საპატრიარქო სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.

„აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია. 13 ოქტომბერს, ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა 10:00 საათზე“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მსგავსი თემები