„გარდაცვლილ პაციენტებს თანმხლები დავადებები აქვთ, „კოვიდით“ მხოლოდ 2-3 ადამიანი გარდაიცვალა“ – თენგიზ ცერცვაძე

„დამიჯერეთ, ვიცნობ მსოფლიოს სტატისტიკას. რეკორდული მაჩვენებელი სიტყვა „ცხრისთვის“ არ არის რელევანტური“ – აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე და ამბობს, რომ საქართველოში გარდაცვლილთა ერთეული მატებაა.

„ვიცნობ მსოფლიოს სტატისტიკას. რეკორდული მაჩვენებელი სიტყვა „ცხრისთვის“ არ არის რელევანტური, იმიტომ რომ, ერთეული მატებაა. იყო რვა და გახდა ცხრა. გასაგებია, რომ ეს ისეთი დაავადებაა, სიკვდილიანობას თავიდან ვერ აიცილებ. სომხეთს, ჩვენზე ორჯერ პატარა ქვეყანას ჰყავს 1100 გარდაცვლილი, ჩვენ სომხეთზე მოსახლეობით 2-ჯერ დიდ ქვეყანას 102 გარდაცვლილი. დინამიკა ერთი პაციენტით იზრდება, ერთით მეტი და ერთით ნაკლები სტატისტიკურად სარწმუნო არ არის. გამოჩნდა შედარებით ახალგაზრდა ასაკიც, ყველაზე ახალგაზრდა 43 წლის გარდაცვლილი გვყავს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ“.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილ პაციენტებს თანდართული დაავადებები ჰქონდათ: „გარდაცვლილ პაციენტებს თანმხლები დავადებები აქვთ. ერთეული შეთხვევები 2-3 შემთხვევა იყო როდესაც მარტო კოვიდინფექციით გარდაიცვალა პაციენტი, დიდი ალბათობით მათ თრომბოემოლიური გართულება გამოეხატათ.“

მსგავსი თემები