„ქართულმა ოცნებამ“ ასპინძაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ასპინძის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წარუდგინა.

დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მოხდა. ღონისძიებას, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

გიორგი გახარიამ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით 20 მილიონი ლარი სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. რაც შეეხება ასპინძას, ამ ადგილს ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალი აქვს.

პრემიერმა ბიზნესის ხელშეწყობასა და სერვისების მიღების გამარტივებაზეც ისაუბრა და არჩევნების მნიშვნელობასაც შეეხო. „პროვოკაციების მოწყობის უფლებას არავის მივცემთ, მოთმენა დაგვჭირდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წყნარ და მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა“, – აღნიშნა გახარიამ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, გამარჯვების შემთხვევაში,მისი საქმიანობის პრიორიტეტი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა და ტურიზმის განვითარება იქნება.

დღესვე მმართველი გუნდი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სამველ მანუკიანს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში წარადგენს.

მსგავსი თემები