“ივერი მელაშვილი მეცნიერი არ არის, ის უმდაბლესი დონეა” – მამა კირიონი

დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირი მამა კირიონი ე.წ. კარტოგრაფების სამისთვის დაკავებულ ივერი მელაშვილს დაბალ დონეს უწოდებს და ამბობს, რომ ამნაირი ადამიანები რუკას არ უნდა ეკარებოდნენ.  

„ივერი მელაშვილი მეცნიერი არ არის, ის არის მიწათმომწყობი, რომელიც არის უმდაბლესი რანგი. საერთოდ, ასეთი ადამიანები რუკას არ ეკარებიან. ეს სახელმწიფოს პრობლემაა. პრობლემაა, რომ ამნაირი კადრები მუშაობენ ასეთ რაღაცეებში“ – აცხადებს მამა კირიონი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით  საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი  ივერი მელაშვილი  და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. საუბარია საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე, რომელიც დავით გარეჯის მონაკვეთს ეხება

მსგავსი თემები