს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 7 564 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 48-ს შეადგენს.

მეტი...

პრეზიდენტს დამატებითი ჟანგბადი არ სჭირდება

  •  

 „კოვიდინფიცირებული“ აშშ-ის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პოზიტიური ცვლილებებისკენ მიდის. თავად დონალდ ტრამპი მხარდაჭერისთვის ყველს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის.    თეთრი სახლის სამედიცინო პერსონალის განცხადებით,  დაინფიცირებულ პრეზიდენტს, „რემდესივირით“ მკურნალობენ. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მას არ სჭირდება დამატებითი ჟანგბადი, მაგრამ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისი მკურნალობა „რემდესივირით“ დაგვეწყო. მან პირველი დოზა უკვე მიიღო და კომფორტულად ისვენებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ექიმმა. თავად პრეზიდენტი კი მადლობას სოციალური ქსელის საშუალებით იხდის. „უკეთესობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ!!!” – ასეთია დონალდ ტრამპის გზავნილი მისი მხარდამჭერების…

მეტი...