„ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს ბიზნეს-პარტნიორს სად ნახავს კაცი“  – ზურაბ ნოღაიდელი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ადასტურებს, რომ ის პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკითხა. პრემიერმა ბიძინა ივანიშვილთან პარტნიორობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამას ისურვებდა თუმცა, ასე არ არის.  

„სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ჩემი ბიზნეს-პარტნიორი არ არის, თუმცა, ვისურვებდი. ბიძინა ივანიშვილზე უკეთეს ბიზნეს-პარტნიორს სად ნახავ კაცი საქართველოში, გინდა მსოფლიოში. მასთან ბიზნეს- პარტნიორობა არანაირ უხერხულობას არ შემიქმნიდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ის არ არის ჩემი პარტნიორი“ – განაცხადა ნოღაიდელმა რუსთავი 2-ის ეთერში.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, პროკურატურაში კიდევ დაიბარონ. ასევე აღნიშნა, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ადამიანებს ის არ იცნობს და არასდროს შეხვედრია.

შეგახსნებთ, რომ საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ კომისიის ორი წევრი დააკავა. ძიება გრძელდება და ყველას კითხავენ, ვინც ამ საქმეში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა.     

მსგავსი თემები