„საწოლების მარაგი არის“ – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, დღეს, ინფიცირებული პაციენტების ყველაზე მეტი რაოდენობა აჭარაში დაფიქსირდა.

„ყველაზე მეტი აჭარაა, თბილისში დღეს ზრდა არ გვაქვს, იმერეთში კი 117 შემთხვევაა, შიდა ქართლში –  25, ქვემო ქართლში – 7, სამეგრელოში – 24, გურიაში –  8, კახეთში – 5, მცხეთა-მთიანეთში – 5, სამცხე-ჯავახეთში – 3“ – აღნიშნა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში საწოლების პრობლემა არ არსებობს.

„საწოლების მარაგი არის. პაციენტები რომ ეწერებიან, ადგილებიც თავისუფლდება. გუშინ 329 პაციენტი რომ გამოჯანმრთელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის საწოლები გათავისუფლდა და გარდა ამისა, იყო მარაგიც“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან.   

მსგავსი თემები