თბილისში, დაბადების დღის ახალი „კლასტერი“ გაჩნდა

სოფელ დიღომში „კოვიდ ვირუსის“  ახალი “კლასტერი” გაჩნდა. ეს არის დაბადების დღის “კლასტერი”, სადაც ძირითადად ახალგაზრდები ფიგურირებენ.  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის გაცხადებით, ახალგაზრდების ინფიცირება ერთ-ერთ დავირუსებულთან კონტაქტით მოხდა.

“გვაქვს თბილისში “კლასტერი”, სოფელ დიღომში. ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები, შეიკრიბნენ, შესაბამისად, მოხდა ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და სტაბილიზირებულია ვითარება ამ ეტაპზე,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სოფელ დიღომში დაბადების დღეს კლასელები აღნიშნავდნენ. საეჭვოა 45-მდე ადამიანი.

მსგავსი თემები