გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყება

  •  

 გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი გორის რაიონულ სასამართლოში ხვალ, 19 ოქტომბერს იწყება. სხდომა სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების სიის დამტკიცება მოხდება. საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის სურვილი და თანხმობა სამმა ბრალდებულმა – არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა გამოთქვეს. ცნობისთვის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდზე ბრალდებულებიდან არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეს განიხილავს

მეტი...

თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერია

  •  

 საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს თხოვნით, თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა. როგორც მერიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს დაუკავშირდა. ,,დედაქალაქის მერია ტრადიციულად, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დამოუკიდებლობის დღეების და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, თბილისის ანძას მათი სახელმწიფო დროშების ფერებში ანათებს. წელს ანძა ბრაზილიის, თურქმენეთის, სან-მარინოს, შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ლიბიის, ინგლისის, სომხეთის, აშშ-ის და გერმანიის დროშების ფერებში განათდა“, – ვკითხულობთ თბილისის მერიის განცხადებაში.

მეტი...

დიდუბეში კაცის ცხედარი იპოვეს

  •  

 რამდნეიმე წუთი წინ, დიდუბეში ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი შუახსნის მამაკაცია. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს – ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

„ყარაბაღი აზერბაიჯანია, დროშა აღმართულია“ – ილჰამ ალიევი

  •  

 აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში „პოსტს“ აქვეყნებს და წერს, რომ,  ხუდაფერინის ხიდზე აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. “აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღმართეს აზერბაიჯანის დროშა ​ხუდაფერინის უძველეს ხიდზე. გაუმარჯოს აზერბაიჯანელ ხალხს! ყარაბაღი აზერბაიჯანია!”- წერს პრეზიდენტი სოცილურ ქსელში. ​ხუდაფერინის ხიდი სტრატეგიოლი მნიშვნელობისაა და ის  ჯებრაილის რაიონში მდებარეობს.

მეტი...

„ქართული ოცნების” ლიდერებმა ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაო დაათვალიერეს

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ, ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო სამუშაო დაათვალიერეს. „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მშენებლობის ხელმძღვანელმა, ლაშა ტრაპაიძემ, ნოქალაქევის კომპლექსის სრული რეაბილიტაციის პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ახალი სამუზეუმო სივრცის მოწყობა, სადაც, ექსპოზიციის სახით, ნოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები გამოიფინება. ახალ მუზეუმშივე განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ – სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე არქეოლოგიურ მისიებს მოემსახურება. 2016 წელს დაწყებულ კომპლექსურ სამუშაოებს სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის…

მეტი...

“შრომა, რომელიც აბაშაში, მიწის ყოველ გოჯზე ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია, მთავრობა ყოველთვის გვერდით დაუდგება გლეხს” – გიორგი გახარია

  •  

 “მშრომელი ადამიანი, აქ, ყოველთვის იყო დიდი ღირებულება. ეს შრომა, რომელიც აქ, მიწის ყოველ გოჯზე ჩანს და ყოველთვის ჩანდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველანაირად ხელი შეუწყოს მშრომელ ადამიანს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, აბაშაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა შრომისმოყვარე მოქალაქეს ყოველთვის დაუდგება გვერდით. „ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა, აქ, თქვენთან ერთად საუბარი საქართველოს მომავალზე, დიდი კონსტანტინეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტის სამშობლოში. ამ კუთხემ 90-იანებში ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა, ისე, როგორც მთლიანად სამეგრელომ და მთლიანად…

მეტი...

“კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები არასასურველია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს” – ბადრი ჯაფარიძე

  •  

 “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯაფარიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარე თავს კარგად გრძნობს და ვისთანაც მას შეხება ჰქონდა, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. რაც შეეხება დარჩენილ ორ კვირას და წინასაარჩევნო პერიოდს, ჯაფარიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ყველა წესის დაცვით არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. “მხარდამჭერს, რომელთანაც მამუკას შეხება ჰქონდა, აღმოაჩნდა კორონა, მანაც დაზღვევის მიზნით გაიკეთა ტესტი. პასუხი  დადებითია და იმყოფება თვითიზოლაციაში, თუმცა თავს კარგად გრძნობს და შემართებითაა. სანამ განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი არ იქნება, დარჩება თვითოზოლაციაში. ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ბოლო დღეებში მამუკას ჰქონდა შეხება,…

მეტი...

“დღეს საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს კიდევ ერთი დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 “დღეს საქართველო მზად არის, რომ ჩაატაროს კიდევ ერთი დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები უკვე არსებითად პროპორციული სისტემით და ეს საარჩევნო სისტემა თქვენ გაძლევთ საშუალებას, მოიპოვოთ უფრო ძლიერი დემოკრატიული კონტროლი თქვენს ხელისუფლებაზე, მიიღოთ უფრო აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და უფრო მეტად ჩაერთოთ თქვენი ქვეყნის აღმშენებლობაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სენაკში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია წარადგინა. არჩილ თალაკვაძემ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა შეახსენა. მისი თქმით, დღეს საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივა აქვს და ამისთვის…

მეტი...

დავით ჭიჭინაძემ დღეს თბილისში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

  •  

 პოლიტიკური მოძრაობა “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას ” ლიდერმა დღეს თბილისში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. პოლიტიკური პარტიის კანდიტები არიამ: 1. ისანი – დავით ჭიჭინაძე; 2. ნაძალადევი – ლია მუხაშავრია; 3. დიდუბე-ჩუღურეთი – მიხეილ ქავთარაძე; 4. მთაწმინდა-კრწანისი – კობა ამირხანაშვილი; 5. ზურაბ ნიჟარაძე – საბურთალო; 6. სამგორი – ვაჟა ჟვანია; 7. ლევან ჩხეიძე – ვაკე.

მეტი...

100-მდე მოწამვლის ფაქტი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

  •  

 “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა”, – ამის შესახებ ინფორმაციას „გურიაTV“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაციას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მაკა ჭყონია ადასტურებს. მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის ბაღებში პირველი ოქტომბრის ნაცვლად, კორონავირუსის გამო, 15 ოქტომბერს განახლდა. უკვე მეორე დღეს კი ბავშვებში მოწამლის სიმპტომები: მაღალი სიცხე, დიარეა, ღებინება აღინიშნა. მსგავს სიტუაციაში დღეს ოზურგეთში 11 ბაღი და 100-მდე აღსაზრდელია. სიტუაციას ეპიდემიოლოგებთან ერთად, სურსათის უვნებლობის სამსახურიც იკვლევს.

მეტი...

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ მათი 673 სამხედრო დაიღუპა

  •  

 არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, მათი დაღუპული სამხედროების რაოდენობამ 673-ს მიაღწია, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. ამავე უწყებაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ კონფლიქტს რეგიონში მცხოვრები კიდევ 40 სამხედრო ემსხვერპლა. მთიანი ყარაბაღის რეგიონში ეს ყველაზე მწვავე დაპირისპირებაა 1990-იანი წლების შემდეგ. მაშინ კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

მეტი...

თერჯოლაში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 თერჯოლაში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკა „თერჯოლამედის“ დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვალება დღეს დილით დაფიქსირდა. გარდაცვლილია 71 წლის ქალი, ის კლინიკაში სამეგრელოდან ორი დღის წინ შეიყვანეს. მას თანმდევი დაავადებები ქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1192 ადამიანს დაუდასტურდა, 233 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ერთიანი გუნდით და ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხებთ იმ პრობლემებს, რომელიც ფოთში არსებობს და მოსახლეობას აწუხებს” – კახა კალაძე

  •  

 “დარწმუნებული ვარ, ერთიანი გუნდით და ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხებთ იმ პრობლემებს, რომელიც ფოთში არსებობს და მოსახლეობას აწუხებს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, ფოთში განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ფოთი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქია. „მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებთან ერთად, ამ ულამაზეს ქალაქში ვიმყოფები. ფოთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ევროპული ტიპის ქალაქია, რომლის განვითარებაშიც უდიდესი წვლილი აქვს დიდ ქართველს, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას, ნიკო ნიკოლაძეს, რომელმაც პატარა, ჭაობიანი ადგილი საქართველოს გამორჩეულ, უდიდესი პერსპექტივის მქონე ქალაქად აქცია. ფოთი ძალიან…

მეტი...

“შემდგომი ოთხი წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები” – გიორგი გახარია

  •  

 “შემდგომი ოთხი წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები, იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ფოთში, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთს განსაკუთრებული ფუნქცია ანტიკური პერიოდიდან ჰქონდა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ფოთის განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდეს. „მოგესალმებით ფოთელებო! კახიმ კარგად გაიხსენა ფოთის მნიშვნელობა საქართველოსთვის, ფოთის პორტის მნიშვნელობა, საზღვაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა, თუმცა, უნდა დავამატოთ, რომ ანტიკური პერიოდიდან ჰქონდა ამ ქალაქს ეს ფუნქცია. ათასწლეულების წინ, თუმცა დიდი ნიკო ნიკოლაძის შემდგომ ამან სულ სხვა დატვირთვა მიიღო…

მეტი...

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

  •  

 საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე აღდგება მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა ამ ეტაპზე არ მოხდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ნარჩუნდება წერტილოვანი შეზღუდვები და რეგულაციების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდება. „საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და სხვა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მეტი...

მამუკა ხაზარაძე „კოვიდ დადებითია“

  •  

 პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დაუდასტრუდა. ინფორმაციას თავად ინფიცირებული სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მოგესალმებით მეგობრებო, ჩემს თანამებრძოლებს, “ლელოელ” თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ. ამ მომენტისთვის სიცხე აღარ მაქვს, თავს ვგრძნობ კარგად და ვარ საბრძოლო შემართებით. ჩვენი ხელისუფლების უუნაროდ, არაპროფესიონალურად და უპასუხისმგებლოდ მართულმა პროცესებმა, საქართველოს თითოეული მოქალაქე საფრთხის წინაშე დააყენა.…

მეტი...

„ქართული ოცნებისთვის“ თითოეული ქალაქი, თითოეული რეგიონი განსაკუთრებულია და ყველა მათგანის განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია” – კახა კალაძე

  •  

 “ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ თითოეული ქალაქი, თითოეული რეგიონი განსაკუთრებულია და ყველა მათგანის განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, ხობში განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე დღეს თქვენს წინაშე, ადამიანების წინაშე, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი მუნიციპალიტეტი, თავიანთი მხარე და ჩვენი ქვეყანა. ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ თითოეული ქალაქი, თითოეული რეგიონი განსაკუთრებულია და ყველა მათგანის განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია. 2012 წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა და მასთან ერთად უამრავმა ადამიანმა, მათ შორის თქვენ, სიცოცხლე და პირადი…

მეტი...

“ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას” – გიორგი გახარია

  •  

 “ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ  არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, ხობში განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არ უნდა იყოს სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი, თბილისში, ხობში, ბათუმსა თუ ზუგდიდში, ყველგან უნდა იყოს თანაბარი პირობები. „ხობი სამეგრელოს შესანიშნავი და ყველაზე ღირსეული ადამიანების კუთხეა. ხობი სამეგრელოს შუაგულია, აქ მთავრდებოდა დიდი აბრეშუმის გზა და აქედან იწყებოდა მოგზაურობა აღმოსავლეთიდან ევროპაში. ხობმა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 90-იანებში ბევრი მძიმე დღე გამოიარა და ამ მძიმე…

მეტი...

“მდგომარეობა საგანგაშოა, დაგვინდეთ” – მარინა ენდელაძე

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის განცხადებით, ეპიდემიის თვალსაზრისით, საქართველოში ვითარება საგანგაშოა.   „ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს – დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“, – განაცხადა ენდელაძემ ჟურნალისტებთან. ეპიდემიოლოგის  შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის უკვე აქტიური გავრცელებაა და აუცილებელია რეგულაციების დაცვა. შეგახსენებთ, რომ 24 საათში, საქართველოში ვირუსის მაქსიმალური მაჩვენებელი 1192 შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

კორონავირუსის ორი ფაქტი დაფიქსირდა “აგროჰაბში”

  •  

 “COVID-19” დაფიქსირდა “აგროჰაბშიც”. ნაციონალური პროდუქტების ჰიპერმარკეტის საწარმოში, კორონავირუსი ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. კომპანიის დირექტორის, გიორგი ჯაშიაშვილის თქმით, ინფიცირებულები ცვლებში მუშაობდნენ, რის გამოც მათ თანამშრომლების დიდ ნაწილთან შეხება არ ჰქონიათ. მათი კონტაქტების ნაწილი კი თვითიზოლაციაშია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი განცხადებით სტაბილურია.

მეტი...

აჭარაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 343 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 167 კოვიდ დადებითი პაციენტი, გარდაიცვალა სამი ინფიცირებული. „გარდაიცვალა ორი პაციენტი. ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 88 წლის ქალი, დიაგნოზი: „კოვიდ-19“, პნევმონია დაუზუსტებელი.გართულება: სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მეორე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გარდაიცვალა, 60 წლის ქალი. დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება „კოვიდ-19“, ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურებული, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები. თანმხლები დაავადება ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი ინფიცირებული, 69 წლის მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 471 თბილისში დადასტურდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 445 თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. აჭარაში 343 შემთხვევა აღირიცხა, იმერეთში – 211. სამეგრელო ზემო-სვანეთში 45; შიდა ქართლში – 37; ქვემო ქართლში – 39; გურიაში – 18; სამცხე ჯავახეთში – 14; მცხეთა მთიანეთში – 13 და კახეთში – 11.

მეტი...

“მინდა, ვიყო მათი კეთილსინდისიერი მსახური” – ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდელებზე

  •  

 „ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემოა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში მის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დიდი პატივია იყო სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი ისეთ ქალაქში, როგორიც არის ზუგდიდი. „მე, ირაკლი ჩიქოვანი ვარ ადამიანი, რომელიც ვაფასებ თქვენს გვერდში დგომას, ვაფასებ იმ ნდობას, რომელიც ჩემ მიმართ გამოავლინა პარტია „ქართულმა ოცნებამ“. მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდს… ეს ქალაქი არ…

მეტი...

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

  •  

 სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს და მომგებიანი პოზიციების დაკავების მიზნით, ხუდაფერინის წყალსაცავის მიმართულებით იერიში მიიტანეს. სტეპანიანი წერს, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8060. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 136-ს შეადგენს.

მეტი...