ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 248 ადამიანს და კორონავირუსი 57-ს დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 127 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

ქობულეთში შენობის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი დაშავდა

  •  

 ქობულეთში, ყოფილი სასტუმრო „ინტურისტის“ დემონტაჟის დროს ამწე წაიქცა, რის შედეგადაც მასზე მყოფი ამწის ოპერატორი დაშავდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ოპერატორმა გადახტომა მოასწრო, თუმცა დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მან შინაგანი ორგანოების დაზიანება მიიღო და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტი კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ღრმავდება

  •  

 საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში მაღალი დონის სამთო სწავლება დასრულდა, რომლის დახურვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსი“ ქართული და ფრანგული მხარეებისთვის უპრეცედენტო სწავლება იყო – მაღალი დონის სამთო სწავლება პირველად ჩატარდა ქართული მხარის ხელმძღვანელობით და ასევე, პირველად საფრანგეთის სამთო ჯარების ისტორიაში, ფრანგმა სამხედროებმა სამთო მომზადება სხვა ქვეყანაში გაიარეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ და ფრანგ სამხედროებს „მაღალი მთის ჯგუფის უფროსის კურსის“ წარმატებით დასრულება მიულოცა და სამთო მიმართულების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის ფრანგულ…

მეტი...

კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გურიაში

  •  

 გურიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ქუთიძე. „ხუთი შემთხვევა დაბა ლაითურშია დაფიქსირებული, ხოლო ერთი, სოფელ მერიაში. ლაითურელი ოთხი პირი ერთი ოჯახიდანაა. ერთი, ანუ მეექვსე ინფიცირებული კი სოფელ მერიას მკვიდრია. ამჟამად, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა“, – განაცხადა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქუთიძემ.

მეტი...

სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

  •  

 ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი, მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონაა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე ტრავმებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომანქანას გზაჯვარედინზე გადასვლისას სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. ავტომობილში მყოფი 20-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი გოგონა კი საავადმყოფოში მოათავსეს.

მეტი...

საქართველოს პროკურატურამ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ა.ი-ს ბრალი წარუდგინა

  •  

 პროკურატურამ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ა.ი-ს  ბრალდება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) ორ ეპიზოდზე წარუდგინა.            სამართალდამცველებმა ა.ი მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2020 წლის 3 ოქტომბერს დააკავეს.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, ა.ი-მ ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში, გ.ა-ს, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია ,,ქართული ოცნების” შტაბის მიმდებარედ , ი.ა-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. …

მეტი...

„მთავარია ზრუნვა დაკავებული ადამიანის გასათავისუფლებლად და არა პოპულისტური განცხადებები!“-აფხაზეთის უმაღლესი საბჭო

  •  

 30 სექტემბერს გალის რაიონში   დაკავებული ირაკლი ბებუას ირგვლივ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კომენტარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ეხმაურებიან. უმაღლესი საბჭოს წევრები მადლიერნი არიან  იმ მოქალაქეების, რომელთაც აწუხებთ დაკავებული თანამემამულის ბედი და მისი გათავისუფლებისათვის  ხელისუფლების აქტიურობას ითხოვენ. „გვინდა დავარწმუნოთ ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა მისი ჭეშმარიტი გულშემატკივარი, რომ აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოს თითოეული წევრი ამ ადამიანის მდგომარეობისა და მისი გათავისუფლებისათვის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ყოველსაათობრივ ინფორმაციას ადევნებს თვალს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, პირველ რიგში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობისსაკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი,  საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარეაქტიური თანამშრომლობით, შეძლებს, რომ გალში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუაუვნებლად და მოკლე დროში დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“- აცხადებენ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. მათივე თქმით, ახლა მთავარია უხმაურო, მაგრამ შედეგზე გათვლილი…

მეტი...

კორონავირუსი ზუგდიდის სკოლაში – ინფიცირებულია მოსწავლე

  •  

  ზუგდიდის სკოლაში 2 კლასი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადაიყვანეს, თუმცა სკოლა მუშაობას განაგრძობს. ირკვევა, რომ ოჯახი სპეციალისტების რეკომენდაციით, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ბავშვი მშობლებმა სკოლაში მაინც გაუშვეს. “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის პირველკლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდ ინფექცია. ვისთანაც კი შემხებლობა ჰქონდა აღნიშნულ მოსწავლეს, გადავლენ თვითიზოლაციაში და 2 დაწყებითი კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე,” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

მეტი...

სომხეთმა განჯა დაბომბა

  •  

 BBC-ის ცნობით, აზერბაიჯანის მეორე ყველაზე დიდი ქალაქი, განჯა სომხეთის ძალებმა დაბომბეს. თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, განჯის სამხედრო აეროპორტის დაბომბვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აზერბაიჯანულმა ძალებმა ყარაბაღის დედაქალაქი, სტეპანკერტი დაბომბეს. როგორც აზერბაიჯანი აცხადებს, განჯის სამხედრო ობიექტები არ დაზარალებულა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების შედეგად, რომელიც 1 კვირის წინ დაიწყო 220 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინტენსიური ბრძოლები კონფლიქტის ზონაში უკვე მერვე დღეა, გრძელდება.

მეტი...

ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს

  •  

 შსს-მ 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე 4 პირი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტი და 1977 წელს დაბადებული შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელი, რომლებმაც იძალადეს პარტია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებზე და ფიზიკური დაზიანებები…

მეტი...

“საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან” – ვლადიმერ ბორცვაძე

  •  

 “საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, გამოვთქვამთ მზაობას ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესში დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვას”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა. „უწყების თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება აღნიშნულ ამოცანას და მყისიერ სამართლებრივ რეაგირებას ახდენს თითოეულ ინციდენტზე. ჩვენ არ დავუშვებთ საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. შსს-მ 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე…

მეტი...

“აზერბაიჯანის არმიის შენაერთებმა მთიან ყარაბაღში კიდევ 7 სოფელი დაიკავეს” – ილჰამ ალიევი

  •  

 აზერბაიჯანის არმიიის შენაერთებმა მთიან ყარაბაღში კიდევ რამდენიმე სოფელი აიღეს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. მისი თქმით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონტროლი ჯებრილის, ფიზულისა და ტერტერის რაიონებში კიდევ 7 სოფელზე დაამყარა. მანამდე ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებმა დროშა სოფელ მაგადიზში აღმართეს. ვითარება მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ინტენსიური ბრძოლები კონფლიქტის ზონაში უკვე მერვე დღეა, გრძელდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. 

მეტი...

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ, ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ” – ილია მეორე

  •  

 “ყველაზე დიდი საუნჯე დედამიწაზე არის ადამიანი, გავუფრთხილდეთ ადამიანს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანს ცხოვრების დღეები გავუადვილოთ, ვიშრომოთ სხვისთვის და ის შრომა დაგიბრუნდებათ თქვენ. მაცხოვარი ამბობს, სადაც არის საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიხაროს ადამიანმა. ღმერთა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა ინებოს, რომ სულ სიხარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს სახლში, თქვენს შვილებში, დალოცვილი იყავით“, – განაცხადა ილია მეორემ.

მეტი...

„ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც და პარალელურად, არჩევნები უნდა ჩავატაროთ” – გიორგი გახარია

  •  

 “არჩევნებზე სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სიღნაღში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი მოსახლეობას წარუდგინა. გახარიას თქმით, არჩევნები ყოველგვარი გართულების გარეშე უნდა ჩატარდეს. „ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენ ახლა პანდემიასაც ვებრძვით, ეკონომიკურ კრიზისსაც და პარალელურად, არჩევნები უნდა ჩავატაროთ ისე, რომ არავის ჰქონდეს რამე კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა. ჩვენ, უბრალოდ არ გვჭირდება ამ არჩევნებში არანაირი გართულება, მაინც სამართლიანად, ღიად, ყველა პირობებში გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. ამიტომ, წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე უნდა მივიდეთ და ხმა მივცეთ მას, ვისაც ღირსეულად ვთვლით“, – განაცხადა…

მეტი...

“„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, მოაგვაროს ყველა პრობლემა” – კახა კალაძე

  •  

 “ჩვენი ხელისუფლების მიზანი ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა, ევროპა კი ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ძლიერი ეკონომიკის მქონე ერთობაა, რომელიც მისი წევრი სახელმწიფოების თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სიღნაღში გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. აქედან ალაზნის ველი და კავკასიონის ქედები მთელი თავისი მშვენიერებით ძალიან ლამაზად გამოიყურება. ეს მხარე საქართველოს ისტორიისთვისაც უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მხარეში აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო, საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელი და ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი. როდესაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას მისი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

  •  

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ვებგვერდ StopCov-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8118 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4244 ადამიანი, 50 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 554 ადამიანს დაუდასტურდა, 252 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება. მისივე განმარტებით, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „აჭარაში 370 შემთხვევაა, თბილისში – 65 , იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა მთიანეთში – ოთხი, კახეთში – ერთი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 874 პაციენტიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული გ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა გ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის რეისით ჩამოფრინდა. პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 34 აბი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკა“. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში…

მეტი...

კახეთის პოლიციამ რუისპირში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი – 1984 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ მოკლა თანასოფლელი – 1979 წელს დაბადებული ი.ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. მოწმეთა გამოკითხვებით ირკვევა, რომ დანაშაულს წინ უძღოდა ყოფით ნიადაგზე დაწყებული უთანხმოება და ურთიერთშელაპარაკება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდება

  •  

 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული ავიარეისების მიღებას ანახლებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდება. „ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air), პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო…

მეტი...

ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

  •  

 სროლა იყო ზუგდიდში – სუპერმარკეტ „ლიბრესთან“ მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაშავებული 112-ის ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკის ექიმის, ჟანა ჩანგელიას თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას მუხლს ზემოთ ძვლის მოტეხილობა აქვს და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და კრიმინალისტები. ამოღებულია გასროლილი მასრა.

მეტი...