” ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და არც ერთ შემთხვევაში არ დავბრუნდეთ წარსულში” – გიორგი გახარია

ჩვენი თანმიმდევრული გეგმა მომავალი 4 წლის განმავლობაში, როგოც ყოველთვის იქნება კონცენტრირებული იმ ძირითად ფასეულობებზე, რომელსაც ყოველთვის ატარებდა „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს ჰქონდეთ ცხოვრების თანაბარი პირობები. „კახი ხშირად ამბობს ხოლმე თბილისის წარდგენების დროს, რომ თბილისში გამორჩეული უბნები და რაიონები არ არსებობს. მართლაც ასეა, თბილისში ყველა უბანი სხვადასხვანაირად გამორჩეულია, თუმცა ვაკე გამორჩეულთა შორის გამორჩეულია და ძირითადად, იმ მიზეზის გამო, რომ ეს უბანი…

მეტი...

“საქართველოში მოძალადე ხელისუფლება ვერასდროს დაბრუნდება” – კახა კალაძე

“ეს არის არჩევნები, რომელშიც დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გააკეთებს არჩევანს ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარების, ევროპული მომავლისა და მეტი კეთილდღეობის სასარგებლოდ. ჩვენ ჩვენი ყოველდღიურობით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა არ დაბრუნდეს წარსულში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნოდარ ტურძელაძის წარდგენისას განაცხადა. „რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ოპონენტებს ჰქონდათ აქცია და 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის მერე თუ ასე დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ ნამდვილად არ მეგონა, თუმცა არჩევნების წინ საბოლოოდ ლუსტრაცია მოახდინეს. საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება, ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში…

მეტი...

“ჩვენ აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ” – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი

“ჩვენ, როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, 2016 წლიდან ვადევნებთ თვალს საქართველოში არჩევნებს, ვმუშაობთ ევროპის საბჭოსთან ერთად, ჩვენ აქ საქართველოს მხარდასაჭერად ვართ”, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ოსმან ასკინ ბაკიმ განაცხადა, რომელიც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებთან ერთად იმყოფება. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ტარდება. „ჩვენ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ვართ. პარლამენტის ათი წევრი იმყოფება აქ სადამაკვირვებლო მისიაში. მე ვარ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტი და თურქეთის პარლამენტის წევრი. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის. ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს საპარლამენტო კომისია, რომელიც წელიწადში ორჯერ…

მეტი...

ევროკავშირის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება

ევროკავშირი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს ევროპელ დიპლომატთა გუნდი დააკვირდება. შაბათს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპელი დიპლომატებისგან შემდგარი 70–ზე მეტი სადამკვირვებლო გუნდი საქართველოში 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე მივა. მიზანი საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) სადამკვირვებლო მისიის დახმარებაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ჩვენთვის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისათვის მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება. არჩევნების დღეს, ჩვენ ვიკისრებთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგის უპრეცედენტო როლს. შაბათს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ევროპელ…

მეტი...

საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო მოქალაქეებს მიმართავს. „ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.კარანტინი ძალაში შედის ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ღამის 00:00 საათიდან დაპირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. არ იხურება საბავშვო ბაღები, დაწყებითი სკოლები, კოლეჯები და ლიცეუმები. ისინი რეგულაციების მკაცრი დაცვით განაგრძობენ მუშაობას; მუშაობას განაგრძობენ ქარხნები, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორები; იკეტება უმაღლესი სასწავლებლები; არ დაიხურება პირველადი მოხმარების სავაჭრო ობიექტები; იხურება რესტორნები, ბარები, ტანსაცმლისა და სპორტული მაღაზიები, კომერციული ცენტრები, კინო-დარბაზები, თეატრები, მუზეუმები, სპორტ-დარბაზები, ასევე, სილამაზის სალონები; ყველა, ვისთვისაც ეს შესაძლებელია, უნდა გადავიდეს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე;იქიდან…

მეტი...

მობილური აპლიკაცია „რა გაკეთდა სამეგრელოში“ უკვე ხელმისაწვდომია

„რა გაკეთდა სამეგრელოსთვის“ – მობილური აპლიკაცია ამ სახელწოდებით უკვე ხელმისაწვდომია Andorid-ის მომხმარებლებისთვის. აპლიკაცია წარმოადგენს სამეგრელოს მოსახლეობისთვის ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიშს. ანგარიში ნათლად წარმოაჩენს იმ განვითარებასა და წინსვლას, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სამეგრელოს მოსახლეობას მოუტანა. აპლიკაციის გარდა, ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია ონლაინ ბუკლეტიც, რომლის ნახვაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ამ ბმულზე. უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესის ხელშეწყობა, სოფელზე ზრუნვა, სახელმწიფო უწყებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, ადამიანის უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტების დადგენა – ეს არის ის უმთავრესი მიმართულებები, რამაც რეგიონში უკეთესი ცხოვრების პირობები შექმნა და რისი გაგრძელებაც…

მეტი...

“ყოველთვის ვიზრუნებთ დევნილებზე, მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი ქვეყნის გამთლიანებაა” – გიორგი გახარია

“1-ლი ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც თქვენ ერთად დამაჯერებალად გავიმარჯვებთ, ყოველი დღის გეგმა გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო და მიზანი იქნება იქნება ის, რომ საბოლოოდ მომდევნო 4 წელიწადში ქვეყანა მაქსიმალურად დავაახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს, ფასეულობებს, ევროპულ ინფრასტრუქტურას, განათლებას, სკოლებს, მედიცინიას იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად 2024 წელს შევძლოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ბექა ოდიშარიას წარდგენაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ეს არის ჩვენი ხალხის მიზანიც და ოცნებაც. „ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ 2024 წლისთვის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო. „მხარდაჭერას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და ვგმობ ამ სიძულვილზე დაფუძნებულ თავდასხმას. ვლოცულობ დაშავებულთათვის და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

მეტი...

“ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მზადაა, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს ხალხს” – კახა კალაძე

„გვახსოვს, როგორც ებრძოდნენ განსხვავებულ აზრს, შეხედულებებს და ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დღეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა. მისივე თქმით, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის მიმართულებით. „ჩვენი უმთავრესი გამოწვევა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიები. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი გონიერებით, განათლებით, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი მოგვარდება და ყველაფერი მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ბევრი განხორციელებული პროექტის და წინგადადგმული ნაბიჯის…

მეტი...

“ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო” – გიორგი გახარია

“მე და კახა კალაძემ ბოლო 2 თვის განმავლობაში ფაქტობრივად მთელი საქართველო მოვიარეთ ჩვენს გუნდთან ერთად და ის მხარდაჭერა, რომელიც ვიგრძენით, არის უდიდესი პასუხისმგებლობა ამავდროულად, რომ ქვეყნის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ბოლო 8 წლის განმავლობაში, პირველ რიგში ადამიანის გაფრთხილებით”,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ბექა ოდიშარიას წარდგენაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირბადის ტარება არა თავის დაცვაა, არამედ ჩვენი მოქალაქეების და ღვაწლმოსული მოხუცების დაცვაა. „ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა და რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და…

მეტი...

“აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დავუშვებთ” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას არ დაუშვებს. „ყოველთვის ვამბობდით, რომ თვითგამორკვევა საერთაშორისო სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპია, თუმცა ის არ უნდა არღვევდეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შეცვლა ამ ქვეყნის ნებართვის გარეშე, დაუშვებელია. ახლაც ამ მიდგომას ვიზიარებ. არ დავუშვებთ სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. თუ ვინმეს სომხებისთვის მეორე სახელმწიფოს შექმნა სურს, თავისი ტერიტორია მისცენ და იქ შექმნან“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

მეტი...

“ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ აქტიურობისკენ, არჩევნებში მონაწილეობა უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის” – თამარ ჟვანია

“არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უპასუხა ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა. „2020 წლის 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე მეათე მოწვევის პარლამენტს ავირჩევთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩევლების და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო…

მეტი...

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ “ლოქდაუნს” აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება, არჩევნების შემდეგ, “ლოქდაუნს” აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. კალაძის თქმით, მათ საზოგადოება შეცდომაში შეყავთ. “კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას აქვს ადგილი. აგზავნიან შეტყობინებებს და საუბრობენ, რომ, თითქოს, ჩვენ არჩევნების შემდეგ “ლოქდაუნს”ვაპირებთ. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო ქმედებები. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ არანაირი ჩაკეტვები არ იგეგმება. იქნება მხოლოდ წერტილოვანი მიდგომები, როგორც გვაქვს დღეს”,- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, პარტია “ევროპულმა საქართველომ” განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთავრობა მომავალი კვირიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს. “ჩვენს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით,…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქციის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი აქციის შესახებ, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ამის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება.  შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 29 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ. კერძოდ: ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი მოძრაობს იუსტიციის სახლის მიმართულებით. დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი მოძრაობენ კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის…

მეტი...

“ვინც კი კანონს გადაცდება, სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება” – კახა კალაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ჩამოშლილი, იქ მყოფი ადამიანები, როგორც შტაბში, ასევე პარტიაში, ერთმანეთს ასწრებენ ინფორმაციის ჩვენთან მოტანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და ერთ-ერთი ჟურნალისტის საუბარს ეხებოდა. კალაძემ უარყო, რომ ჟურნალისტებს უსმენენ და აღნიშნა, რომ კობახიძის განცხადება პრევენციული ხასიათის იყო. „ვინ თქვა, რომ ჟურნალისტებს უსმენენო? საიდან მოიტანეთ? კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო ყველა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის უმაღლეს დონეზე და ვერავინ გაბედავს ვინმეს რამეში ხელი შეუშალოს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ვინც კი კანონს გადაცდება, სახელმწიფო იქნება მოწოდების…

მეტი...

“თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი კვლევის შეფასებისას, რომლის თანახმადაც თბილისსა და კახეთში ოპოზიციის მაჟორიტარების კანდიდატები იმარჯვებენ, განაცხადა რომ თუ “ოცნების” სამი მაჟორიტარიდან – თბილისში ლევან კობიაშვილი და სოზარ სუბარი, კახეთში კი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნებს წააგებენ, ის პოლიტიკიდან წავა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთივე ქმედებას სთავაზობს IPSOS-ის კვლევის გამავრცელებელს. “გუშინ დაიდო მონაცემები ე.წ. IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ პირველ ტურში, მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე, ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს…

მეტი...

„ჩვენი გუნდი ყოველთვის შორს იყო იმისგან, რომ გაკეთებული საქმე ვინმესთვის დაემადლებინა“ – დავით სერგეენკო

 „დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩემთვის მართლაც განსაკუთრებით ძვირფასია ეს შეხვედრა, სადაც მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება იმ პოლიტიკური გუნდისადმი, რომლის წევრიც მეც გახლავართ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ წარდგენის დროს განაცხადა. სერგეენკომ აღნიშნა, რომ გუნდმა, რომლის გვერდითაც თავად დგას წლების მანძილზე ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. „ჩვენმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა ამ წლების განმავლობაში ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ გუნდთან ერთად ვარ და მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. ჩვენ 31 ოქტომბერს, ორ დღეში, გვექნება…

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თქვა, რომ აქციას 12:00 საათზე კი არა, საღამოს გეგმავენ, ეს არის თავის მართლების ყალბი მცდელობა” – მამუკა მდინარაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ქალაჩუნობა გამოამჟაღავნეს, ერთი კომენტარის შემდეგ, დაიხიეს უკან და 12:00 საათზე ვეღარ გაბედეს აქციის ჩატარება, რაზეც თავადაც საუბრობდნენ მათ მიერ შედგენილ წერილში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქციას 12:00 საათზე კი არა, საღამოს გეგმავენ, ეს არის თავის მართლების კიდევ ერთი ყალბი მცდელობა. „დოკუმენტში წერია აქციის დაწყების დრო, ეს არის 12:00 საათი. მათ მიერ დაწერილ, შედგენილ და გრიგოლ ვაშაძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ ისინი მათ მიერ მრავალათასიანად მოხსენიებული აქციის დაწყების დროდ მიუთითებენ 12:00 საათს, ჩვენ ხომ არ ჩაგვიწერია ეს დრო თავად ჩაწერეს.…

მეტი...

“პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანი, რომელსაც გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას განსაზღვრავს” – პრემიერი

“მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირებას მოვახერხებთ,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საბურთალოს ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს და ყველაზე დიდ ოცნებას – ევროკავშირის წევრობას მიაღწიოს, რომელზეც განაცხადს 2024 წელს გააკეთებს. „ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზები, ჩვენი სკოლები, ჩვენი საავადმყოფოები იყოს ისეთივე თანამედროვე როგორც ევროპულები. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა იყოს ევროპული, ეს კეთდება იმისთვის, რომ 4 წლის შემდგომ ჩვენი ქვეყნის სტანდარტები დავუახლოვოთ მაქსიმალურად ევროპულს, როცა…

მეტი...

“ფოტო, რომელშიც ბადრი ესებუას გადაადგილება ჩანს, არა 27 ოქტომბერს, არამედ 6 ოქტომბერსაა გადაღებული” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფოტო, რომელშიც ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი ბადრი ესებუას გადაადგილება ჩანს, არა 27 ოქტომბერს, არამედ 6 ოქტომბერსაა გადაღებული. მედიაში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ მართებული ინფორმაცია მედიასაშუალებებში გავრცელებულ, ბადრი ესებუას გადაადგილების ამსახველ ფოტო და ვიდეომასალასთან დაკავშირებით. 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია. ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია…

მეტი...

“მაგალითების მოყვანა ჯობია, ვიდრე უსაგნო და ცარიელი განცხადებები, როგორიც თამარ კორძაიამ გააკეთა” – გია ვოლსკი

“მთავარია შევაფასოთ რეალური სიტუაცია და ის განცხადებები, რომელსაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ. თეა წულუკიანმა ეს კარგად გააკეთა,” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თამარ კორძაიას განცხადებას, რომლის თქმითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 არასამთავრობო ორგანიზაცია ფინანსდება, მათი ნაწილი კი მმართველ გუნდთან არის დაკავშირებული. ვოლსკის შეფასებით, თამარ კორძაიას განცხადება უსაგნო და ცარიელია. „მე არ ვიცი, რა რაოდენობაზეა ლაპარაკი. მთავარი არის საზოგადოება, მთავარი არის  ობიექტური ჟურნალისტური დამოკიდებულება საკითების მიმართ, შევაფასოთ და ვთქვათ, არის თუ არა შაშკინი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი? მე მგონი არის. მთავარი არის ერთი სერიოზული ფორმულა, ვიმსჯელოთ შედეგების მიხედვით, შევაფასოთ რეალური სიტუაცია…

მეტი...

4 თვის მანძილზე, კომუნალურ გადასახადებს ბიუჯეტი დაფარავს

პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც 200 კილოვატში ჩაეტევა, კომუნალური გადასახადებს ბიუჯეტი დაფარავს. როგორც მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, სახელმწიფო სუბსიდირება 4 თვის მანძილზე გაგრძელდება. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, პანდემიის პირველივე დღიდან რა ღონისძიებებიც გავატარეთ, ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი იყო კომუნალური გადასახადების სუბსიდირება. მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი სამართლიანი პაკეტია, რადგან,  ეს ადამიანი დასაქმებული იქნება, დროებით უმუშევარი თუ თვითდასაქმებული, ყველას შეეხება თანაბრად“ – განაცხადა ნათია თურნავამ. ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა ნოემბრის თვიდან დაიწყება და 4 თვე გაგრძელდება. სუბსიდირება გულისხმობს 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და 200 კუბურ მეტრამდე…

მეტი...

შესაძლოა, გაზაფხულზე „ვიზეარმა“ საქართველოში ისევ იფრინოს

„საავიაციო კომპანიები საქართველოში ფრენებს პერსპექტიულად აფასებენ“ – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მთავრობის სხდომის“ დამთავრების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ „ვიზეარი“ ქართულ ცაზე მალე უნდა გამოჩნდეს. „საავიაციო კომპანიები  ოპტიმისტურად აფასებენ საქართველოში ფრენის და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, ეს მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას მაგალითად „ვიზეარს“, რომელსაც ჩვენ ყველანაირად შევუწყვეთ ხელი და 2016 წელს შემოვიყვანეთ და მერე გავაფართოვეთ მისი ფრენები. „ვიზეარი“ ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იყო “კოვიდპანდემიით” გამოწვეული დროებითი გადაწყვეტილება და ბევრ…

მეტი...

“მათ სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე” – მინისტრი ოპოზიციაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოპოზიციას დამარცხება გარანტირებული აქვს და ამიტომ, მათ სხვა გზა არ რჩებათ, ძალადობრივი სცენარის მიღმა. ეს განცხადება მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც თურნავამ განმარტა, ამ ყველაფერს, როგორც კვლევები, ისე მოსახლეობის განწყობაც ადასტურებს. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას. ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ და ამის რწმენის საფუძველს არა მხოლოდ კვლევები გვაძლევს, არამედ ყოველდღიური შეხება მოსახლეობასთან. ჩვენ მუდმივად დავდივართ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ვხედავთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს.  ხედავს, ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, რომ ნდობის…

მეტი...

„ეს დიდი სპექტაკლი არჩევნებისთვის იყო დადგმული“ – ივერი მელაშვილის ოჯახი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„კომისიის წევრთაგან არ ვიცი ვინმემ მისცეს თუ არა საწინააღმდეგო ჩვენება, მაგრამ ვიღაცას უთქვამს რომ ეს ორი ადამიანი იყვნენ რუქების შედგენაში ძლიერი სპეციალისტები და მათ ვენდობოდით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ განაცხადა. დაკავებულის ოჯახს მიაჩნია, რომ მომხდარი მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, თამარ სულაძეს იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ საქმე სხვა ჭრილში გადავა: „ის ფარსი რასაც სასამართლოზე ვუყურე არის თეატრი, სხვა არაფრის თქმა შემიძლია ამ ფონზე, ეს დიდი სპექტაკლი არჩევნებისთვის იყო დადგმული. საბჭოთა კავშირის  დროს ვინაიდან არ იყო სახელმწიფო საზღვარი ამიტომ ეგონათ, რომ ეს იყო ჩვენი, სინამდვილეში…

მეტი...

“ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე” – კახა კალაძე

“ჩვენს გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ 2 დღე,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში არასდროს და ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლება, რომელიც ძალადობდა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე. „მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. მე არ შემიძლია არ აღვნიშნო თქვენი როლი და ჩართულობა ამ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დემოკრატიული პროგრესული და ჰუმანური ხელისუფლება დამკვიდრდა და ერთხელ და სამუდამოდ ვუთხარით არა ძალადობრივ, ბნელ წარსულსს. მე დარწმუნებით…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 ადამიანიდან, 9 აჭარაში მკურნალობდა, 7 – თბილისში, 2 – იმერეთში, 1 – მცხეთა-მთიანეთში და 1 – კახეთში

“გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი,” – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 35 567-ს. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე აღინიშნა, გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ, დღეის მდგომარეიბითაც…

მეტი...

“ქვეყანაში გაზიფიცირების 3 წლიანი გეგმა 2021 წელს დასრულდება” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა გაზიფიცირების შემდგომ 3 წლიან გეგმას განიხილავს. მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდგომ საქართველოს ექნება გაზიფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში.  “მოგეხსენებათ, რომ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 წლიანი გაზიფიცირების გეგმა, რომელიც 2021 წელს სრულდება. ჩვენ, რეგიონებში ბევრი ვიზიტების შემდგომ ვნახეთ, რომ ამ პროგრამის გაგრძელებაზე მოთხოვნა არსებობს და დღეს ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, განვიხილოთ გაზიფიცირების შემდგომი 3 წლიანი გეგმა, რომელიც შეეხება 2022-2024 წლებს და მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად, ქვეყნის გაზიფიცირება, ამ გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2024 წლისთვის იქნება სრულად დასრულებული და საქართველოს ექნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გაზიფიცირების. ეს იქნება დაახლოებთ 90…

მეტი...

საქართველოში COVID-19-ის 1709 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

საქართველოში გასულ 24 საათში COVID-19-ის 1709 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში ამ დროისთვის ქვეყანაში 35,567 კოვიდინფიცირებულია.  გამოჯანმრთელდა 2075 პაციენტი. სულ კოვიდინფექცია ამ დრომდე 16904-მა ადამიანმა დაამარცხა. “კოვიდ – 19”-ით გასულ 24 საათში 20პაციენტი გარდაიცვალა. სულ საერთო ჯამში კორონავირუსმა 273 ადამიანი იმსხვერპლა. 

მეტი...

„ადვოკატებს არ აძლევენ რუქების ასლებს, რაც ხელს უშლით დაცვის გახორციელებაში“ – სულხან მელაშვილის ოჯახი „მედიაცენტრ მთავარში“

„გარეჯის კომპლექსს საერთოდ არ ეხება ეს საქმე ამიტომ ნუ მოქმედებენ ხალხზე და ნუ ამბობენ, რომ ვიღაცამ გარეჯი გაყიდა,“ -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ განაცხადა. ოჯახის ინფორმაციით ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება დაცვა სრულყოფილად განახორციელონ, როგორც თამარ სულაძე აცხადებს „სამხარაულის“ ექსპერტიზის ბიურომ და პროკურატურამ ადვოკატებს რუქების ასლების გადაცემაზე უარი უთხრა: „ადვოკატები იყვნენ პროკურატურაში მოითხოვეს რუქების ასლები ასევე იყვნენ მისული „სამხარაულში“, მაგრამ ორივე სამსახურმა უარი უთხრა, ამით ცდილობენ ხელი შეუშალონ ადვოკატებს დაცვაში, მათაც მშვენივრად იციან, რომ ეს ხალხი არაა დამნაშავე და ყველნაირად ცდილობენ რომ ეს არ დამტკიცდეს. ჩემი…

მეტი...

მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების ანაზღაურების 4-თვიანი სახელმწიფო პროგრამა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა 1-ელი ნოემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს ითვალისწინებს კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მოქალაქეებისთვის ნოემბრიდან 4 თვის მანძილზე. პრემიერის თქმით, როგორც წინა ეტაპზე, ეს შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ასევე წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მთავრობის ანტიკრიზიული გეგმის მესამე ტალღა დავაანონსეთ. ეს ტალღა მოიცავს, როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე ცალკეული მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას და ის პირველი ნოემბრიდან იწყება. ეს გახლავთ კომუნალური გადაასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება…

მეტი...

“განადგურდა მოწინააღმდეგის ორი – T-72 ტიპის ტანკი? – აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები ძირითადად ხოჯავენდის, ფიზულისა და გუბადლის მიმართულებებით გრძელდებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საპასუხო ცეცხლის შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგე მხარის საბრძოლო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. „განადგურდა მოწინააღმდეგის ორი – T-72 ტიპის ტანკი, ორი – BM-21 „გრადის“ ტიპის სარაკეტო სისტემა, 14 სხვადასხვა ტიპის ჰაუბიცა და 6 სატრანსპორტო საშუალება,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანის ჯარი ფრონტზე ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებს.

მეტი...