„ლოგიკის მიხედვით არ უნდა დაგვაკავონ, ალოგიკურად კი ყველაფერი შეიძლება“ – სატელიტის ფოტოების სკანდალი

„მიხეილ რამიშვილს ფოტოები ჩემი ინიციატივით გადავეცი, რადგან ის ყველაზე სანდო ადამიანია ამ საქმეში“ – ეს განცხადება თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთა ირიბმა ფიგურანტმა და სატელიტის ფოტოების ე.წ. მომპოვებელმა დავით ფურცხვანიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა.

„ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ადვოკატი მიხეილ რამიშვილს ც მე თვითონ დავუკავშირდი, ჩემივე თხოვნით შევხვდი მას, არ გვყავდა და არ გვყავს  დღემდე საერთო ნაცნობები. ჩვენი გაცნობა მოხდა 4 სექტემბერს, ფოტოები მას გადავეცი მე, მიზანი არაერთხელ ვთქვი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ.  მიხეილ რამიშვილმა ეს ფოტოები გაასაჯაროვა საქმის ინტერესიდან გამომდინარე. ჩემი ინტერესი იყო რა – არა ის რომ გამოვჩენილიყავი და იქნებ დამინახოთ რამენაირად, ეს პიროვნება  მთელ ამ საქმეში მე მივიჩნიე ერთადერთ ყველაზე ინფორმირებულ, საიმედო და სანდო ადამიანად, რომელთანაც ინფორმაციის არაოფიციალურად გადაცემა შესაძლებელი იყო“ – განაცხადა დავით ფურცხვანიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ადგილას სატელიტიდან ამოღებული ფოტო, რომელიც ადვოკატმა გაავრცელა, ყალბია, როს გამოც, მაც სს პასუხისმგებლობა ემუქრება.   

მსგავსი თემები