დონალდ ტრამპს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს

  •  

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს, – ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომდგენლები ავრცელებენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი იზოლაციიდან აგრძელებს მუშაობას.

მეტი...

მეწყერში მოყოლილი არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამე გაგრძელდება

  •  

 აჭარაში, ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლოლილი არასრულწლოვნის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ტერიტორიაზე იმყოფება რამდენიმე ათეული მაშველი, მუშაობს მძიმე ტექნიკა. ადგილზე დამონტაჟდა განათებაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, ვიდრე არასრულწლოვანს არ იპოვიან.

მეტი...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა რამდენიმე პაციენტმა კლინიკა „ბომონდი“ დატოვა

  •  

 ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი მორიგმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა დატოვეს. დღის განმავლობაში ბინაზე ოთხი ბავშვი და რვა მოზრდილი გაეწერა, ხოლო ერთი მელოგინე ჩვილით და ერთი ზრდასრული პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინე სივრცეში გადავიდნენ. კოვიდცენტრში დადასტურებული „კოვიდ-19“-ით ამ დროისათვის 67 პაციენტი რჩება, აქედან შვიდი ბავშვია, ხოლო ხუთი ორსული. „კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ამ დრომდე დადასტურებული „კოვიდ-19“-ით ცენტრმა 160 პაციენტი მიიღო. კოვიდდადებითი პაციენტებიდან ჩვენი მედიკოსების ძალისხმევის შედეგად, 70-მდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გამომდინარე იქედან, რომ კლინიკა „ბომონდი“ არის მესამე დონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი და კლინიკას ნებისმიერი სირთულის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია, ჩვენს კოვიდცენტრში არიან მოთავსებული…

მეტი...

“ჩვენ ზომიერად შემზღუდავი ღონისძიებებით შეგვიძლია ინფექციის გავრცელება შევაკავოთ” – თამარ გაბუნია

  •  

 “სწორედ ახლა არის ის პერიოდი, როცა ჩვენ ზომიერად შემზღუდავი ღონისძიებებით შეგვიძლია ინფექციის გავრცელება შევაკავოთ. აჭარაში უკვე 1 კვირაზე მეტია, რაც დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები ამოქმედდა და უნდა დაველოდოთ სულ მცირე კიდევ 1 კვირა, რომ შედეგი დავინახოთ”, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტუმრობის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, მოწოდება #დარჩისახლში და მის დაცვა, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. „მოწოდება #დარჩისახლში, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, განსაკუთრებით აჭარაში, სადაც ინფექცია მეტად არის გავრცელებული მნიშვნელოვანია. ჩვენ სამინისტროში ვცდილობთ, რომ მუშაობის…

მეტი...

5 ოქტომბერს დიდუბის რაიონში აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

  •  

 დიდუბის რაიონში ახალი, უსაფრთხო გაზმომარაგების ქსელის მონტაჟი დასრულდა. ინფორმაციას კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ახალ ქსელზე გადართვის გამო 5 ოქტომბერს აბონენტების ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. „მეტი უსაფრთხოებისთვის აბონენტები უნდა გადავრთოთ სრულიად ახალ ქსელზე, რისთვისაც 5 ოქტომბერს საღამოს 22:00 საათიდან 6 ოქტომბრის 08:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება: კედიას ქ. 3, 10, 10კ-ში მდებარე შპს „კედიას 10”-ს, შპს ,,GD GROUP”-ს და „ალისფერი აფრები”-ს საცხოვრებელი კორპუსების, კახოვკის ქ. 9, თევდორე მღვდლის ქ. 13, 15, 16, 38, 40, 42, 44, 48, 48ა, 49, 51-53, ცაბაძის ქ. 8, ზუგდიდის ქ. 3, 12, ცემის,…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 167 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 65 პირს. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 130 ადამიანი მკურნალობს. 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

“მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს” -კახა კალაძე

  •  

 თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს და ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადეს. „დატრიალებული ტრაგედიის გამო, სტიქიამ ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთელ საქართველოს“, – აღნიშნულია კახა კალაძის სამძიმრის განცხადებაში. მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი ოთხი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. 

მეტი...

“მოწვეული გვყავს სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალები” – ნინო ნიჟარაძე

  •  

 “ჩვენ მოწვეული გვყავს სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალები, რომლებიც გვიწევენ დახმარებას, შეისწავლიან ადგილობრივ ვითარებას და სად რა სისუსტე გვაქვს, ხდება შესწავლა და აღმოფხვრა”, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ნინო ნიჟარაძის თქმით, დღეს მათი მუშაობის პირველი დღეა და შესაბამისად სრული სურათი ჯერ არ აქვთ. „ისინი მოგვცემენ რეკომენდაციებს, თუ რა მიმართულება უნდა გავაძლიეროთ და რა შეიძლება უფრო გამოსწორდეს“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის დედამ უარი განაცხადა, დაკითხულიყო საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე

  •  

 გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედამ უარი განაცხადა, დაკითხულიყო მცხეთის რაიონულ სასამართლოში საქმეზე ბრალდებული ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე. პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, თამარ შაქარაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს წერილი გამოგზავნა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. „სასამართლოში მიღებული იყო გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის დედის წერილი, სადაც ქალბატონი გამოთქვამდა პოზიციას, რომ მისთვის უკიდურესად მძიმე და რთული იყო, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა ჩვენება აღნიშნულ საქმეზე. ქალბატონ თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე ექვსივე პირის მიმართ, თითოეული პირის მიმართებაში, მათთვის წარდგენილი ბრალის ფარგლებში, სასამართლოს მიეღო მკაცრი გადაწყვეტილება. საკმაოდ ემოციური წერილი იყო. წერილში დაფიქსირებული იყო, რომ მისთვის მძიმე…

მეტი...

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის საქმეზე დებატების გამართვა საჭიროდ აღარ ჩათვალა და საქმის განხილვას 2021 წლის მარტამდე აღარ დაუბრუნდება

  •  

 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმის აღსრულების პროცესი დებატების გარეშე შეაფასა. კერძოდ, კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ მერაბიშვილის საქმეზე წარდგენილი ინფორმაცია და დებატების გამართვა საჭიროდ არ მიიჩნია, – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. ყველა სხვა ასპექტი, როგორიცაა მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება, დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კომიტეტმა გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ მას სასჯელი ბოლომდე უნდა მოეხადა და არ არსებობდა ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლის რაიმე საფუძველი“ – აცხადებენ სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ,…

მეტი...

“თურქეთის მოკავშირე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა ახსნან, რატომ ბომბავენ „F16“-ები მთიან ყარაბაღში სოფლებს” – ნიკოლ ფაშინიანი

  •  

 თურქეთის შეიარაღებული ძალები საომარ მოქმედებებში პირდაპირ არიან ჩართული, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა The Globe and Mail – თან ინტერვიუში განაცხადა. ფაშინიანის თქმით, თურქეთის მოკავშირე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა ახსნან, რატომ ბომბავენ „F16“-ები მთიან ყარაბაღში სოფლებს და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. „თურქეთის სამხედრო პერსონალი და შეიარაღებული ძალები პირდაპირ არიან ჩართული საომარ მოქმედებებში. თურქეთის ნატო-ს მოკავშირეებმა უნდა ახსნან, ეს F-16 ები რატომ ბომბავენ მთიან ყარაბაღში ქალაქებს, სოფლებს და ხოცავენ მშივიდობიან მოქალაქეებს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მეტი...

“ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა” – თამარ გაბუნია

  •  

 “სტანდარტიზაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ის რაც კეთდება თბილისში, უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც, ქუთაისშიც და სხვაგან, იმითვის, რომ გვქონდეს ერთიანი სტანდარტული მიდგომა და თანაბარი ხარისხი კარგი, კლინიკური გამოსავლების მისაღებად”, – ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტუმრობის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა. „ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა. რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი და საკმაოდ დიდი შესაძლებლობების კლინიკაა, აქედან გამომდინარე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კრიტიკულმა პაციენტმა მიიღოს სათანადო მომსახურება და სწორედ სტანდარტიზაცია არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რადგან…

მეტი...

შემოსავლების სამსახურმა თბილისში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

  •  

 2 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ქალაქ თბილისში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 8 800 ღერი (44 ბლოკი) უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საქმის მასალები გადაეგზავნა შესაბამის სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით.

მეტი...

ხელვაჩაურში სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

  •  

 მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მესამე ადამიანის ცხედარი იპოვეს. 120 მეხანძრე-მაშველი და მძიმე ტექნიკა, დაახლოებით, 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილი მოქალაქეების საძიებო სამუშაოებს 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭში უხვი ნალექით გამოწვეულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, რომელშიც ოჯახის სამი წევრი, იმყოფებოდა.

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 144 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  •  

 გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 144 ადამიანს გამოუვლინდა, 1 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 40,453 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 594 ადამიანი. ვირუსისგან 38,217 პაციენტი განიკურნა.

მეტი...

საქართველოსა და გაერო-ს შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო – დოკუმენტი გაფორმდა

  •  

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მდგრადი განვითარების შესახებ თანამშრომლობის 2021-2025 წლების ჩარჩო-დოკუმენტს მოაწერეს ხელი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს მადლობა გადაუხადა გაერო-ს მიერ ქვეყნისთვის გაწეული ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა, რომ სამომავლოდ დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დოკუმენტში ასახულია ქვეყნის პრიორიტეტები, გამოწვევები, მოქალაქეთა საჭიროებები და პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზები. როგორც საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა აღნიშნა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სურს  საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულებებით, რაც სოციალურ თანასწორობას, ადამიანური რესურსის შესაძლებლობებსა და ადამიანური რესურსის განვითარებას…

მეტი...

ოკუპანტების მიერ დაკავებული ირაკლი ბებუა გალის ციხიდან სოხუმის ციხეში გადაიყვანეს

  •  

 ოკუპანტების მიერ დაკავებული ირაკლი ბებუა გალის ციხიდან სოხუმის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ შეტყობინება ბრალდებულის ოჯახმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიიღო. დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გუშინ დააკავეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. ქართული მხარე ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

მეტი...

მაშველებმა მეწყერში მოყოლილ მანქანაში ორი ცხედარი იპოვეს

  •  

 ხელვაჩაურში მაშველებმა, სადაც გასულ ღამით მეწყერი ჩამოწვა, ორი ცხედარი იპოვეს. ცხედრები ცოტა ხნის წინ ნაპოვნი მანქანიდან ამოიყვანეს.  წინასწარი ინფორმაციით, ეს ის ორი მამაკაცია, რომლებიც სოფელში მანქანით გადაადგილდებოდა. შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭში უხვი ნალექით გამოწვეულმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, რომელშიც ოჯახის სამი წევრი, იმყოფებოდა. ასევე, მიწის მასამ გზაზე მდგომი მანქანა მოიყოლა, სადაც სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა იჯდა.

მეტი...

“აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ სტეპანაკერტს ​ცეცხლი გაუხსნეს” – სომხეთი

  •  

 სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ქალაქ სტეპანაკერტს ​ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც. „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სროლის შედეგად მრავალი დაჭრილია, დაშავდნენ ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლები და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – აცხადებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრუნ ოგანესიანმა.

მეტი...

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა

  •  

 ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა და ხუთი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა BMC-ში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაცით, მოქალაქეებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

პირებს, რომლებსაც გრიპის სეზონის დროს მაღალი ტემპერატურა ექნებათ, ტესტირება კორონავირუსზეც ჩაუტარდებათ

  •  

 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გრიპის სეზონის დროს სიცხიანი ადამიანები გაიტესტებიან როგორც კოვიდზე, ასევე გრიპზე. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გრიპის სეზონის თანდართვის დროს მდგომარეობის სწორად მართვას. „მოვუწოდებთ ჩვენ კლინიკებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სასურველი იქნება, რომ გრიპის სწრაფი ტესტები გაორმაგდეს და გასამმაგდეს ანტიგენზე დამყარებული ტესტების შეძენა. გრიპის სეზონის დროს ყველა სიცხიანი ადამიანი დიფერენციალური დიაგნოტიკისთვის იქნეს გატესტილი ორივე ინფექციაზე, როგორც კოვიდზე, ისე გრიპზე, კიდევ სხვა ღონისძიებები შემუშავდება, რომელიც ამ სეზონისთვის იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ჩხოროწყუში კორონავირუსი სამ ექიმს დაუდასტურდა

  •  

 ჩხოროწყუში კორონავირუსი სამ ექიმს დაუდასტურდა. კოვიდინფექციის გავრცელების გამო, შესაძლოა, საავამდყოფო დაიხუროს. ამ დროისთვის კი დაწესებულებამ პაციენტების მიღება შეწყვიტა და იქ ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ექიმების გარდა, ჩხოროწყუში ინფექცია დაუდასტურდა კიდევ ორ პირს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და სავარაუდოდ, ინფიცირებულთან კონტაქტი საირმეში ჰქონდათ. მათ გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდში მოსწავლეს რეპეტირორის კლასტერიდან, ოთხი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, ორი კი ცხელების ცენტრის პაციენტი. მათი წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ასევე ხობში ინფიცირებილია უკვე დადასტურებული შემთხვევის ოთხი კონტაქტი, სენაკში კი, ინფიცირებულის 6 კონტაქტი. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა ე.წ. საბერიოს კლასტერის ოთხ წევრს. ყველა ამ შემთხვებაზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.…

მეტი...

“სასურველია, დიდ ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დარჩნენ სახლში” – ამირან გამყრელიძე

  •  

 სასურველია, დიდ ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დარჩნენ სახლში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, მან აჭარის მოსახლეობას მოუწოდა, რომ პირბადე დახურული სივრცეების გარდა, გარეთაც გამოიყენონ. გამყრელიძის განმარტებით, რესპირაციული ვირუსების სეზონი მოდის და შესაძლოა, ამ ვირუსების „კოვიდ-19“-ზე თანდართვა მოხდეს. აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დიდ ქალაქებში მობილობა იყოს დაბალი. „მოგეხსენებათ, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში მანდატორულია, მაგრამ რადგან აჭარაში გვაქვს სერიოზული გავრცელება, სასურველია ღია სივრცეებშიც ვიხმაროთ პირბადე. ინციდენტობის მაჩევენებლი აჭარაში გვაქვს დაახლოებით შვიდ-რვაჯერ მეტი, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩევენებელია,…

მეტი...

“ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში” – ამირან გამყრელიძე

  •  

 ერთ-ერთი ახალი მიდგომა რაც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულებიდან სჭარბობს სიმპტომიანი პაციენტები და ასევე კონტაქტში მყოფი პაციენტები. „ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტაქტში მყოფი ადამიანების სწრაფ იზოლაციას. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამაზე გამახვილდა ყურადღება. ერთ-ერთი ახალი მიდგომა რაც გვექნება, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გადავლენ სწრაფ იზოლაციას. თუ მას აქვს საშუალება თვითიზოლაციას, თუ არ აქვს საშუალება, კარანტინში გადაყვანას და…

მეტი...

“მოვუწოდებ მოსახლეობას, აუცილებლად დავრჩეთ სახლში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

 მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის მიზანი შეზღუდვების დაწესება არ არის. „მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ. სამთავრობო გუნდს მიზნად არ აქვს შეზღუდვების დაწესება, მაგრამ რეკომენდაციებს გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთილხდეთ ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფშია და დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი ხუთი პაციენტიდან ორი ბათუმში მკურნალობდა, სამი ქუთაისში, მათ შორის ერთი ოკუპირებული ოჩამჩირიდან იყო გადმოყვანილი

  •  

 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან ორი ბათუმში, სამი ქუთაისში, მათ შორის ერთი ოკუპირებული ოჩამჩირიდან იყო გადმოყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს ხუთი გარდაცვლილი, ორი ბათუმში, სამი ქუთაისში. ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ოჩამჩირიდან. ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-დან 90-წლამდე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 7 093 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის ვირუსით საქართველოში 46 ადამიანი გარდაიცვალა. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 7 093 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს შეადგენს.

მეტი...

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა და ბოლო ვადა მისცა

  •  

 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღუსრულებლობის გამო რუსეთი კვლავ მკაცრად გააკრიტიკა და კომპენსაციის გადახდის ფორმის დასასახელებლად ბოლო ვადა მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. “ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაცია კვლავ მკაცრად გააკრიტიკეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის…

მეტი...

“ჩვენი სია ერთადერთია, რომელიც ფუნდამენტურად განახლდა, ამის პირისპირ კი ვიხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია” – ირაკლი კობახიძე

  •  

 “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბლოკ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” მიერ წარდგენილ პარტიული სიას დეგრადირებული უწოდა. მისი შეფასებით, “ქართული ოცნება” ერთადერთია, რომლის სიაც ფუნდამენტურად განახლდა, “ნაციონალურ მოძრაობას” კი ამის რესურსი არ აღმოაჩნდა.  “ჩვენი სია არის, რეალურად, განახლებული და თუ დააკვირდებით, ის ერთადერთი განახლებული სიაა, რომელიც ფუნდამენტურად განახლდა. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ახალი სახე, ბევრი ახალი, ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საპარლამენტო საქმიანობაში. ამის პირისპირ ყველამ ვიხილეთ აბსოლუტურად დეგრადირებული სია ისეთი ადამიანების, რომელიც მობეზრებული ჰყავს სრულიად ქართულ საზოგადოებას, აღარ ჩამოვთვლი მათ სახელებს და გვარებს. ეს არის აბსოლუტურად გაუმართავი და განუახლებელი…

მეტი...

გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა

  •  

 კორონავირუსისგან გარდაცვლილი ორი პაციენტი მკურნალობის კურსს ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში გადიოდნენ.  78 წლის ქალს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან ერთად, აღენიშნებოდა ქრონიკული უკმარისობა, ჰიდროპერიკარდიუმი და ხორხის სიმსივნე. რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა. პაციენტები კლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით 15 და 16 სექტემბერს შეიყვანეს. “ამ დროისთვის კლინიკაში 90 კოვიდდადებით პაციენტს უტარდება მკურნალობის კურსი. გვყავს ორი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომა თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. მედიკოსების მაქსიმალური მცდელობისა და გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა…

მეტი...

თბილისიდან აჭარაში მედიკოსთა ჯგუფი გაემგზავრა

  •  

 თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან აჭარაში მედიკოსთა ჯგუფი გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც რეანიმაციის და ინფექციურ სნეულებათა მიმართულების ექიმები არიან. ჯგუფს საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ხელმძღვანელობს. რატიანის თქმით, ჯგუფი აჭარის კოვიდცენტრებში მომუშავე ექიმებს, კოვიდინფიცირებულ პაციენტთა მართვასთან დაკავშირებით გამოცდილებას გაუზიარებს.   ჯგუფი, თავდაპირველად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმუშავებს, სადაც მძიმე პაციენტების მდგომარეობას შეაფასებენ.

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა კვლავ აჭარაში, თბილისსა და იმერეთში დაფიქსირდა

  •  

 ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით ბოლო 24 საათში დადასტურებული 453 შემთხვევიდან უმეტესობა 297 კვლავ აჭარის რეგიონიდანაა. 78 არის თბილისი, 52- იმერეთი, 6 – გურია, 6 – სამეგრელო ზემო სვანეთი, 6- შიდა ქართლი, 2- ქვემო ქართლი, 3-კახეთი, 2- მცხეთა-მთიანეთი, 1 – სამცხე-ჯავახეთი. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 52%-ია. “38 კრიტიკულად მძიმეა, 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი,”- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

დისტანციურ სწავლებაზე დარჩენის მოთხოვნით განათლების სამინისტროს 5 200-მა მშობელმა მიმართა

  •  

 განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე 186-ე სკოლას ეწვია და ბავშვებს სკოლებში სწავლის განახლება მიულოცა. მისი ინფორმაციით, გუშინ ქვეყნის მასშტაბით 50-მდე ბავშვი სიცხის დაფიქსირების გამო სახლში გაუშვეს. ამასთან, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე დარჩენის მოთხოვნით განათლების სამინისტროს 5 200-მა მშობელმა მიმართა.

მეტი...

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

  •  

 საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 43-ია.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 453 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 453  შემთხვევა დაფიქსირდა, მონაცემები ვებგვერდზე StopCov რამდენიმე წუთის წინ განახლდა. გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი. 2-ით გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობაც – ინფექციამ საქართველოში სულ 43 ადამიანი იმსხვერპლა. 

მეტი...

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების და აქციზური მარკების დამზადების ფაქტზე 2 პირი დააკავეს

  •  

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, ყალბი აქციზური მარკების დამზადების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში დაამზადეს და 300 აშშ დოლარის საფასურად გაასაღეს ავტომანქანის მართვის ყალბი ორი მოწმობა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად საჭირო კომპიუტერული ტექნიკა, სპეციალური საბეჭდი მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა, თამბაქოს ნაწარმის ნიშანდებისათვის განკუთვნილი ყალბი აქციზური მარკები, სხვადასხვა პირის სახელზე დამზადებული მართვის და პირადობის მოწმობები, უნივერსიტეტის დიპლომი და სკოლის ატესტატი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის…

მეტი...