საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 137 აჭარას, 47 თბილისს, 26 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში გამოვლინდა, თბილისში – 47, ხოლო იმერეთში – 26.

„218 ახალი შემთხვევა დაემატა. ლიდერობს აჭარა, სადაც არის კოვიდინფიცირების 137 ახალი შემთხვევა. თბილისში არის 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში – ექვსი, იმერეთში – 26, გურიაში – ორი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ამ დროისთვის ინფიცირებულთა 50 პროცენტზე ნაკლებია.

მსგავსი თემები