“მოსახლეობასთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთე” – ირაკლი ჩიქოვანი

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ჯიხაშკარისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომელთა მოგვარების გზებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს. ,, დღეს ჯიხაშკარისა და ხეცერის მოსახლეობას შევხვდით. ადგილობრივებთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები და მოსახლეობის საერთო განწყობა. ზუგდიდში პანდემიის პირობებშიც არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ყველა სოფელთან მისასვლელი გზა, მოწესრიგებული იქნება. ჯიხაშკარში წალენჯიხასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა უკვე მოწყობილია, რითაც მოსახლეობის წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოვაგვარეთ. ვგეგმავთ საჯარო სკოლის რეაბილიტაციასაც. დღის ბოლოს შეხვედრა ხეცერაში დავასრულეთ. სხვა სოფლების…

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აღრიცხულია ინფიცირების 40 788 შემთხვევა, მათგან 598 ლეტალური აღმოჩნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ვირუსი უკვე დაძლია 38 587 პირმა.

მეტი...

“ასეთი დუნე მატების პირობებში, ჩვენ შეგვიძლია კონტაქტების მართვა” – თამარ გაბუნია

“დღეს, რასაც ვუყურებთ, ეს არის ლოკალიზებული ეპიდემიოლოგიური სურათი” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში სწრაფი პიკის დადგომის სურათი არ იკვეთება. „ინტენსიურად გრძელდება კონტაქტების მოძიება და იზოლაცია. პრევენციული ზომები რა თქმა უნდა გრძელდება და ამ შედეგის დასანახად სულ მცირე 2 კვირა გვჭირდება, რათა გამოიკვეთოს სად მივდივართ. ინფიცირებულთა ზრდა არის, მაგრამ ეს არ არის გეომეტრიული პროგრესით ზრდა, რაც ასევე მიუთითებს იმას, რომ ზომებს შედეგი აქვს. ასეთი დუნე მატების პირობებში, ჩვენ შეგვიძლია კონტაქტების მართვა. კარგია რომ მძიმე შემთხვევები ნაკლებია და შესაბამისად საწოლფონდის გადატვირთვის რისკიც ნაკლებია. ჯერჯერობით სწრაფი პიკის დადგომის…

მეტი...

” 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით საჯარო სექტორში ხელფასები არ აზრდება” – ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა გათვალისწინებული არ არის. „ჩვენ მოვისმინეთ მოსაზრებები და შეფასებები, თითქოს მომავალი წლის ბიუჯეტში საჯარო სექტორში ხელფასები იზრდება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სამწუხაროდ, ამის რესურსი ბიუჯეტს არ აქვს და 2021 წელს საჯარო სექტორში ხელფასების ზრდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის“, – განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. როგორც მან აღნიშნა, თანხა, რომელიც 2021 წელს ჩადებულია შრომით ანაზღაურებაში, არის რესურსი, რომელიც საჭიროა, რათა მოხდეს მიმდინარე წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება. „როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წელს…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 192 ადამიანს, ინფექცია დაუდასტურდა 49 პირს, ორი პაციენტი კი, გარდაიცვალა. ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს 117 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

თბილისში, „ოქროს ბირჟაზე“ კოვიდინფიცირების ორ ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ე.წ. ოქროს ბირჟის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი ცენტრალის” პრესსამსახურიც ადასტურებს. ამასთან, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ოქროს ბირჟა“ ორი კვირით აჩერებს მუშაობას.

მეტი...

სომხეთი ჯარისკაცებს აგროვებს და ყველას ჯარში აბრუნებს

სომხეთი საომარი მოქმედებების შეწყვეტს არ აპირებს და პირიქით, სამხედრო დანაყოფებს აძლიერებს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  ჯარისკაცებს, რომლებიც დემობილიზებულები იყვნენ, ქვეყნის დასაცავად არმიაში დაბრუნებისკენ მოუწოდა. „მათ, ვინც შეინახა თავისი სამხედრო ფორმა, მოვუწოდებთ კვლავ გამოცხადდნენ ფორმით და დოკუმენტებით. დღესდღეობით ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ და თუ ყველა ერთად არ დავდგებით გენოციდის მსხვერპლნი გავხდებით“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს აპლიკაცია STOP COVID აქტიურად გამოიყენონ

“ზაფხულში აპლიკაცია STOP COVID ჩამოტვირთა 217 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, 13 ათასზე მეტმა ადამიანმა გაგზავნა შეტყობინება, საიდანაც 17 ინფიცირებული ადამიანი აღმოვაჩინეთ.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნული აპლიკაცია მნიშვნელოვნად დაეხმარება ეპიდემიოლოგებს კონტაქტების მოძიებაში. „ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ზაფხულის თვეებში შევიძინეთ ავსტრიული აპლიკაცია, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა კორეაში, სინგაპურში. დღესდღეობით, ევროპის არაერთი ქვეყანა იყენებს აპლიკაციას, რადგან ადამიანური რესურსი ნამდვილად არ არის შეუზღუდავი და მას გარკვეული დაზოგვა სჭირდება. ზაფხულში აპლიკაცია STOP COVID ჩამოტვირთა 217 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, 13 ათასზე მეტმა ადამიანმა გაგზავნა შეტყობინება,…

მეტი...

„დღეს ჩვენ ახალ ისტორიას ვწერთ” – ილჰამ ალიევი

“ჩვენ საკუთარ მიწაზე ვიბრძვით. აზერბაიჯანი უკვე ერთი კვირაა იბრძვის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად,” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანი დღეს ახალ ისტორიას წერს. „დღეს ჩვენ ახალ ისტორიას ვწერთ, დიდებულ ისტორიას ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოსი. დღეს ჩვენ ისტორიულ სამართლიანობას აღვადგენთ, რადგან ყარაბაღის მიწა – ეს ჩვენი ისტორიული მიწაა. აზერბაიჯანელი ხალხი საუკუნეები ცხოვრობდა, ქმნიდა და აშენებდა ამ მიწებზე, თუმცა 30 წლის განმავლობაში სომეხ ჯალათებს ოკუპირებული ჰქონდათ ჩვენი მიწები, ანადგურებდნენ ყველა ჩვენს ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ ძეგლს“, – აცხადებს ალიევი.

მეტი...

საქართველოს პატრიარქი დააჯილდოვეს

სასულიერო აკადემიამ პატრიარქს ჰონორის კაუზას საპატიო დიპლომი გადასცა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, ის მთელი ცხოვრება ეკლესიას ემსახურება და ამ ყველაფრისთვის ძალას ქართველი ერი აძლევს. „მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია. მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ესაა მთავარი მიზანი და ამ ერთობაში ყოველთვის ჩვენი ერი მაძლევს ძალას. ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისთვის“ – ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაჯილდოების ცერემონიაზე.

მეტი...

“ლაბორატორიული კვლევის მონაცემებით გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს” – გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის პირველადი მონაცემებით, გორში სასმელი წყალი დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებს. “ქალაქ გორში, წყალმომარაგების კომპანიის ლაბორატორიის მიერ შემოწმებული პირველადი მონაცემებით, ორგანულეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლებით, სასმელი წყალი აკმაყოფილებს წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებს. გაერთიანებული წყალომარაგების კომპანია განაგრძობს წყლის მიკრობილოგიური მაჩვენებლებით კვლევას, რომლის შედეგები 24 საათში გახდება ცნობილი. პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს წყლის სინჯების აღებას სათავე ნაგებობიდან და სხვადასხვა წერტილიდან,რომლის პასუხები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. სათავე ნაგებობაზე იმყოფებიან კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს. ადგილზე ჩავა და ვითარებას გაეცნობა წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური დირექტორი ირაკლი ნაფეტვარიძე . აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

ტესტის გარეშე პირდაპირ იზოლაციაში – ახალი გადაწყვეტილება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფები ტესტირების გარეშე პირდაპირ იზოლაციაში უნდ გადავიდნენ. მათ ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა კი 12 დღე მოუწევთ. „სამინისტროში წარვადგინეთ დადგენილება, რომ ინფიცირებულების ახლო კონტაქტები, ოჯახის და სამსახურებრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. უნდა დარჩნენ სახლში ან კარანტინში. შემდგომ, 12 დღის განმავლობაში, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, არ უტარდებათ ტესტირება. 12 დღის შემდგომ კი თავისუფლები არიან. თუ მოხდა კიდეც ინფიცირება ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, გადამდებები აღარ არიან. თუ 12 დღის განმავლობაში წარმოეშვებათ სიმპტომი-ხველა, ტემპერატურა , სუნთქვის გაძნელება, უკავშირდებიან ექიმს“,-აღნიშნა…

მეტი...

მერიასთან ოპოზიციის 4 წევრი დააკავეს – მერიის განცხადება

თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე დაკავებულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ 4 წევრი. ისინი მერიასთან დაკისრებულ ჯარიმების გასაპროტესტებლად მივიდნენ, თუმცა, ისევ დააჯარიმეს, რასაც დაკავებაც მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150​3 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას. სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა“ – აცხადებენ მერიაში. დაკავებულებთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ, რომ ისინი…

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება“ – მიხეილ ყაველაშვილი

„სიმართლე ის არის, რომ „ ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა. ამ კვლევებს  არ ვენდობი, რადგან საკმაოდ დიდი აცდენებია შეფასებებშიც და დამოკიდებულებებშიც. ამიტომ სერიოზულად არ ვუყურებ“, – განაცხადა  ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტვ „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით.  მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ აქვს 60%-მდე მხარდაჭერა. მისივე თქმით, მმართველ პარტიას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება.​

მეტი...

შალვა კერესელიძე დუშეთის მოსახლეობას შეხვდა

მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში, “ქართული ოცნების” მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დუშეთში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შალვა კერესელიძემ დუშელებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების შესახებ კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ქალაქში სრული რეაბილიტაცია უტარდება ისტორიულ პირველ საჯარო სკოლას; მიმდინარობს დუშეთის ძველი ისტორიული უბნების რეაბილიტაცია; შენდება სპორტული კომპლექსი; სრული რეაბილიტაცია უტარდება სამივე საბავშვო ბაღს; წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. „თბილი და სასიამოვნო შეხვედრა მქონდა დუშელებთან. მე მათ ჩემი ხედვები გავაცანი, თუ როგორ ვხედავ ქალაქის განვუთარებას სამომავლოდ. დაგეგმილი გვაქვს, არაერთი პროექტი. ნაწილი მასშტაბური პროექტების მიმდინარეობის, ნაწილიც კი სამომავლოდ განხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს“- ლევან დავითაშვილი

„ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისის მერიისთვის გადაცემა განსაკუთრებული ფაქტია. აქ განხორციელდება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობ ის მიინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება. „მოეწყობა ცენტრალური პარკი. როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის, შეიქმნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო. წლების განმავლობაში, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა ერთ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს ჯანსაღი გარემოსთვის და ეკოლოგიისთვის, მათ შორისაა შავ ზღვისპირეთში განხორციელებული ახალი ცენტრები, რომლებმაც ქვეყნის ტურისტული მიზიდულობა სრულად შეცვალა. ასევე პროექტი, რომელიც თბილისის ქედის გამწვანებას, ველობილიკების მოწყობას, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ამ ჩამონათვალში, მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის…

მეტი...

“იზრდება ლაბორატორიების რაოდენობა, რათა ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება ყველგან იყოს ხელმისაწვდომი” – ამირან გამყრელიძე

მარაგში გვაქვს დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი „პისიარ“ ტესტი და 200 000-მდე სწრაფი ტესტი. ამიტომ, ამ მხრივ ქვეყანაში დაბრკოლება არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში ლაბორატორიების რაოდენობა იზრდება, რათა ტესტირება ყელგან ხელმისაწვდომი. ამასთან, გამყრელიძემ საზოგადოებას ეპიდემიოლოგების მიერ გაცემულიი რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „იზრდება ლაბორატორიათა რაოდენობა რათა, ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება ყელგან იყოს ხელმისაწვდომი. გეოგრაფიულად ახლოს იყო 22,  უახლოეს მომავალში  სამი ლაბორატორია ემატება, რათა ხელმისაწვდომობა იყოს. მთავარია, ისევ და ისევ ჩვენი პასუხისმგებლობა, რაც უნდა გამოიხატოს იმ…

მეტი...

დინამოს აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დინამოს აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აკადემიის ინფორმაციით, საწვრთნელი პროცესი 1 კვირით გადაიდო.  “ბოლო პერიოდში მათ მინიმალური შეხება ჰქონდათ სავარჯიშო პროცესთან, შესაბამისად აკადემიაში გათვალისწინებულია ჯანმრთელობის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და ახლო პერიოდში აკადემიის ყველა თანამშრომელს მორიგი ტესტრება ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღდგება საწვრთნელი პროცესი. ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსშია დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და გათვალისწინებულია მათი რჩევები და მითითებები,” – ნათქვამია დინამოს აკადემიის განცხადებაში. 

მეტი...

“გრიპის ვაქცინა შეძენილია და პირველ ნაწილს ერთი კვირის განმავლობაში ველოდებით” – ეკატერინე ტიკარაძე

გრიპის ვაქცინა შეძენილია და ერთი კვირის მანძილზე ველოდებით, რომ პირველი ნაწილი საქართველოში იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს. „ვაქცინა შეძენილია, ჩვენ ვზრუნავთ, რომ შევიძინოთ ვაქცინის დამატებითი რაოდენობა, რადგან მოსახლეობაში გაზრდილია მოთხოვნა და სურვილი რომ იყვნენ აცრილები. შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი იქნება საქართველოში და დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. საერთო ჯამში, ჩვენ შევიძენთ 250 ათასზე მეტ ვაქცინას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

“გაზრდილ რიცხვებს არ აღვიქვამთ როგორც ნეგატიურ რიცხვებს” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილ რიცხვებს ნეგატიურად არ აღიქვამენ – ეკატერინე ტიკარაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. “გაზრდილ რიცხვებს არ აღვიქვამთ როგორც ნეგატიურ რიცხვებს, რადგან საკმაოდ მაღალია პროცენტული გამოვლენა იმ სამიზნე ჯგუფებში, რომლებშიც ჩვენ ვატარებთ ტესტირებას. ჩვენი მიზანია, გამოვლენა გვქონდეს მაღალი და არცერთი ინფიცირებული არ დარჩეს როგორც საზოგადოებისთვის რისკის მატარებელი საზოგადოებაში და ინფექციის გამავრცელებელი,” – აღნიშნა მინისტრმა. საქართველოში დღეს კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი.

მეტი...

“ინციდენტობის მაჩვენებელს თუ ავიღებთ, ჯერჯერობით კარგად გამოვიყურებით” – ამირან გამყრელიძე

აჭარაში დადებითობის პროცენტო საკმაოდ მაღალი გვაქვს, რაც ნიშნავს, რომ მიზნობრივი ტესტირება შედეგს იძლევა იმისა, რომ თითქმის ყველა ხუთიდან ერთში ინფიცირება დგინდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საერთო ინციდენტობის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ეგრეთ წოდებულ, დაბალ დიაპაზონშია ჯერჯერობით, ამ კუთხით ქვეყანა კარგად გამოიყურება. „მთლიანად საქართველოში ეს მაჩვენებელი 3.69 პროცენტია. იცით, ჩვენთან ინციდენტობის მაჩვენებელს ვითვლით ბოლო შვიდი დღის და ბოლო 14 დღის განმავლობაში. შვიდი დღის მაჩვენებელი გვაქვს 12/100 000 მოსახლეზე მთელს ქვეყანაში და 14-დღიანი ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი არის 9.6/…

მეტი...

“ჩემი რეკომენდაციაა, საქართველო-ბელარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდეს” – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველო-ბალარუსის მატჩი მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული რეკომენდაციაზე უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრა. „მჩემი რეკომენდაცია დღევანდელ სხდომაზეც ვთქვი. ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ ​სტადიონის საერთო მაყურებლის 30 პროცენტის დასწრების ნება დაგვრთო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნებს დაუტოვა. საქართველოში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ქუთაისში კორონავირუსით 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა – 62 წლის მამაკაცს ქუთაისში,  “კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრში მკურნალობდნენ.  ის კლინიკაში 24 სექტემბერს შევიდა და შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიდა. პაციენტს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან და სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღენიშნებოდა.  ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მეტი...

“პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატება რომ გავიმეოროთ, საჭიროა, ერთად იმუშაოს სამმა კომპონენტმა ​- მოქალაქემ, სახელმწიფომ და დაწესებულებებმა” – გიორგი გახარია

ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის დაწყებიდან დაახლოებით რვა თვე გავიდა, თანამედროვე მსოფლიომ ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისევ პირბადე, ისევ დისტანცია, ისევ დიდი რაოდენობის არასაჭირო სოციალური თავშეყრებისგან თავის არიდება და ა.შ., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არის ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე და მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები. მისივე თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა და საჭიროება არ არსებობს. „ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე ვართ, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ეს წესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, გითხრათ, არავის ეგონოს,…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია” – კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“ უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ბუნებაზე ზრუნვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვანე სივრცეებისა და უნიკალური პარკების შექმნაა, რომელთაგან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს, ქალაქის ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ გადასცემენ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც…

მეტი...

“ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით” – გიორგი გახარია

“ვაგრძელებთ ეკონომიკის, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არ გვაქვს არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა გაიზარდოს ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა, რათა პროცესები რთული სამართავი არ გახდეს. „ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ერთმნიშვნელოვნად, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება…

მეტი...

„ახლა, რაც ხდება აჟიოტაჟი, ბრალდებები და ამ თემის წამოწევა, ეს ყველაფერი პროცესს ზიანს აყენებს“ – ივერი მელაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„მეორე მხარესთან, რომ დაჯდება ეს ახალი კომისია მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, უნდა ვიყოთ ფრთხილად, ესაა სენსიტიური თემა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრმა, ივერი მელაშვილმა განაცხადა. მელაშვილი იმ პროცედურებზე საუბრობს, რაც მისივე ინფორმაციით, განცხადებების გაკეთებამდე მხარეებმა უნდა გაიარონ. მისივე მოსაზრებით, აჟიოტაჟი ზიანს აყენებს პროცესებს: „საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დაახლოებით 66% შეთანხმებულია, ოღონდ ეს გაკეთებულია კომისიების დონეზე. სახელმწიფოებს შორის შეთანხმება სხვა თემაა, ეს რთული სამართლებრივი პროცედურაა. უნდა გამოყონ უფლებამოსილი პირები ხელმოსაწერად. ასევე, საჭიროა პარლამენტების მიერ რატიფიცირება და კიდევ სხვა დეტალები როგორც…

მეტი...

„ეს არის უმძიმესი ბრალდება”, – “თავი შეიკავეთ ყველამ” – მიმართვა სასულიერო პირებს

„საუბარია 200 00 – იან მასშტაბის რუქებზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს გაიცა. ჩემთან ეძებდნენ თუ რაიმე დაკავშრებული იყო თუ არა ამ საკითხთან, რატომღაც ეჭვები წამოვიდა თავდაცვის სამინისტროდან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“საგარეო საქმეთა სამინსიტროს, მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ივერი მელაშვილმა განაცხადა. ივერი მელაშვილი თითქმის 25 წელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსად, კომისიის წევრად და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა, თუმცა მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლახან გახდა ცნობილი, როცა საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო საქართველოს სახელმწიფო…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 375 პირი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 4619 -ს შეადგენს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 52-ს შეადგენს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 52-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8696 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. ქვეყანაში კორონავირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. „5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა! მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში. თითოეულ თქვენგანს, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში. თქვენი შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას. იცოდეთ, რომ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნება.ღრმად მწამს, მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე…

მეტი...

დონალდ ტრამპს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

ამერიკული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საავადმყოფოდან დღეს გაწერონ. უარყოფითია შტატების საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის ტესტის პასუხი. ბაიდენმა კოვიდ-19-ზე ტესტირება ტრამპთან გამართული დებატების შემდეგ უკვე მესამედ ჩაიტარა. ინფიცირების შემთხვევების მატების გამო დღეიდან შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება პარიზში. ცნობილია, რომ ქალაქის მასშტაბით კაფე-ბარები 15 დღით დაიხრება. რთული ეპიდისიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში რუსეთში ვირუსს 107 ადამიანი ემსხვერპლა, მედიკოსების რჩევით მოსკოვის ყველა სკოლაში 14 დღით სწავლა შეჩერდება. გასული დღე-ღამის მონაცემებით, ფატალური შემთხვევების რიცხვი თურქეთში 57-ს, სომხეთში ხუთს, აზერბაიჯანში კი ერთს შეადგენს.

მეტი...

40 წლის მამაკაცი, მოსკოვის გამზირზე პოლიციელს თავს დაესხა

დაკავებულია მოსკოვის გამზირზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული. 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თბილისში აიყვანეს.  პოლიციელზე თავდასხმის გარდა დაკავებულს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაშიც ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ქუთაისის 31-ე კოლაში ინფექცია 2 მოსწავლეს დაუდასტურდა

ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა დღეიდან მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კოვიდ 19-ია, რომელიც ორ მოსწავლეს დაუდგინდა. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. დაინფიცირებულია მათი მშობელიც. თვითიზოლაციაში გადავიდნენ დაავადებული მოსწავლეების მასწავლებლები და თანაკლასელები. მთელი სკოლის ონლაინრეჟიმში სწავლების გაგრძელების შესახებ მოსწავლეთა ნაწილს ინფორმაცია არ ჰქონდა, რის გამოც ისინი დილიდან სკოლაში მივიდნენ, თუმცა ადმინისტრაციამ ისინი სახლებში გააბრუნა.

მეტი...