23-ე გარდაცვლილი აფხაზეთიდან იყო

“კორონავირუსით გარდაცვლილი 23-ე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი” – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცი იყო.

„პაციენტი აფხაზეთის ტერიტორიიდან იყო ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს. მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტს ჰქონდა გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, რამაც იჩინა თავი ჩვენს კლინიკაში. მიუხედავად იმისა, რომ პრევენციული ღონისძიებები ტარდებოდა, ასეთი ფატალური შედეგი დადგა”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მსგავსი თემები