“თითოეული წარმატებული პროექტი არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დიდი შერიგებისკენ” – გიორგი გახარია

  •  

 “მესმის, რომ ჩვენთვის არ არის ბუნებრივი აქ პირბადეებით სხდომა და ერთმანეთთან საუბარი, მაგრამ ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი მომავალი თაობის, ეკონომიკის განვითარების, ჩვენი უხუცესების, ხანდაზმული ადამიანების ჯანმრთელობის და მათი სიცოცხლის წინაშე და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ელემენტარული წესების დაცვა არის პატრიოტიზმი. ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიც ჩვენ განგვასხვავებს იმ ხალხისგან, რომლებიც გუშინ იდგნენ ბათუმში. ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ და ასე მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წარდგენისას განაცხადა. პრემიერ – მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ასე ახლოს ზუგდიდის და…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ქმედებები განსაკუთრებით სასტიკი იყო სამეგრელოში” – კახა კალაძე

  •  

 „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა იყო და არის სიცრუე და ძალადობა. რეჟიმის ქმედებები განსაკუთრებით სასტიკი იყო სამეგრელოში, სადაც საწამებელი სამალავებით, კასრებში დამალული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით, ტერორითა და ძალადობით ცდილობდნენ ხალხის დამორჩილებას,” – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეს, „ქართული ოცნების“ ერთიანი გუნდი ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდიდარ კულტურასა და ისტორიას ინახავს. აქ ჩამოსვლა გულწრფელად მიხარია, რადგანაც თქვენ ხართ გამორჩეულად მშრომელი, ენერგიული, პატრიოტი და კულტურული ხალხი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი…

მეტი...

“კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები გვაქვს მხედველობაში” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 “არავის არ გამოეპარა, ეს ძალიან ხშირი გართულებაა კოვიდინფექციის დროს” – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბათუმში 41 წლის ქალის თრომბოემბოლიით გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ცერცვაძის თქმითვე, კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები გვაქვს მხედველობაში. „კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები გვაქვს მხედველობაში. ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება. ინგლისში ოთხი ათასი ადამიანი, ანუ ყოველი მეათე დაიღუპა ბინაზე. ჩვენთან სულ ორი ადამიანი იყო. ერთი მოკვდა ბინაზე და ერთი სასტუმროში. კოვიდის გარეშე არ გაგიგონიათ, რომ ვიღაცას თრომბი ან ემბოლია დაემართა? კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ…

მეტი...

ძალადობის ფაქტზე კახეთის პოლიციამ იორმუღანლოში ერთი პირი დააკავა

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი – 2001 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელს – 2002 წელს დაბადებულ თ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ი.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის მიერ ჩატარდა გამოკითხვები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის…

მეტი...

“ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ვიყენებთ მოდელს, რომელიც ძალიან ახლოსაა შვედურ მოდელთან” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

 “ფაქტობრივად, ახლა ჩვენ ვიყენებთ მოდელს, რომელიც ძალიან ახლოსაა შვედურ მოდელთან” – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძეს თქმითვე, არსებულ სიტუაციაში საზოგადოებას ორი არჩევანი აქვს, დაიცვას მინიმალური რეგულაციები ან უარი თქვას მათ შესრულებაზე და ამით მოახდინოს პროვოცირება, სახელმწიფო წავიდეს „ლოქდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე. „მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რეკორდული რიცხვი ფიქსირდება, მათ შორის, სამწუხაროდ, საქართველოშიც. მთელმა მსოფლიომ დაიწყო ფიქრი ხელმეორე კარანტინზე, ჩაკეტვებზე. ისრაელმა ეს უკვე განახორციელა, ევროპის წამყვანი ქვეყნები და ამერიკა ფიქრობენ ამაზე და სანახევროდ ახორციელებენ. ჯერჯერობით საქართველო ყველაზე რბილია ამ მიმართულებით. არსებობს ორი გზა მომავლისთვის: ერთი – ქვეყანა უნდა დაუბრნდეს მკაცრ…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ლიდერებს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექცია დაუდგინდა ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვსა და ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზი დაუსვეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევსაც.

მეტი...

მღვდელმსახურებს საპატრიარქოსგან უსაფრთხოების რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ

  •  

 საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მღვდელმსახურებს რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეტყობინებები გაეგზავნათ: “დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით,” – წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკზე.

მეტი...

2 წლამდე ბავშვს ავტომობილმა გადაუარა – შემთხვევა სოფელ რუსთავში

  •  

 ასპინძის რაიონში, სოფელ რუსთავში, ორ წლამდე ასაკის ბავშვს მანქანამ გადაუარა, რის შედეგადაც, მცირეწლოვანი დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით, მცირეწლოვანი გაჩერებული ავტომობილის ქვეშ შეძვრა, თუმცა, მძღოლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა და მანქანის დაძვრის შემდეგ, ბავშვს გადაუარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

აზერბაიჯანმა რუსეთს პროტესტის ნოტა გაუგზავნა

  •  

 „პროვოკაციული საქციელი“ – სწორედ ასეა შეფასებული აზერბაიჯანის მხრიდან რუსეთში გაგზავნილ წერილში სათათბიროს დეპუტატის ქმედება. აზერბაიჯანის საელჩომ რუსეთში საპროტესტო ნოტა გაუგზავნა რუსი დეპუტატის –  ვიტალი მილონოვის ქმედების გამო გაგზავნა. მიზეზი კი მილონოვის აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტი გახდა. საპროტესტო ნოტაში საუბარია, რომ ვიტალი მილონოვმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით  პროვოკაციული განცხადებები გააკეთა და მას შეხვედრა ჰქონდა სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. ლიდერთან. „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ამგვარმა პროვოკაციულმა საქციელმა, რომლის მიზანი რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუარესებაა, აზერბაიჯანელების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია“ – ვკითხულობთ რუსეთის ფედერაციაში გაგზავნილ ნოტაში.

მეტი...

” არ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ შვილების თვალებში ჩახედვა შეგვრცხვეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი” – გიორგი გახარია

  •  

 “როდესაც მარტვილში ვიმყოფებით, პირველი, ვინც გვახსენდება დიდი მწიგნობართუხუცესი, დიდი გიორგი ჭყონდიდელია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ეს საქართველოს სიძლიერის განსახიერებაა, რა თქმა უნდა, ამბროსი ხელაიასთან ერთად და ამ დიდი წინაპრების გზის გაგრძელება თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მარტვილში, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა. პრემიერ – მინისტრის თქმით, მარტვილი ყოველთვის გამორჩეული კუთხე იყო სამეგრელოშიც და საქართველოშიც, პირველ რიგში განსაკუთრებული ნიჭის ადამიანებით და იმით, რომ ამ კუთხემ უამრავი საზოგადო მოღვაწე აჩუქა ჩვენს ქვეყანას, ღირსეულია ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ემსახურებოდნენ ქვეყნის განვითარებას. „მოგესალმებით, მარტვილელებო, მართლაც…

მეტი...

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი პროკურატურამ გარეჯის საქმეზე დამატებით გამოკითხა

  •  

 პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დამატებით გამოკითხა ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც საქართველოში რუკები ჩამოიტანა. როგორც ცნობილია, პირველი ჩვენება ბიზნესმენმა გამოძიებას რამდენიმე კვირის წინ მისცა. აღნიშნული ჩვენება ტოპოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის მოპოვებისა და ქართული მხარისთვის გადაცემის დეტალებს უკავშირდებოდა.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსს პირველი პაციენტი ემსხვერპლა

  •  

 ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსს პირველი პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური სამსახურის უფროსზე, მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით წერს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 88 წლის ქალია, რომელსაც თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა. მარინა კოჩიევას განხცადებით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 57 ადამიანს დაუდასტურდა, რაც დღიურ ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონში დარეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა 284-ს შეადგენს, მათგან 7 გამოჯანმრთელდა.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება არის შეგნებული მავნებლობა” – ირაკლი კობახიძე

  •  

 „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა”, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის შეფასებით, ეს არის საკუთარი ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება. „გვსურს, შევაფასოთ ნაციონალური მოძრაობის გუშინდელი მავნებლური ქმედება და გამოვეხმაუროთ საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მთავარი საზრუნავი საკუთარი თანამოქალაქეების მოფრთხილება და ვირუსის მაქსიმალური შეკავება უნდა იყოს, ნაციონალურმა მოძრაობამ კიდევ ერთხელ…

მეტი...

პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ. დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, შეძლებისდაგვარად დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს.

მეტი...

“საქართველოში, მთლიანობაში 17 ათასი საწოლი არსებობს, „კოვიდისთვის“ კი მზაობაშია 3500” – ვლადიმერ კახაძე „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

 „დღეს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება და პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, ჩვენ პანიკის ფუფუნება არ გვაქვს,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს არსებული რეალობიდან „კოვიდისთვის“ სრულ მზაობაშია 3500 საწოლი. „დღეს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება და პასუხისმგებელი პირები აცხადებენ, ჩვენ პანიკის ფუფუნება არ გვაქვს. დღევანდელი მონაცემებით ჩვენ გვაქვს საწოლმარაგები და გვყავს ამ საწოლმარაგების მომსახურე პერსონალი. საქართველოში, მთლიანობაში 17 000 საწოლფონდი არსებობს, აქედან 12 000 სრული მობილიზება შესაძლებელია იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთმანეთთან შეხმატკბილებულად იმუშავებს, როგორც ახლა. დღეს არსებული რეალობიდან სრულ მზაობაშია…

მეტი...

“პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის პატრიოტიზმი” – გიორგი გახარია

  •  

 საარჩევნო კამპანიისას უნდა გავიკეთოთ პირბადე, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე და უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „გამოწვევა გლობალურია, ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ყველგან რეკორდულად იზრდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმის პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, როდესაც ერთად ვიკრიბებით, თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე. და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია,…

მეტი...

“საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები არიან ერთ მხარეს და ჩვენი ოპონენტები არიან ვირუსის მხარეს” – კახა კალაძე

  •  

 “საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები არიან ერთ მხარეს და ჩვენი ოპონენტები არიან ვირუსის მხარეს”, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ ბათუმში გამართულ ხალხმრავალ აქციას. მისივე თქმით, გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. „გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. მინდა, გავიხსენო, ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა როდესაც იყო, იცით, მთელი მსოფლიო ებრძვის ამ ვირუსს. მაშინ დავინახეთ, რომ ერთ მხარეს იყო მთავრობა, საზოგადოება, ეპიდემიოლოგები, ექიმები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში იბრძოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვირუსის შეკავება მომხდარიყო და მეორე მხარეს იყვნენ ჩვენი ოპონენტები. მეორე ტალღას რაც შეეხება,…

მეტი...

კორონავირუსის 397 შემთხვევა თბილისში, 226 კი აჭარაში დაფიქსირდა

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისს, 226 კი აჭარას უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „მოიმატა თბილისში, დღეისთვის არის 397 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აჭარაში ცოტა შემცირდა და არის 226, იმერეთში მოიმატა და არის 232, სამეგრელო-ზემო სვანეთი თითქმის სტაბილურია – 27, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 14, მცხეთა-მთიანეთი – 15, კახეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 8, გურია – 6 შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ. მისივე თქმით, გარდაცვლილებიდან ორი თბილისში, ორი კი ბათუმში მკურნალობდა. „კრიტიკული პაციენტია 70-ზე მეტი. ჩვენ ცენტრში ამჟამად არის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7827. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 128 ს შეადგენს.

მეტი...