ამერიკულმა კომპანიამ კორონავირუსის ვაქცინაზე ექსპერიმენტი შეწყვიტა

კორონავირუსის ვაქცინაზე ცდა კიდევ ერთმა ფარმაცევტულმა კომპანია  „Johnson & Johnson“-მა შეაჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ერთ-ერთი კვლევის ობიექტი გახდა, რომელსაც „აუხსნელი დაავადება“ გამოიწვია.

ექსპერიმენტის შეჩერებასთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენი გაიდლაინების შესაბამისად, მონაწილის დაავადება განიხილება და ფასდება მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის დამოუკიდებელი საბჭოს (DSMB), გარდა აღნიშნულისა, შიდა კლინიკური და უსაფრთხოების ექიმების მიერ. მოულოდნელი, სერიოზული გვერდითი მოვლენის (SAE) დაფიქსირებისას, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ვაქცინასთან ან საკვლევ პრეპარატთან, ჩვენი კვლევები ჩერდება. სანამ კვლევის განახლების შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ყველა სამედიცინო ინფორმაციას სიფრთხილით გადავხედავთ.”

ფარმაცევტულ კომპანიას ცდა 60 000 ადამიანისთვის უნდა ჩაეტარებინა.

მსგავსი თემები