თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მიყენებული დაზიანებებით ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები