21 ოქტომბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო, 00:00-დან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, ვეკუას, ხევისპირის, დრანდის, ხიზანიშვილის, მირაქიშვილისა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მიროტაძის ქუჩის მოსახლეობას. ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების…

მეტი...

“რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები” – ნათია მეზვრიშვილი

“ჩვენ რესტორნები თბილისში 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი, იქ იყო გავრცელების შემთხვევები”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ხალხმა გადაწყვიტა, რომ გართობა გაეგრძელებინა მცხეთაში. მან ასევე განმარტა, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მცხეთაში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ვრცელდება მცხეთის მუნიციპალიტეტზე და იურიდიულად, მცხეთის მუნიციპალიტეტში რომელი ტერიტორიებიც შედის, ყველა ამ რესტორანზე. „ჩვენ რესტორნები თბილისში 22:00 საათიდან იმიტომ არ შეგვიზღუდავს, რომ თბილისს ვერჩოდით რამეს. რესტორნები 22:00 საათიდან იმიტომ შევზღუდეთ,…

მეტი...

“ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და ექიმებისთვის ღირსეული პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია” – ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა მინისტრმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამული მიმართულებებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პოლიტიკასა და პაციენტის უფლებების დაცვაზე, რაც მინისტრის განცხადებით, მომსახურების მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოქალაქეებმა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მომსახურების ადეკვატური ღირებულებით და ფასების გამჭვირვალობით უნდა იგრძნონ. მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატუსი. მინისტრის განცხადებით, რესურსები მიმართული იქნება პრევენციისა და პირველადი ჯანდაცვის სისტემური…

მეტი...

“144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია შეზღუდვებთან ან მათ მოხსნასთან დაკავშირებით, კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომებზე კი 112-ზე” – ნათია მეზვრიშვილი

“ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას, მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ან მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში 112-ზე არამიზნობრივი ზარების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა და განმარტა, რომ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად, რომელიც ეხება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ან საოპერაციო შტაბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე. „მაგალითად, თუ პირობითად რომელიმე ქალაქში შესვლა-გასვლაზე დაწესდა შეზღუდვები, ან რომელიმე სკოლაში…

მეტი...

“მთავრობა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მუშაობას წერტილოვანი მიდგომებით გააგრძელებს” – ნათია მეზვრიშვილი სასწავლო დაწესებულებებში სწავლაზე

ამ ეტაპზე არ მივიჩნევთ, რომ რაიმე მასშტაბური გავრცელების რისკებია სასწავლო დაწესებულებებში, თუ ამის რისკებს დავინახავთ, ბუნებრივია, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ მთავრობა დაინახავს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, მუშაობას წერტილოვანი მიდგომებით გააგრძელებს. „დღეს იმისი რესურსი, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ მიმდინარეობდეს, შესაბამის უნივერსიტეტებს აქვთ. ასევე მივეცით უნივერსიტეტებს დისკრეცია, რომ, იქ, სადაც ისინი თვლიან, რომ რისკები არსებობს და სურვილი აქვთ, რომ დისტანციურად სწავლა განახორციელონ, ეს გადაწყვეტილება მათ მიიღონ და ეს მთლიანად მათ დისკრეციას განეკუთვნება. თუ დავინახავთ, რომ სადღაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, აქაც…

მეტი...

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ელექტრონული რეესტრის მეშვეობით საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მოიძიონ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბანი, სადაც შეძლებენ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ელექტრონული რეესტრი განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ელექტრონულ მისამართზე. ასევე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, გაეცნონ ინფორმაციას 2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებსა და მასში შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე – „არჩევნები 2020“.

მეტი...

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატების წევრებს ერთმანეთთან საქმიანი კონტაქტების დამყარებაში, ამასთან, ბრიტანულ ბიზნესს უკეთ წარმოუჩინოს საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობები. „დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ლონდონის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება კიდევ უფრო გააძლიერებს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, რაც ჩვენი ქვეყნების საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს. გასული და მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავარი ინვესტორია. სასიხარულოა, რომ ამ გარემოებაზე COVID-19-ის პანდემიას გავლენა არ მოუხდენია. საქართველოს საელჩო განაგრძობს აქტიურ მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებს შორის…

მეტი...

” სომხეთის ხელმძღვანელობა მუხლებზე დავაჩოქეთ” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელმძღვანელობა მუხლებზე დააჩოქა. „სომხეთის ხელმძღვანელობა კარგად უნდა დაფიქრდეს. ჩვენ ისინი მუხლებზე დავაჩოქეთ“, – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა. ილჰამ ალიევის თქმით, ყოველ დღე ახალ დასახლებულ პუნქტებში აზერბაიჯანის დროშის აღმართვა ხდება. „ჩვენი მიწებიდან ვდევნით მათ და მომავალშიც ასე იქნება. ყოველ დღე კარგი ამბები მოდის. ყოველ დღე ახალ დასახლებულ პუნქტებში აზერბაიჯანის დროშა აღიმართება. ამაშია აზერბაიჯანის სახელმწიფოს სიძლიერე“, – განაცხადა მან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში სომხეთის ხელმძღვანელობა საკუთარი არმიის სიძლიერის შესახებ მითებს იგონებდა. „სად არის სომხეთის უძლეველი არმია? ნახეთ, როგორ გარბიან. მათი სიძლიერე მითი…

მეტი...

“2020 წლის არჩევნებიც უმაღლესი სტანდარტით, სანიმუშოდ ჩატარდება, გვეყოლება ბევრი დამკვირვებელი” – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2020 წლის არჩევნებსაც წინა არჩევნების მსგავსად გამჭვირვალედ ჩაატარებს. „ჩვენ ჩავატარებთ ამ არჩევნებს ისე, როგორც ვატარებდით 2013 წლიდან დაწყებული. ყველა ის არჩევნები როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საკანონმდებლო არჩევნები, ადგილობრივი საკრებულოსიც კი იყო შეფასებული როგორც გამჭვირვალე და ძალიან სამართლიანი“, – განაცხადა ცქტიშივილმა. მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით და იმაზე, თუ როგორ აისახება პანდემია ამ მიმართულებით. ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანას არჩევნებზე ეყოლება იმაზე მეტი დამკვირვებელი, ვიდრე პანდემიის პირობებში ამა თუ იმ ქვეყანამ შეიძლება, უზრუნველყოს. „რაც შეეხება ინფორმაციას ევროსადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით, იცით,…

მეტი...

“ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე დავით გარეჯის საკითხი არ გადაწყდებოდა” – ანრი ოხანაშვილი

“ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა, რომ არა შეთანხმება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ამ შემთხვევაში – სააკაშვილთან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. „ჩვენ ხომ ყველანი ვხვდებით, რომ ორი ექსპერტის დონეზე ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა, რომ არა შეთანხმება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ამ შემთხვევაში – სააკაშვილთან. ზურაბ ნოღაიდელმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ყველა ეს საკითხი საბოლოოდ მასთან თანხმდებოდა. სხვა შემთხვევაში ეს საკითხები ამ ფორმით არ გადაწყდებოდა. ოპოზიციას მართლა ამ ორი ადამიანის ბედი კი არ ადარდებს – როგორც ჩანს, ასეთი…

მეტი...

“აზერბაიჯანს რასისტული რეჟიმი მართავს, რომელიც სომხების წინააღმდეგ ეთნიკურ ძალადობას უწყობს ხელს” – ნიკოლ ფაშინიანი

“აზერბაიჯანს რასისტული რეჟიმი მართავს, რომელიც სომხების წინააღმდეგ ეთნიკურ ძალადობას უწყობს ხელს” – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. მისივე თქმით, არცახის სომხების იძულება, იცხოვრონ აზერბაიჯანის წესების დაქვემდებარებაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს „აზერბაიჯანს რასისტული რეჟიმი მართავს, რომელიც სომხების წინააღმდეგ ეთნიკურ ძალადობას უწყობს ხელს და საზოგადოებაში ეთნიკურ სიძულვილს ნერგავს, რაც დადასტურებულია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ევროსაბჭოს რასიზმისა და არატოლერანტულობის ევროპული კომისიის და გაერო-ს რასისტული დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ. არცახის სომხების იძულება, იცხოვრონ აზერბაიჯანის წესების დაქვემდებარებაში, არღვევს საერთაშორისო სამართალს“, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

“2012-2020 წლებში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა” – მაია ცქიტიშვილი

“2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მხოლოდ 2013 – 2020 წლებში კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიარდ 750 მილიონი ლარი მიემართა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უშუალოდ შერჩეული 10 000-ზე მეტი პროექტი. მაია ცქიტიშვილის თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ნარჩენების მართვის სისტემა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 31 ნაგავსაყრელს,…

მეტი...

საბავშვო ბაღები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, დაიხურება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის საბავშვო ბაგა-ბაღები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნებია განთავსებული, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, არ იმუშავებს. გადაწყვეტილება 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე დღეს, 2 ნოემბერს ყველა ასეთ ბაღში ჩატარდება მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები, იმისთვის, რომ 3 ნოემბერს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა სააღმზრდელო პროცესი კვლავ უსაფრთხო გარემოში განაახლოს. თბილისში ამჟამად, 183 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელთაგან 104-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული. სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის მიუხედავად, ბაღებში საარჩევნო კომისიები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

მეტი...

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ  ზ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. გამამტყუნებელი განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს. “ნაფიცმა მსაჯულთა სასამართლომ სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია ზ.მ-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტი.მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად, სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მიიღეს და ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ  მკვლელობის მცდელობაში და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში,”-ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მეტი...

მამუკა მდინარაძე თვითიზოლაციაშია გადასული

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითიზოლაციაში მხოლოდ საარჩევნო შტაბის უფროსი მამუკა მდინარაძეა გადასული, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ნინო წილოსანთან. ამასთანავე, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საარჩევნო შტაბის არც ერთი სხვა წევრი იზოლაციაში არ იმყოფება. „რაც შეეხება პარტიაში კორონავირუსის გავრცელებას, ორ დეპუტატს დაუდასტურდა ინფექცია, ესენი არიან ნინო წილოსანი და გენადი მარგველაშვილი. მამუკა მდინარაძე არის იზოლაციაში გადასული, გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა უშუალო კონტაქტი ნინო წილოსანთან. სხვას უშუალო კონტაქტი ამ დეპუტატებთან არ უფიქსირდება, აქედან გამომდინარე, იზოლაციაში არის გადასული მამუკა მდინარძე, რაც პრობლემას ქმნის, ბუნებრივია, საარჩევნო შტაბში, ვინაიდან მას ჰქონდა აქტიური და მნიშვნელოვანი როლი საარჩევნო შტაბის მუშაობაში. შტაბის სხვა წევრები იზოლაციაში არ არიან, გამომდინარე იქიდან, რომ…

მეტი...

ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოგზავნის

ევროპარლამენტი საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არ გამოაგზავნის. საქართველოში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნის საკითხის განხილვის ინიციატორი “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, კერძოდ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი იყო. აღნიშნული საკითხი ევროპარლამენტის პრეზიდენტების პარტიულ კონფერენციაზე 15 ოქტომბერს უნდა განეხილათ, თუმცა საკითხი საბოლოო დღის წესრიგიდან ამოიღეს. გადაწყვეტილების მიზეზი დავიდ სასოლის წერილს უკავშირდება, სადაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ევროპარლამენტარებს იმ რეგულაციებს აცნობს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპარლამენტის რიგი სახის აქტივობები აღარ უნდა განხორციელდეს ან დროებით დაპაუზდეს. წერილში, რომელიც Euractiv-მა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციების აქტივობები დროებით შეჩერებულ უნდა იქნას.

მეტი...

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით შეყვანილი 40 წლის ქალი რამდენიმე საათში გარდაიცვალა

40 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.  “ქალბატონი იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით. შემოსვლისთანავე მისი მდგომარეობა მძიმე იყო, ანამნეზში ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ტახისისტალური ფორმა.  40 წლის ქალბატონის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც მძიმე. მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი. ამ პაციენტს აღენიშნებოდა ცერებრალური დამბლა, შაქრიანი დიაბეტი,”- აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.

მეტი...

“საარჩევნო უბნებზე ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნები ყველა დაწესებული რეკომენდაციის დაცვით ჩატარდება. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს მოქალაქეებს არჩევნის გაკეთება უსაფრთხო გარემოში შეეძლებათ. “რაც შეეხება არჩევნებს, საარჩევნო უბნებს, იქ  ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე, ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საარჩევნო უბნები იქნება ისეთი უსაფრთხო, როგორც არაფერი,“ – განაცხადა კახა კალაძემ. 

მეტი...

„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებს მოუწოდებს, არ იმგზავრონ ფეხზე დამდგარმა და აუცილებლად გამოიყენონ პირბადე

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მომხმარებლებს მოუწოდებს არ იმგზავრონ ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენონ პირბადე. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, COVID19-ით დაინფიცირებით შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მიკროავტობუსების სრული სამუშაო დღის განმავლობაში, კომპანიის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვას აკონტროლებენ. „თბილისის მიკროავტობუსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, არ იმგზავროს ფეხზე დამდგარმა მიკროავტობუსში და კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. ორივე შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს ფეხზე მდგომ მგზავრს ან მომხმარებელს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება. უსაფრთხოების წესების…

მეტი...

კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის კიდევ ერთ წევრს – ინფიცირებულია დიმიტრი მხეიძე

კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის კიდევ ერთ წევრს – ინფიცირებულია დიმიტრი მხეიძე, ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველს მიშა ფეიქრიშვილს. მკურნალობას ორივე პაციენტი სახლში გადის. “ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ადგილზე მომიწია ყოფნა, თავისდაზღვევის მიზნით გავიკეთე ტესტი, რომელმაც აჩვენა დადებითი. პროცესი მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ. არ მაქვს ეჭვი, ვისგან შეიძლება გადამდებოდა ვირუსი, რადგან არცერთ ინფიცირებულთან მჭირდო კონტაქტი არ მქონია,”-პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი.  “მოწამეთში ვიყავი მოსალოცად, იქიდან რომ ჩამოვედი, დავიტესტე. პასუხამდე ჩავიკეტე და  და პასუხი დადებითი მოვიდა. ჩემი მეუღლეც ინფიცირებულია,”-პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების” წევრი დიმიტრი მხეიძე. 

მეტი...

„მეტი ვანო ოპოზიციას“ – ეს არის ჩვენი დევიზი” – ირაკლი კობახიძე

მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი, – „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვის მოჰყვა, თუ როგორ შეაფასებდა ის ვანო მერაბიშვილის აქტივობას, რომელიც ახალციხეში მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ჰპირდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, თავად იზრუნებს მათზე . ირაკლი კობახიძემ ვანო მერაბიშვილს მსგავსი აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს მმართველი პარტიისთვის კარგი რეკლამა და პიარია. „რა თქმა უნდა, ვანო მერაბიშვილს ჩვენ მადლობას გადავუხდით. ეს არის ჩვენთვის რეკლამა და პირი. მეტი ვანო ოპოზიციას, ეს არის ჩვენი დევიზი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“კიბერთავდასხმები რუსული მხრიდან სერიოზული გამოწვევაა – ირაკლი კობახიძე” – ირაკლი კობახიძე

აშშ-ს მიერ “გრუ-ს” 6 ოფიცრის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო წაყენებული ბრალს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობა.  ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმები სერიოზული გამოწვევაა და ეს სფერო მუდმივი ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. “კიბერთავდასხმები რუსული მხრიდან არის სერიოზული გამოწვევა. შარშან იყო მძიმე შემთხვევა, წელსაც იყო სერიოზული თავდასხმა, ჯანდაცვის სამინისტროზე მიტანილ კიბერთავდასხმას ვგულისხმობ და რა თქმა უნდა, ეს რჩება ჩვენთვის გამოწვევად და აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ბუნებრივია, ჩვენს თანამშრომლობას ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან, მათ შორის, უწყებების დონეზე. მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს…

მეტი...

სამცხე-ჯავახეთში “კოვიდ19” სასწრაფო დახმარების კიდევ 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

სამცხე-ჯავახეთში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 26 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია. მათგან 13 – ახალციხის სასწრაფო დახმარების პერსონალია, ხოლო დანარჩენი 13-ახალქალაქის. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, უკვე მოკვლეულია ინფიცირებულთა კონტაქტები და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფიცირებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების როგორც ექიმები და ექთნები, ასევე მძღოლებიც. ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის კორონავირუსის დაუდასტურების შესახებ ინფორმაცია 19 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების განყოფილების მენეჯერმა ერემ ეზოიანმა დაადასტურა. იგი ამბობდა, რომ თანამშრომლების იზოლაციაში ყოფნის გამო, ახალქალაქის სასწრაფო დახმარება არ მუშაობდა. დღეს, 20 ოქტომბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში კი განაცხადეს, რომ “დამატებითი ეკიპაჟი…

მეტი...

“ხვალიდან თბილისსა და ქუთაისში შესაძლოა ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე გადავიდეთ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცხელების ცენტრებში მოქალაქეების სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა ანტიგენზე დამყარებული ტესტებით მოხდება. “ჩვენ უკვე დავიწყეთ ქვეყანაში სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაციის მონიტორინგი. ჯერ მხოლოდ არის რინო და ადენო ვირუსები, ასევე არის კორონავირუსი, თუმცა არ ცირკულირებს გრიპის ვირუსი. როდესაც ცხელებით მიდის პაციენტი კლინიკაში, სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა რომ გვქონდეს, დღეს განვიხილეთ თემა და ხვალიდან, იქ, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობა გვაქვს ინფიცირების – ქუთაისსა და თბილისში, ცხელების ცენტრებსა და პირველად პოლიკლინიკებში შეიძლება გადავიდეთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებზე. ჩვენ გვაქვს კორეული წარმოების ანტიგენზე დამყარებული ტესტი და PCR-ს შევაშველებთ. ცხელების ცენტრში მოხდება სწრაფი დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ანტიგენის ტესტი…

მეტი...

“112-ში 24 საათში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკოთ” – შსს

შსს – სინფორმაციით, 112 აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს. მათივე განცხადებით ფიქსირდება არამიზნობრივი ზარები. „როგორც მოგეხსენებათ, 112-ს, კორონავირუსის მართვის პროცესში, მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები – ოჯახის ექიმებს გადაეცემა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. შედეგად, ვისაც რეალურად სჭირდება…

მეტი...

„კოვიდ – 19 – ის პიკს ნოემბრის პირველ ნახევარში ველოდებით“ – პროფესორი „მედიაცენტრ მთავარში“

„რისკი არის ის თუ, რა დგას ამ მზარდი მაჩვენებლის უკან, რაც მეტია შემთხვევები ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა მეტია, „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხეიძის მოსაზრებით მკაცრად უნდა გაკონტროლდეს თუ, რომელ პაციენტებს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია: „არავინ არ ამბობს, რომ შემთხვევებმა მიაღწეის პიკს, პიკს ველოდებით ნოემბრის პირველ ნახევარში, რისკი არის ის თუ რა დგას ამ მზარდი მაჩვენებლის უკან, რაც მეტია შემთხვევები ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც მეტია, მთავარია არის თუ არა ქვეყანა მზად წინასწარ ეს პაციენტები მიიღოს, ჩვენ არ უნდა დავდგეთ ფაქტის წინაშე რომ არ…

მეტი...

22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც იკეტება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა და ყველას მოუწოდა, რეკომენდაციები გაითვალისწინონ და დაემორჩილონ. „მცხეთის მუნიციპალიტეტში 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, ამოქმედდება ისეთი რეჟიმი, რომელიც ქვეყნის სხვა ტერიტორიაზე გვაქვს. სამწუხაროდ, დაფიქსირდა ასეთი ფაქტები, რაც უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც ჩვენ დავკეტეთ 22:00 საათიდან რესტორნები, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. ძალიან გთხოვთ, რომ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს მაქსიმალურად დავემორჩილოთ. შევიკავოთ თავი ასეთი ტიპის ღონისძიებებისგან. ასევე, ზოგადად, არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან“, – განაცხადა ნათია  მეზვრიშვილმა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში,…

მეტი...

ქუთაისში კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით, ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს, დადასტურებული COVID ინფექციით შეიყვანეს. მამაკაცს ასევე აღენიშნებოდა ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ქრონიკული უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. “პაციენტს კლინიკაში შემოყვანისთანავე ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი თვე გავიდა, რაც “კლინიკა ბომონდში” COVID ცენტრი ფუნქციონირებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 300-ზე მეტი პაციენტი მივიღეთ. აქედან, 170-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. 30-მდე ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული გახლავთ 88 წლის მამაკაცი. 95 წლის ქალბატონი…

მეტი...

შესაძლოა, საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდეს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება. „გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით, შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ და მოქალაქეებს მიმართა. „მოგიწოდებთ, მოვითხოვთ, გემუდარებით, წესები დავიცვათ მაქსიმალურად.  ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს მართვისა და ადაპტაციის პროცესში და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით, ამაზე ეპიდემიოლოგებმაც ისაუბრეს – ან ქვეყანა…

მეტი...

ხვალიდან, საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ტესტის საფუძველზე შემოვლენ

21 ოქტომბრიდან შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში ისე დაბრუნდნენ, რომ მათ კარანტინში გადასვლა არ მოუწიოთ. როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ხვალიდან, ტესტის არსებობის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინი მოიხსნება. „რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ PCR ნეგატიური ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, ეს იქნება საკმარისი. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში. ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ…

მეტი...

„დღეისათვის საქართველოში ვაქცინების ის რაოდენობა რაც ქვეყანას სჭირდება, არაა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ნოემბრიდან შემოვა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძის ინფორმაციით წელს ქვეყანაში გასულ სეზონთან შედარებით, გრიპის ორჯერ მეტი ვაქცინა შემოვა: „ვაქცინების ის რაოდენობა რაც ქვეყანას სჭირდება შემოტანილი  არაა, წელს განსაზღვრული იყო 200 000 დოზა ვაქცინა და ამას კიდევ დამატება, ნოემბრის დასაწყისში ქვეყანას საკმარისი რაოდენობის გრიპის ვაქცინა ექნება, რაც შეეხება სტაციონარს, შარშან ჩვენ პრობლემების გარეშე მივიღეთ პაციენტები და ვფიქრობ, რომ არც წელს არ იქნება ამის პრობლემა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცნეტრ მთავრში.“ “მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსს კიდევ –  15  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ეტაპზე 158-ს შეადგენს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების  1 194 ახალი ფაქტი დაფიქსირდა, 328-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. 

მეტი...

საქართველოში COVID-19-ის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 328 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ – stopcov.ge-ზე განახლდა.  ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 19 857-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 328-ით გაიზარდა და განკურნებულთა მონაცემი 8 666 გახდა. დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 6 407 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 862. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1 420 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

„გრიპის პიკს ველოდებით დეკემბერ – იანვარში“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„შემთხვევები გრიპის ყველაზე დიდი რაოდენობის მოდის დეკემბერში და მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც რისკჯგუფს მიეკუთვნებით უნდა აიცრათ“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძეს მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ აცრების ჩატარება პიკამდე უნდ მოხდეს, იგი ვაქცინაციისთვს საუკეთესო პერიოდად ნოემბრის დასაწყისს მიიჩნევს: „გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს შეყვანიდან ორი კვირის შემდეგ, იდეალური ვაქცინაციისთვის არის ნოემბრის დასაწყისი, დღეისათვის არსებული რეკომენდაცია იგივე, რაც აქამდე, იყო, ჩვენ ვეცდებით მოსახლეობის უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. გრიპის პიკს ველოდებით დეკემბერ – იანვარში, თუმცა იმ რაოდენობას,რაც შარშან იყო გრიპის კუთხით…

მეტი...

საპატრულო პოლიცია მეტროსადგურებთან მონიტორინგს აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, „კოვიდ-19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ. დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვასა და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ. კონტროლი საპატრულო პოლიციის მიერ მეტროსადგურების შიდა ტერიტორიაზეც ხორციელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

მეტი...