გამორიცხული არ არის, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით პროტოკოლში ცვლილება შევიდეს

  •  

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ჯანმო-დან ახალი რეკომენდაციები ჯერ მიღებული არ არის. საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ახალი რეკომენდაციები არ გაუცია. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, გამორიცხული არ არის, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლში ცვლილებები შევიდეს.

„პროტოკოლი საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება ის აისახება. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა“, – განმარტავს თამარ გაბუნიამ.

მისივე შეფასებით, თუ არსებულ წესებს არ დავიცავთ, სიტუაციის მართვა ძალიან გაძნელდება.

მსგავსი თემები