პანდემიიდან გამომდინარე, COVID19-ის მობილური ჯგუფები რეგიონებში გადანაწილდებიან

კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით  5 მობილური ჯგუფი შეიქმნება, რომლებიც თბილისსა და მუნიციპალიტეტებში გადანაწილდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული გაიდლაინები ხელახლა გაიარეს და ის რეალობის შესაბამისად გადაიხედა.

„გადაწყდა 5 მობილური ჯგუფის ბრიგადის შექმნა, რომლის შემადგენლობაში შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, ოფიციალური პირი. გარდა ამისა ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, ვისაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს კოვიდის კუთხით. ახლა, ამ ხუთი ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში. ეს ჯგუფი იქნება გაფართოებული. ინფექციონისტის, რეანიმატოლოგის და სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, იქ იქნება სამი ახალგაზრდა ექიმი, რომ იქ ადგილზე პრაქტიკულად მუშაობაში დაეხმაროს. მეორე ჯგუფი წავა ქუთაისში, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქუთაისი. კოვიდმიმღები არის თერჯოლა. თერჯოლა პატარა რაიონია და მათ სერიოზული პასუხისმგებლობა აიღეს თავზე, რომლებსაც დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ხოლო სამი ჯგუფი იმუშავებს თბილისში. ამ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები