მარინა ეზუგბაია აჭარაში იმყოფება და კოვიდსიტუაციას გაეცნობა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აჭარაში იმყოფება, სადაც არსებულ კოვიდსიტუაციას გაეცნობა.

“ადგილზე გავეცნობი სიტუაციას, როგორც კოვიდცენტრებში, ასევე სასტუმროებში. სურათის გაცნობის შემდეგ შემეძლება, უფრო ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ვაპირებთ ტრენინგებს ადგილობრივი მედპერსონალისთვის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ზომების გამკაცრება არ ნიშნავს მხოლოდ მკაცრ შეზღუდვებს და მთავრობასთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა გაითავისონ საკუთარი როლი, რაც რეკომენდაციების დაცვაში გამოიხატება.

მსგავსი თემები