“თბილისელები დღეს ზრუნვას გრძნობენ, ეს ყველაზე დიდი მახასიათებელია, რაც ჩვენ განგვასხვავებს ოპონენტებისგან” – გიორგი გახარია

“თბილისი თბილისელებისთვის ხდება ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად” , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამგორის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სოზარ სუბარის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა არის ის, რაც მმართველ გუნდს ოპონენტებისგან განასხვავებს. „ნათელია და ყველა კარგად ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი დედაქალაქი თბილისი მშვენიერდება. თბილისი აშკარად ვითარდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თბილისი თბილისელებისთვის ხდება ძალზედ კომფორტული ქალაქი საცხოვრებლად. ამასაც თავი რომ დავანებოთ, თბილისელები დღეს ზრუნვას გრძნობენ. მათზე ზრუნავს მთავრობა და რა თქმა უნდა, მერია. ამისთვის მინდა თბილისის მერს მადლობა ვუთხრა. ეს ზრუნვა ყველაზე დიდი მახასიათებელია, რაც ჩვენ…

მეტი...

“ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი” – კახა კალაძე

“ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი, მაგრამ არეულობის შემოტანის სურვილი თუ იქნება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ. „მინდა, რამოდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო ოპოზიციური პარტიების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 31-ში აქვთ სურვილი, გარკვეული აქციები მოაწყონ. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის მაქსიმალურად დაცული და უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ყველა ადამიანს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც აქვს განსხვავებული მოსაზრება, აქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ფორმით გამოხატოს შეხედულება, მათ შორის მოაწყოს მიტინგები. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს კანონის ფარგლებში. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილო ყველა, თუკი იქნება…

მეტი...

ცესკო-ს თავმჯდომარემ პრეზიდენტს 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიასგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხებისა და საარჩევნო ღონისძიებების შესახებ, – ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ცესკოში აღნიშნავენ, რომ თამარ ჟვანიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ასევე არჩევნების ორგანიზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა კონკრეტული მექანიზმები იქნება გამოყენებული არჩევნების დღეს, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ამომრჩეველთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. თამარ ჟვანიამ ადმინისტრაციას დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები. საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზგასმით იქნა აღნიშნული არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციური უფლების დაცვის მნიშვნელობა. ცესკო-ს…

მეტი...

სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საბურავი მოულოდნელად გასკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მჯდომი ერთი მგზავრი, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია . მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ დღეს ლაგოდეხში კოვიდდადასტურებული მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ მამაკაცი შესაბამის სამედიცინო მკურნალობას ლაგოდეხის „არქიმედეს კლინიკაში“ გადიოდა. ზემოაღნიშნული კლინიკა გახლავთ „კოვიდ-19“-ის სახელმწიფო მართვაში ჩართული დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 71 წლის მამაკაცს, გარდა „კოვიდ-19“-ისა, ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება. ის კლინიკაში 23 ოქტომბერს მოთავსდა, რის შემდეგაც მედიცინის მუშაკებმა ყველაფერი გააკეთეს პაციენტის გადასარჩენად, თუმცა სამწუხაროდ, მამაკაცი დღეს, 28 ოქტომბერს,…

მეტი...

საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 28-კაციანი დელეგაცია დააკვირდება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. როგორც ასამბელის მიერ გავრცლებულ პრესრელიზშია აღნიშნული, საქართველოში გაგზავნილია 28-კაციანი დელეგაცია, რომლიც 31 ოქტომბერს საპრალემენტო არჩევნებს გაუწევს მონიტორინგს. „ალბანელი პარლამენტარი ელონა გჟებრეა ჰოჯა იქნება ეუთო-ს მოკლევადიანი მისიის თანა-კოორდინატორი და ლიდერი, ხოლო ფინელი პარლამენტარი პია კაუმა იქნება ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელი“, – ნათქვამია პრესრელიზში.

მეტი...

“ქვეყნის წარმატებას არ ექნება საბოლოო ფასი, თუ ვერ მოხერხდება ქვეყნის მთლიანობის აღდგენა ” – გიორგი გახარია

“როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე, ყოველთვის, ყოველი ნაბიჯის დროს უნდა გვახსოვდეს ოკუპაცია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ნაძალადევის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის წარმატებას არ ექნება საბოლოო ფასი, თუ ვერ მოხერხდება ქვეყნის მთლიანობის აღდგენა. „ქვეყნის წარმატებას არ ექნება საბოლოო, თუ არ ვიზრუნეთ თითოეულ დევნილზე, მოქალაქეებზე, თავისივე სამშობლოში დევნილ ადამიანებზე. რაც არ უნდა ვთქვათ ჩვენ აქ, იმასთან დაკავშირებით, რომ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ბინებით უზრუნველვყოფთ 13 000 დევნილს, ეს არ ნიშნავს არაფერს, საბოლოო მიზანი და შედეგი უნდა იყოს ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი დევნილი მოსახლეობის…

მეტი...

თამაზ ხომასურიძეს ბრალი დაუმძიმდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს ბრალი დაუმძიმდა. მას უკვე გამოძიება სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმასაც ედავება. ბრალდებულმა დღეს ბრალიც აღიარა. მან განმარტა, რომ შვილის დაკავების გამო მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიდა და მისი ყველა დანაშაულებრივი ქმედება ამან გამოიწვია. დღესვე ხომასურიძეს სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას და მტკიცებულებების ფალსიფიკაციასაც ედავებიან

მეტი...

“ ქალაქ ბარდის მოსახლეობის დაბომბვისთვის აზერბაიჯანი შურს იძიებს და ოკუპანტებს ბრძოლის ველზე ღირსეულ პასუხს გასცემს” – ილჰამ ალიევი

“ბარდის მოსახლეობის დაბომბვისთვის აზერბაიჯანი შურს იძიებს და ოკუპანტებს ბრძოლის ველზე ღირსეულ პასუხს გასცემს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთის არმიის მიერ ქალაქ ბარდის დაბომბვის შემდეგ განაცხადა. აზერბაიჯანის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის არმიამ ქალაქი ტერტერი „გრადის“ ტიპის დანადგარით ისევ დაბომბა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის არმიამ მთიან ყარაბაღში, ზანგილანის, ფიზულის, ჯებრაილის და გუბადლის რაიონებში კიდევ 13 სოფელზე დაამყარა კონტროლი.

მეტი...

“წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე” – სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. როგორც სალომე ზურაბიშვილის მიმართვაშია აღნიშნული, კოვიდის შეკავება და ეკონომიკის გადარჩენა, ქვეყნის სტაბილურობის გამყარება, დემოკრატიული წინსვლის განმტკიცება – ქვეყნის დღევანდელი და უალტერნატივო პრიორიტეტებია. „სამ დღეში არჩევნებია! მოგმართავთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე: კოვიდის შეკავება და ეკონომიკის გადარჩენა, ქვეყნის სტაბილურობის გამყარება, დემოკრატიული წინსვლის განმტკიცება – ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და უალტერნატივო პრიორიტეტებია! ამ დროს, შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების  დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის – ჯარი, სამართალდამცავები და ჯანდაცვის წარმომადგენლები. ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა, რომლებზეც ჩვენი…

მეტი...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. ამის შესახებ ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი. „ცხრა წევრისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც ჰოლანდიელი დეპუტატი ტინიკოქსი ხელმძღვანელობს საქართველოში 29 ოქტომბერს ჩავა და პირველ ნოემბრამდე დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს. ისინი არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის წევრებთან ერთად დააკვირდებიან. 31 ოქტომბრამდე დაგეგმილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს” – გიორგი გახარია

“ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უნდა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, ხოლო საბოლოო მიზანი არის სრულფასოვანი წევრობა ევროატლანტიკურ ოჯახში. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი მომავალი თაობებისთვის”, – ამის შესახებ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ფაქტია, რომ წელს საარჩევნო კამპანიის ჩატარება არაორდინალურ ვითარებაში გვიწევს, მაგრამ გლობალურმა პანდემიამ, ვირუსმა ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ყველაზე მთავარია ის, რომ ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით, რადგან, როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ვფიქრობთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენასა და სამუშაო ადგილების გაჩენაზე. ჩვენ ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ქვეყანაში არის…

მეტი...

“დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა” – კახა კალაძე

“კარგად იცით, რომ წლების განმავლობაში არა მხოლოდ ნაძალადევს რაიონი, არამედ მთელი თბილის მთლიანად იყო მიტოვებული, ადამიანებს არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა, დამკვიდრებული იყო უიმედობა და სრული ნიჰილიზმი, თუმცა 2012 წლის შემდეგ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა. „დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითია გლობალური პანდემია, სადაც ყველანი ერთად, როგორც ხელისუფლება, საზოგადოება, დარგის სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები გავერთიანდით და ყველეფრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პანდემიის პირველი ტალღა…

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსი 928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 928 ადამიანს გამოუვლინდა, 11 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 52,137 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 699 ადამიანი. ვირუსისგან 42,033 პაციენტი განიკურნა.

მეტი...

„ოცნების“ ხელისუფლება ასევე ცდილობს კორონა ვირუსი მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს“ – დავით ჭიჭინაძე

„ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ოპოზიციას დააბრალოს რადიკალიზმი და ამ დროს თვითონ იბარებენ  მუქარებით  ადამიანებს,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძის განცხადებით ხელისუფლება ამომრჩევლებს აშინებს სხვადასხვა მეთოდებით: „პირადად  ჩემი საოლქოს წარმომადგენლის მამა დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ,  თუ მისი შვილი არ დატოვებდა  ჩემ საარჩევნო ოლქს.  სწორედ  ეს არის ის ძალადობა, რომელსაც  ყოველდღიურად ახორციელებს „ოცნების“ ხელისუფლებ. „ოცნების“ ხელისუფლება ასევე ცდილობს კორონა ვირუსი მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს. რა დააშავეს თუნდაც ჩვენი პარტიის მხარდამჭერებმა,  რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უნდათ, „ოცნების“ ცესკო კი ამ უფლებას ართმევს?!  ე.წ. თავისიანებს…

მეტი...

“ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა” – აზერბაიჯანული მედია

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მიერ ქალაქ ბარდას დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა, 40 ადამიანზე მეტი კი დაშავდა. აზერბაიჯანული მხარე თავდასხმაში სომხეთს ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აზერბაჯანული მხარის ბრალდებებს უარყოფს.

მეტი...

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუა მოქმედი სამხედო არ იყო

თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული პირი – ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის. უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის ძალების პირველი კლასის რიგითი ბადრი ესებუა 2019 წელს დაითხოვეს.

მეტი...

“თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც “ენმ” არჩევნების დღეს პარლამენტის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს” – მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიაში შესული წერილის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის წინ მრავალათასიან აქციას გეგმავს. “მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია “ნაც მოძრაობის” მიერ დაგეგმილი კიდევ ერთი მავნებლობის შესახებ, რომელიც არჩევნების ნაცვლად აქციებისთვის და არეულობისთვის რომ ემზადება – ეს არ არის სიახლე ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენი ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესულია წერილი, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების დღეს პარლამენტის წინ 12 საათიდან იკრიბებიან. ხაზს ვუსვამ – არჩევნების დღეს. როგორც ჩანს სრული რესურსის მობილიზაციას ამ მიმართულებით და არა საარჩევნო მიმართულებით აპირებენ და აანონსებენ მრავალ ათასიანი…

მეტი...

სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მატარებელი შუახნის ქალს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალი ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც მატარებლის ხმოვანი სიგნალი ვერ გაიგო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

“მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს” – ირაკლი ღარიბაშვილი

„ქვეყნის მოღალატე, ძირძველი ტერიტორიებისა და წმინდა ადგილების გადამცემი, მკვლელი და ხალხის მჩაგვრელი მასხარა სააკაშვილი და მისი მოღალატე ბანდა არჩევნების შემდეგ ვეღარ დარჩება პოლიტიკაში, მოღალატე ძალა უნდა გაუქმდეს!“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე წერს. “31 ოქტომბერს პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო” ძლიერად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. აქვე თავდაცვის მინისტრი მის მიერ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაწერილ მიმართვას აზიარებს, სადაც საზოგადოებას მიმართავს, ერთად დადგეს და საბოლოოდ უარი უთხრას “მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას“.

მეტი...

წარმატებული ქართველი, რომელიც ამერიკაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას კურირებს და „ეფ-ბი-აის“ შეთავაზებაც მიიღო – პროფილი „მედიაცენტრ მთავარზე“

ვინ არის წარმატებული ქართველი ქალი, რომელიც ჰილარი კლინტონის ჩარევით აშშ-ში დატოვეს და რომელიც ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში, რომელიც მსოფლიო ხუთეულშია, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებას კურირებს. რა შეთავაზება მიიღო მან „ეფ-ბი-აი“-სგან, რატომ თქვა უარი და რატომ ვერ პოულობს ადგილს საკუთარ ფესვებზე – „მედიაცენტრი მთავარი“ გაგაცნობთ ამერიკაში მცხოვრები ქართველის, ნინო ტაბატაძის პროფილს. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველო იბომბებოდა,  ცეცხლი გუგუნებდა… მიზანი ერთი იყო – განათლება, მაქსიმალური გამოცდილება და ამ გამოცდილების საქართველოში ინვესტირება. ნინო ტაბატაძე „მედიაცენტრ მთავართან“ იმ რთულ წლებს იხსენებს და ამაყობს, რომ მიზანი მიღწეულია.     ————————————————— პირველი სემესტრი ვფიქრობდი – რა…

მეტი...

„საქართველომ, ისევე როგორც ამერიკამ იბრძოლა თავისუფლებისთვის” – კელი დეგნანი

“ჩვენ გვსურს დავეხმაროთ საქართველოს ძლიერი, ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი და უფრო დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში,” -ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბრისას განაცხადა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ქართველებმა აირჩიეს გზა უფრო დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოებისკენ და აშშ გააგრძელებს ამ არჩევანის მხარდაჭერას. „საქართველომ, ისევე როგორც ამერიკამ იბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს თავისუფლების საერთო სიყვარული არის ის, რაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გულშია. თავისუფლება, რომელიც ლიდერების დამოუკიდებელ და სამართლიან არჩევნებში არჩევას გულისხმობს, ჭეშმარიტი დემოკრატიის საფუძველია. დემოკრატია გულისხმობს არჩეული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას ხალხის წინაშე და არჩევნები სწორედ ამას ემსახურება.…

მეტი...

„ხდება მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება“ – არჩილ თალაკვაძე

„მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარემ არჩილ თალკვაძემ განაცხადა. უმრავლესობის ლიდერი თვლის, რომ ოპოზიცის რადიკალური ნაწილი მოსახლეობას დესტაბილიზაციისკენ უბიძგებს: „საზოგადოებრივი აზრის კვლევის საფარქვეშ, მოქალაქეებისთვის დესტაბილიზაციის და ძალის გამოყენების შეთავაზება, თუნდაც ირიბი სახით, ეწინააღმდეგება მშვიდობიანი, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების იდეას და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩანს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ამ მეთოდოლოგიით გამოჰკითხეს, ჰქონდათ შესაბამისი რეაქცია და აღშფოთება, რადგან მათ ინფორმაცია გაასაჯაროეს. მოველით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ ფაქტს სათანადო შეფასებას მისცემენ. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს დემოკრატიაზე თავდასხმის შესაძლებლობას!,“ –…

მეტი...

თამაზ ხომასურიძეს ამ წუთებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას, თამაზ ხომასურიძეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება. ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს, მისივე ცნობით, თამაზ ხომასურიძეს ექსპერტიზა მისი შუამდგომლობის საფუძველზე უტარდება. ბასილაშვილის თქმითვე, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი. დღესვე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. თუმცა, ექსპერტიზის გამო, ის შესაძლოა, გადაიდოს. ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, თამაზ ხომასურიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთი ბრალი დაემატა. სააგენტოს ცნობით, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებიდან მალევე, ციხის რეჟიმის ინსპექტორს თავს დაესხა. ცნობისთვის, თამაზ…

მეტი...

“ნაციონალურ მოძრაობას” გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველა კვლევის მონაცემით, რომელიც გაუყალბებლად და ობიექტურად ჩატარდა, ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს.  “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ამ ფონზე კი ოპოზიციას არჩევნებში წარმატების იმედი აქვს დაკარგული და ცდილობენ, მოახლოებულ არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ:  “გასული კვირების მანძილზე საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა, ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ძალისხმევით მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება გახდა შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით, ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.…

მეტი...

ბადრი ესაბუას მამა ამ წუთებში სამხედრო პოლიციაში იმყოფება

გავრცელებული ინფორმაციით,  ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. რამდენიმე დღის წინ ბადრი ესაბუას მამამ განაცხადა, რომ შვილს სახლში უმოკლეს დროში ელოდებოდა. ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, საქმეზე ერთადერთი ბრალდებული ჯერჯერობით ბადრი ესებუაა.

მეტი...

„სიტუაცია არ არის მარტივი….  სისტემა ამას უძლებს და პიკურ დატვირთვასაც გავუძლებთ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თვენახევარია, რაც მეორე ტალღა დაიწყო და არსებული სიტუაცია არ არის მარტივი.    „ეპიდემია შესულია აქტიურ, ინტენსიურ ფაზაში. ეს არის მეორე ტალღა ყველგან და მათ შორის, ჩვენთანაც. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირება ოთხნიშნა რიცხვია უკვე, ამ ეტაპამდე ეს ყველაფერი მართვადია. დაახლოებით თვენახევარია, რაც მეორე ტალღა დაიწყო და ჯანდაცვის სისტემა მიუხედავად შემთხვევების რაოდენობის ზრდისა, უძლებს ამ დატვირთვას,“ – განცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, მართვაში გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა, სისტემა დატვირთვას უძლებს. „რა თქმა უნდა, ხარვეზები შეიძლება იყოს, ან…

მეტი...

მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის ქ. N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერი რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა. ტერიტორიაზე შენარჩუნდა მწვანე საფარი და ახალი ნარგავებითაც გაშენდა; მოეწყო დეკორატიული შადრევანი. ასევე, განთავსდა საბავშვო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ატრაქციონები; სრულიად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა; ტერიტორიაზე საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდა. დასრულებულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო. “ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატა, რომელიც ამავდროულად, ისტორიული მნიშვნელობის…

მეტი...

„გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი“ – დღეს დილისთვის ინფიცირებულა 123 მედპერსონალი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევები მზარდია.  დილის მონაცემებით კი ინფიცირებულია 123 სამედიცინო პერსონალი.    „სამიზნე ჯგუფებიდან ყველაზე მეტი ინფიცირებული არიან სიმპტომებიანი ადამიანები 1731-დან 73% -1272 გახლავთ სიმპტომებიანი პაციენტი. სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. სამწუხაროდ, იცით, რომ გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი. ასევე, სხვა რისკჯგუფებში, ე.წ. კონტაქტურიანებში დაახლოებით 299 ადამიანი არის დადებითი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მეტი...

“რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული” – ირაკლი კობახიძე

„არჩევნებამდე რჩება სამი დღე და ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემი,“ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განცხადა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით ოპოზიცია არჩევენებზე მარცხს ელოდება: „აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და აქვს ერთადერთი საზრუნავი, თუ როგორ შეუძლიათ ჩრდილი მიაყენონ კარს მომდგარ არჩევნებს. გუშინ ჩვენ ვამხილეთ რადიკალური ოპოზიციის ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელტა რეალური ამოცანა სწორედ არჩევნების შედეგებისადმი თუნდაც მინიმალური უნდობლობის გაჩენაა. ბუნებრივია მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, რასაც…

მეტი...

კოვიდინფიცირებული პაციენტები არა მხოლოდ კოვიდსაავადმყოფოებმა, არამედ შესაძლოა სხვა კლინიკებმაც მიიღონ

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შესაძლოა, კოვიდინფიცირებული პაციენტები არა მხოლოდ კოვიდსაავადმყოფოებმა, არამედ სხვა კლინიკებმაც მიიღონ. როგორც ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ამის შესაძლებლობას მათ კანონი აძლევთ. „ამასთან დაკავშირებით ალბათ, ჯანდაცვის სამინისტრო დეტალებზე ისაუბრებს, თუმცა, მე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს, თუ ამის საჭიროება დადგება, ბუნებრივია, ამას გავაკეთებთ, იმიტომ, რომ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, ჩავთვალოთ, შესაბამისად, იქ სადაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ,“- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეტი...

“კორონავირუსის გარკვეული სტაბილიზაციის პირველი ტენდენცია გამოჩნდა” – ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის გარკვეული სტაბილიზაციის პირველი ტენდენცია გამოჩნდა, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ტენდენციის გამოჩენის მიუხედავად ჯერ სტაბილიზაციამდე შორია. “კარგია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადაფარა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა, ეს პირველი ასეთი ტენდენცია გამოჩნდა გარკვეულად სტაბილიზაციისკენ, მაგრამ სტაბილიზაციამდე ძალიან შორს ვართ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ,

მეტი...

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება” – ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არჩევნებზე მისვლა არის უსაფრთხო და ის მოქალქეებს მოუწოდებს, რომ პროცესი მონაწილეობა მიიღონ. მეზვრიშვილის განმარტებით, მიუხედავად პანდემიისა, მაქსიმუმი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული. “როგორც მოგეხსენებათ არჩევნები გვიახლოვდება, წესებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა – ცესკომ, ეპიდემიოლოგებმა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულად გარანტირებული. ეს წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ისე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული მიუხედავად პანდემიისა. არჩევნებზე მისვლა არის უსაფრთხო და მოვუწოდებთ…

მეტი...

“სტუდენტები ექიმს არ ანაცვლებენ, ისინი მათ კოვიდსიტუაციის მართვაში დაეხმარებიან” – მიხეილ ჩხენკელი

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსკურსელები ექიმებს დაეხმარებიან კოვიდსიტუაციის მმართვის მიმართულებით. როგორც ჩხენკელმა განაცხადა, სტუდენტები სპეციალურ კურსს გაივლიან.  “მე შევხვდი სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე ფაკულტეტების დეკანებს და დაიწყო პროცესი უფროსკურსელებისთვის სწრაფი, სპეციალური კურსის გავლის, რომ მათ ჰქონდეთ მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ექიმებს დაეხმარონ კოვიდსიტუაციის მართვის მიმართულებით. შესაბამისად, მომავალ ორშაბათს უკვე ერთგვარი სამედიცინო რეზერვი, ანუ უფროსკურსელთა ბაზა, რომელთაც გაიარეს ეს ტრენინგი, უკვე მზად იქნება.  სწრაფი კურსია, მიმართულებების იდენტიფიკაცია მოხდება იმის მიხედვით, თუ რა საჭიროება მოხდება კონკრეტულ სიტუაციაში, მაგრამ აქ შედის ქოლცენტრში თანამშრომლობა, ასევე კოვიდსასატუმროში, ან საკარანტინო სივრცეში, მაგრამ ცხადია, უფროსკურსელი სტუდენტები…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 636, აჭარაში კი 333 დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის ახალი შემთხვევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  დღეის მდგომარეობით, გვაქვს 1731  ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, COVID- 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  კი,  33858-ს შეადგენს: “დღეს გამოვლენილი 1731 შემთხვევებიდან, თბილისში არის – 636 , აჭარაში –  333, იმერეთში – 320, ქვემო ქართლში – 121, შიდა ქართლში – 76, გურიაში – 18 , სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 119 , კახეთში – 45, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 39,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15,” –…

მეტი...