ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 198 ადამიანს, მათგან 59-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 98 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები