კორონავირუსის პირობებში, პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნებზე კენჭისყრის ახალი წესები დადგინდა

  •  

 საქართველოს ცენტრალურმა კომისიამ გამოაქვეყნა დადგენილება, რომელიც, პანდემიის პირობებში, 31 ოქტომბრის არჩევნებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის დადგენასა და სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს. დადგენილების თანახმად, არჩევნების დღეს, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ საარჩევნო უბნებზე ყოფნისთვის, ცალკეულ ჯგუფებს მოუწევთ, დააკმაყოფილონ კარანტინთან ან PCR-ტესტირებასთან დაკავშირებული წესები. უფრო ზუსტად კი, საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები/დამკვირვებლები/საარჩევნო სუბიექტების/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ვალდებული არიან, 2020 წლის 18 ოქტომბრის დილის 10 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე გაიარონ სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინე სივრცეში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული პირები საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პირდაპირ უნდა გამოცხადნენ…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  

 აფხაზური მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 230 ადამიანს, მათგან კორონავირუსი დაუდასტურდა 87 პირს. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 158 პაციენტი რჩება, მათგან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დღევანდელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2257 შემთხვევაა სულ დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 829 ადამიანი, გარდაიცვალა 21.

მეტი...

სამართალდამცველებმა თბილისში მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს

  •  

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნეს. სამართალდამცველებმა მოქალაქის კუთვნილი მოპედის ქურდობაში არასრულწლოვნები გამოავლინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია „გლოვოს“ თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ „აგროჰაბში“ შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი, მოპედი ადგილზე აღარ დახვდა. შ.გ.-მ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პირველ სამმართველოს მიმართა და კუთვნილი მოპედის ქურდობის ფაქტი დააფიქსირა. პოლიციამ ნაქურდალი მოპედი ისანი-სამგორის რაიონში იპოვა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ”…

მეტი...

“მზად ვართ ფრენების ორგანიზებისა და უსაფრთხოების ყველა პირობის შექმნისთვის, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე მუშაობა შეძლონ” – არჩილ თალაკვაძე

  •  

 “მზად ვართ ფრენების ორგანიზებისთვის, ტრანსპორტირებისა და უსაფრთხოების ყველა პირობის შექმნისთვის, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე მუშაობა შეძლონ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები და საქართველოს დემოკრატიული პროგრესი იქნება ასახული. „ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო, შეგვექმნა ყველანაირი პირობა, რათა რაც შეიძლება მეტი სადამკვირვებლო მისია ჩართულიყო საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების პროცესში. ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის, რომ ეს დემოკრატიული არჩევნები რაც შეიძლება მეტმა მხარემ შეაფასოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავუგზავნეთ ოფიციალური მოწვევები და წერილები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის მე დავუკავშირდი ევროპარლამენტს, ევროპის…

მეტი...

მსახიობ კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

  •  

 მსახიობს, სტიქაროსანსა და ტელეკომპანია „ერთსულოვნების“ თანამშრომელს, კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. მსახიობის თქმით, ინფიცირების წყარო მისი მეგობარია. „ვირუსი 1-ელ ოქტომბერს დამიდასტურდა. წყარო ვიცი. ჩემმა მეგობარმა გადამდო, რომელიც აქვე, ორი პალატის იქითაა მოთავსებული. მას შემდეგ, რაც მას დაუდასტურდა და მითხრა, ვიყავი ჯერ თვითიზოლაციაში, სახლში, შემდეგ – სასტუმროში და სასტუმროში გამომივლინდა სიმპტომები. ახლა ვარ ბოჭორიშვილის კლინიკაში. ვითვლები სტაბილურ პაციენტად. თავიდან უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ გუშინ ორივე ფილტვზე აღმომაჩნდა პნევმონია და გააგრძელეს მკურნალობის ახალი ეტაპი. მადლობა ღმერთს, რაც მადარდებდა, არ ახდა და ჩემგან არავის გადასდებია, რადგან იზოლაციაში ვიყავი და კონტაქტები არ მქონია“ – აცხადებს კახა…

მეტი...

კორონავირუსი შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს დაუდასტურდა

  •  

 “თვითიზოლაციაში მყოფ შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, 430 პირს ჩაუტარდა გამოკვლევა. „1-9 ოქტომბერს, COVID-19-ის რისკ ჯგუფების სისტემური ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მებაჟე ოფიცრებსა და შესაბამის ობიექტებზე (გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ და საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,ყაზბეგი“, „სადახლო სარკინიგზო“, „გარდაბანი“, „სარფი“, „კარწახი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „ბათუმის აეროპორტი“) ადმინისტრაციულ/დამხმარე პერსონალს, საერთო ჯამში, 430…

მეტი...

პირველი კლასის მოსწავლეს თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

 თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც 126-ე სკოლის დირექტორმა, ირინე მჭედლიძემ განაცხადა, ბავშვი სკოლაში ოთხშაბათის შემდეგ არ ყოფილა. „ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, ყველა საკლასო ოთხაში დეზინფექცია დღეს და ხვალ ტარდება, ხოლო აღნიშნული კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადაგვყავს. დანარჩენ კლასებში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

მეტი...

იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

  •  

 თელავის რაიონული სასამართლომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 25 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. საქმის განხილვა გუშინ დახურულ სხდომაზე წარიმართა. გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მკვლელობა სოფელ იორმუღანლოში 7 ოქტომბერს მოხდა. 38 წლის ქალმა 36 წლის თანასოფლელი მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

მეტი...

“ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე, ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ” – გიორგი გახარია

  •  

 “ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, რომ ვიფიქროთ და ვიჭორაოთ წარსულზე, ჩვენი მთავარი მიზანია, ვიყუროთ წინ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. „ყველა კარგად ვხედავდით, მესტია როგორ ვითარდება. დაგვაკლდა ახლა ცოტა ტურისტი, მაგრამ ზამთარში ყველამ ვნახეთ, რომ იმდენი ადგილობრივი ქართველი ამოვიდა მესტიაში, რომ ბევრ ჩამოსულზე შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი იყოს ის, რადგან ქართველებმა ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ და თავიდან აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, იმიტომ, რომ ბევრი ქართველი, სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, მესტიაში საერთოდ ნამყოფი არ იყო. ამიტომ ჯერ ჩვენს მოქალაქეებს გავაცნოთ ერთმანეთი და მერე წავიდეთ…

მეტი...

“სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების პატრიოტი ხალხი ხართ” – კახა კალაძე

  •  

 “სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად ემსახურება სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს”, – განაცხადა თბილის მერმა, კახა კალაძემ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას. კახა კალაძის თქმით, მესტიაში ტურისტების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა და განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც როგორც მოსახლეობის შემოსავლებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზეც პოზიტიურად აისახა. „სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად ემსახურება სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს. ამ საოცარი მთებით, სვანური კოშკებითა და…

მეტი...

“მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა ჩადებს სულ მცირე 20 მილიარდ ლარს, ამ თანხის დიდი ნაწილი იქნება მიმართული მესტიისა და სვანეთისკენ ” – გიორგი გახარია

  •  

 “უნიკალური კუთხის, უნიკალური ფასეულობების, უნიკალური ენის და ხასიათის ადამიანები ხართ თქვენ. ჩვენ დღეს დიდი მიშა ხერგიანის სახელობის სახლ-მუზეუმში ვიყავით და იქ ყველაფერი ჩანს ნათლად. თვითონ ფაქტები გვეუბნება, სად ვიმყოფებით ახლა დღეს, მაგრამ აქედან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ ხართ და ეს კუთხეა საქართველოს უნიკალური მემკვიდრეობის მცველი. ეს არის ყველაზე დიდი ღვაწლი, რისთვისაც სრულიად საქართველო აფასებს და ყოველთვის დააფასებს სვანებს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მთა არის და უნდა გახდეს…

მეტი...

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

  •  

 სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან, სომხურმა მხარემ აღდამის რაიონი დაბომბა. თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, აზერბაიჯანის ძალებმა ყარახანბეილის მიმართულებით განახორციელეს თავდასხმა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეს 12:00 საათიდან შევიდა.

მეტი...

“პოლიტიკოსი არაა, თუმცა გამოვიდა და ხელი შეუშალა მათ ამ სპექტაკლის განხორციელებაში” – ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

  “მართალია, პოლიტიკოსი არაა, თუმცა გამოვიდა და ხელი შეუშალა მათ ამ სპექტაკლის განხორციელებაში” – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა ისიც, რომ ეს არ არის 1 და 2 დღის დადგმული, წელწადნახევარია ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა. „ეს არ არის 1 და 2 დღის დადგმული, წელწადნახევარია ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა. როდესაც ამის გამო რაღაც ღალატში დაადადანაშაულეს კომისიის წევრები, ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა იმიტომ, რომ უაღრესად წესიერი და პატრიოტი ადამიანია. მართალია, პოლიტიკოსი არაა, თუმცა გამოვიდა და ხელი შეუშალა მათ ამ სპექტაკლის განხორციელებაში, როდესაც…

მეტი...

„ჩემი მეუღლე სამსახურის ამბავზე სახლში არასდროს საუბრობდა” – ივერი მელაშვილის მეუღლე “მედიაცენტრ მთავარში”

  •  

 „ჩემი მეუღლე სამსახურის ამბავზე სახლში არასდროს საუბრობდა, ეს იყო კონფიდენციალური, არც მე ვეკითხებოდი, ეს არ იყო სახლში და ვიღაცასათან გასარჩევი” – ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილის მეუღლემ თამარ სულაძემ “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აზერბაიჯანულ კომისიას ივერი მელაშვილის კომისიაში ყოფნა არ სურდათ. „ჩემი მეუღლე სამსახურის ამბავზე სახლში არასდროს საუბრობდა, ეს იყო კონფიდენციალური, არც მე ვეკითხებოდი, ეს არ იყო სახლში და ვიღაცასათან გასარჩევი. როცა ეს ამბავი აგორდა და დავუსვი რაღაც კითხვები, მაშინ თქვა, ეს ბრალდებები, რასაც ამბობენ, სწორი არ არისო. საიდან დაიწყო ეს –…

მეტი...

„ჩვენების მიღების სანაცვლოდ, გამორიცხული არ არის, კომისიის სხვა წევრებზე ზეწოლა სცადონ” – ბრალდებულის მეუღლე “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

  •  

 საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის მეუღლემ “მედიაცენტრ მთავარში” პრესკონფერენცია გამართა, სადაც არსებულ კითხვებს უპასუხა. როგორც საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ბრალდებული წევრის, ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, არ არის გამორიცხული, კომისიის სხვა წევრებზე ზეწოლა სცადონ, გარკვეული ჩვენების მიღების სანაცვლოდ. დაკავებულის მეუღლე ასევე აცხადებს, რომ წაყენებული ბრალდება ივერი მელაშვილისთვის სიკვდილზე უარესია. კიდევ რა საკითხებზე ისაუბრა ბრალდებულის მეუღლემ “მედიაცენტრ მთავარში” იხილეთ თემები და ვიდეო: დიდი უსამართლობაა… ეს არის დიდი სპექტაკლი, თითქოს წინა ხელისფულების დროს მოხდა მიწების გასხვისება, დღეს კი საქართველო გადაარჩინეს; როცა ღალატში დაადანაშაულეს, ეს ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა…

მეტი...

ქუთაისში 37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლება გადაიდო

  •  

 ქუთაისში არსებულ 37 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის განახლება ერთი კვირით გადაიდო. ამის მიზეზი რამდენიმე ბაღში ახალი კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირება გახდა. კერძოდ, კორონავირუსი ერთ-ერთი ბაღის გამგეს და ბაღების რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ბაღების ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. „ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის დაფიქსირებისა და 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო. ერთ კვირაში დავაკვირდებით როგორი ვითარება იქნება, თუმცა იმის გარანტია, რომ სააღმზრდელო პროცესი დაიწყება, არ არსებობს“, – განაცხადა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, დავით წიტაიშვილმა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

  •  

 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარიან ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა. როგორც მარიან ენდელაძემ აღნიშნა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. „მაქვს ინფორმაცია ოთხ გარდაცვლილზე, ოთხივე აჭარაში მკურნალობდა. ესენი არიან ქალბატონები 65, 76, 80 და 90 წლის, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები. ორი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  •  

 საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 119-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 78-ს შეადგენს.

მეტი...

ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია

  •  

 მოსკოვში, თითქმის 10 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი „დაზავდნენ“.  შეთანხმება მიღწეულია, რომ მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული საომარი მოქმედებები დღეს, 12:00 საათიდან შეწყდება. აღნიშნული განცხადება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა გააკეთა. „ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა,“- ვკითხულობთ მხარეების ერთობლივი განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურული იყო და საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა…

მეტი...